ფეხბურთი

20:06 | 2.07.2015 | ნანახია 0 - ჯერ

ფრანკ რიბერი: “აუცილებლად დავბრუნდები”

მიუნხენის “ბაიერნის” ფრანგი ლიდერი ფრანკ რიბერი კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობს. 32 წლის ფეხბურთელმა ტერფის ტრავმა მიიღო, რომელსაც გართულებები მოჰყვა და რიბერის კარიერას საფრთხე დაემუქრა, მაგრამ ის დანებებას არ აპირებს. მან არ იცის როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას და გამოტოვებს თუ არა სეზონის დასაწყისს, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ბუცებს ლურსმანზე ჯერ არ ჩამოკიდებს.

“არ ვიცი, სიტუაცია როდის შეიცვლება, რადგან ტკივილი ჯერ კიდევ მაწუხებს. ტრავმას ასაკთან არაფერი აკავშირებს და მსგავსი რამ შეიძლებოდა 20 წლის ასაკშიც დამმართოდა. დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დავბრუნდები”, - აღნიშნა რიბერიმ, რომელმაც ბუნდესლიგის გასულ სეზონში მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.065476