ფეხბურთი

12:58 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბონერას “ვერონაში” ელიან

იტალიურმა “მილანმა” ვეტერან მცველ დანიელე ბონერას ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა. 34 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულება ლომბარდიელებთან 30 ივნისს ამოეწურა და იგი ახლა თავისუფალი აგენტის სტატუსით ახალი გუნდის ძიებაშია.

ბონერა “მილანში” 2006 წლიდან მოყოლებული თამაშობდა და შავ-წითელი მაისურის 201 შეხვედრაში მოირგო. მის მომავალ გუნდად კი იტალიაში “ჰელას ვერონას” ასახელებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115774