ჩოგბურთი

1:07 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორნი წყვილთა ნახევარფინალში

შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში მიმდინარე 25-ათასიანი ტურნირის წყვილთა ბადის ნახევარფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელი – ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია ითამაშებს.

პირველ ნომრად განთესილმა გორგოძემ და შვედმა კორნელა ლისტერმა შემდეგ ეტაპზე უბრძოლველად გააღწიეს, რადგანაც მათი მეტოქეები – სლოვაკი ჰონჩოვა და ხორვატი ნირიჩი სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.

ნახევარფინალში გორგოძე და ლისტერი მე-3 ნომრად მიჩნეულ ქვაცაბაიას და ბერძენ ელენი დანილიდუს გაეჯიბრებიან, რომელთაც პოლონელ ბარანსკას და ბელგიელ ბოევს 6:1, 6:0 სძლიეს.

ერთეულთა ტურნირის მერვედფინალში ქვაცაბაია შვედ სოფია არვიდსონს ვერ გაუმკლავდა – 4:6, 2:6.

0.11651