ფეხბურთი

19:00 | 20.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიომ "პორტუს" კასილიასი დაუწუნა

ლონდონის "ჩელსის" პორტუგალიელი თავკაცი ჟოზე მოურინიო ინგლისურ გამოცემა "გარდიანისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავის ყოფილ გუნდ "პორტუში", თავისივე ყოფილი შეგირდის იკერ კასილიასის ჩარიცხვის ამბავს გამოეხმაურა. "განსაკუთრებულის" თქმით, "პორტუ" კასილიასს მეტისმეტად მაღალ ხელფასს უხდის, რაც მართებული ნაბიჯი არაა.

"პორტუ" კასილიასს წაროუდგენლად მაღალ ხელფასს უხდის თუ გავითვალისწინებთ ჩემს ქვეყნაში არსებულ პრობლემებს. პორტუგალიაში სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პრობლემებია. კარგი მდგომარეობა არც პენსიონერების მხრივაა და ამ დროს ფეხბურთში პირიქით ხდება - "პორტუმ" 20 მილიონი გადაიხადა იმბულას სანაცვლოდ, ხოლო კასილიასს საოცრად მაღალი ხელფასი დაუნიშნა. "სპორტინგი" კი მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს მილიონებს უხდის", - თქვა მოურინიომ.

იკერ კასილიასი, რომელიც "პორტუში" ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა, სეზონში 2.5 მილიონ ევროს იღებს. მას მოურინიო მადრიდის "რეალში" 2010-2013 წლებში ავარჯიშებდა, ხოლო "პორტუს" კი სათავეში 2002-2004 წლებში ედგა.

0.125763