ფეხბურთი

18:45 | 28.06.2015 | ნანახია NaN - ჯერ

“სიტიმ” შესაძლოა დელფი შეიძინოს

“მანჩესტერ სიტიმ” შესაძლოა ბირმინგემის “ასტონ ვილას” ნახევარმცველი ფაბიან დელფი შეიძინოს და მის სანაცვლოდ მხოლოდ 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადოს.

The Telegraph-ის ცნობით, 25 წლის ინგლისელმა ბირმინგემელებთან ახალი კონტრაქტი ახლახანს, იანვარში გააფორმა, მაგრამ საკუთარი ინტერესები დაიცვა და შეთანხმებაში არის პუნქტი, რომლის თანახმადაც ევროთასებში მონაწილე ნებისმიერ კლუბს, მისი ტრანსფერის გამოსყიდვა სულ რაღაც 8 მილიონ გირვანქა სტერლინგად შეეძლება.

ამრიგად, თუ “სიტიმ” ტურინის “იუვენტუსიდან” პოლ პოგბას შეძენა ვერ მოახერხა, მაშინ კონტრაქტი დელფთან გაფორმდება.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.078174