ძიუდო

13:15 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ღვინიაშვილმა მსოფლიო მასტერსზე ოქროს მედალი და 700 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა (+VIDEO)

19 წლის ბექა ღვინიაშვილმა მსოფლიო ძიუდოს ელიტაში ყველაზე პროდუქტიული გამარჯვება იზეიმა. ქართული ძიუდოს ჯერ კიდევ ამომავალმა ვარსკვლავმა მაროკოს დედაქალაქ რაბათში გამართულ უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე – მსოფლიოს მასტერსზე წაუგებლად იჭიდავა და ოქროს მედალთან ერთად 700 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა.

საჩემპიონო გზაზე ბექა ღვინიაშვილმა ოთხი მეტოქე ჩამოიშორა. მერვედფინალში სერბმა ალექსანდარ კუკოლჟმა ბრძოლა ორიოდ წუთში შეწყვიტა, მაშინ, როდესაც ქართველი ძიუდოისტი ვაზარს იგებდა და დიდ უპირატესობასაც ფლობდა. მეოთხედფინალში ღვინიაშვილი კუკოლჟზე გაცილებით ძლიერ ძიუდოისტს - ილიას ილიადისის და საბერძნეთის სახელით მოჭიდავე ჯარჯი ზვიადაურს დაუპირისპირდა და ვაზარით სძლია. შემდეგ კუბელ ეშლი გონზალესს იუკოთი მოუგო. ფინალში კი იაპონელ იუია იოშიდას ეფექტური იპონით გაუსწორდა.

90 კილოგრამის მასტერსული კონკურენცია ეგებ ქართული ფინალითაც დაგვირგვინებულიყო, პირველ ნომრად განთესილ და უმთავრეს ფავორიტ ვარლამ ლიპარტელიანს ჩვეულად რომ ეჭიდავა. ევროპის მოქმედი ჩემპიონი პირველსავე წრეში ფრანგ ალექსანდრე იდირთან დამარცხდა, ოღონდ არა ილეთით ან შიდოთი, არამედ აკრძალული წესის გამოყენების გამო – მსაჯების აზრით, ლიპარტელიანმა ფეხში შესვლის წესი დაარღვია და უმალ მოხსნეს.

ნაკრების სხვა წევრთაგან რაბათის პოდიუმის უმაღლეს საფეხურთან ყველაზე ახლოს ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) მივიდა, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში რუს დენის იარცევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს და 420 ქულას დაეუფლა. იარცევთან დაჭიდებამდე ტატალაშვილმა არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრი ვიქტორ სკვორტოვი, ებრაელი საგი მუკი და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი - იაპონელი რიკი ნაკაია დაამარცხა. ამავე წონაში საქართველოს სახელით ტატამზე ლაშა შავდათუაშვილიც გავიდა, მაგრამ საწყის ეტაპზევე წააგო აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჟოვთან და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსიც მაშინვე დაკარგა.

მსოფლიო რეიტინგის აბსოლუტური ლიდერი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81 კგ) კი ამჯერად მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდა. ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანელი სვენ მარეხისა და რუსეთის ნაკრების წევრ სირაჟუდინ მაგომედოვის ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში კიდევ ერთ რუსთან – ივან ნიფონტოვთან ვაზარ-იუკოთი დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთო, სადაც კანადელ ანტუან ვალუა-ფორტიეს იუკოთი აჯობა.

რეპეშაჟის ფინალამდე ამირან პაპინაშვილი (60 კგ) და ლევან მატიაშვილიც (+100 კგ) მივიდნენ, მაგრამ საპრიზო სამეულამდე ორივეს გადამწყვეტი გამარჯვება დააკლდა. ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ) კი მასტერსს პირველივე წრიდან გამოეთიშა, რუმინელ დანიელ ნატეასთან ორ წუთში წაგებით.

ძიუდო

მსოფლიოს მასტერსი

რაბათი. მაროკო

23-24 მაისი

მამაკაცები

60 კგ

1 ნაოჰიშა ტაკატო (იაპონია)

2 ორხან საფაროვი (აზერბაიჯანი)

3 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

3 შარაფუდინ ლუტფილაევი (უზბეკეთი)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

2 დიმიტრი შერშანი (ბელარუსი)

3 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

73 კგ

1 დენის იარცევი (რუსეთი)

2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 რუსტამ ორუჟოვი (აზერბაიჯანი)

3 რიკი ნაკაია (იაპონია)

81 კგ

1 ტაკანორი ნაგასე (იაპონია)

2 ივან ნიფონტოვი (რუსეთი)

3 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

3 სერგიუ ტომა (აგს)

90 კგ

1 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

2 იუია იოშიდა (იაპონია)

3 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)

3 ეშლი გონზალესი (კუბა)

100 კგ

1 ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი)

2 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)

3 რამადან დარვიში (ეგვიპტე)

3 ტომა ნიკიფოროვი (ბელგია)

+100 KG

1 ტედი რინერი (საფრანგეთი)

2 ბარნა ბორი (უნგრეთი)

3 როი მეიერი (ჰოლანდია)

3 რიუ შიჩინოე (იაპონია)

5 ლევან მატიაშვილი (საქართველო)

ქალები

48 კგ

1 ურანცეცეგ მუნხბატი (მონღოლეთი)

2 პაულა პარეტო (არგენტინა)

3 ირინა დოლგოვა (რუსეთი)

3 დილარა ლოკმანჰეკიმი (თურქეთი)

52 კგ

1 ნატალია კუზიუტინა (რუსეთი)

2 იუკი ჰაშიმოტო (იაპონია)

3 ანაბელ ორანი (საფრანგეთი)

3 ოდეტე გიუფრიდა (იტალია)

57 კგ

1 სუმიია დორჟსურენი (მონღოლეთი)

2 ჰელენ რესევო (საფრანგეთი)

3 კორინა კაპრიორიუ (რუმინეთი)

3 ნაე უდაკა (იაპონია)

63 კგ

1 მიკუ ტაშირო (იაპონია)

2 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

3 ანე-ლაურე ბელარდი (საფრანგეთი)

3 მარტინა ტრაიდოსი (გერმანია)

70 კგ

1 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)

2 იური ალვეარი (კოლუმბია)

3 ჩიზურუ არაი (იაპონია)

3 ფანი ესტელ პოსვიტი (საფრანგეთი)

78 კგ

1 კაილა ჰარისონი (აშშ)

2 ნატალი პოუელი (ბრიტანეთი)

3 ოდრი ჩომეო (საფრანგეთი)

3 ლუსი მალზანი (გერმანია)

+78 კგ

1 სონგ იუ (ჩინეთი)

2 კანაე იამაბე (იაპონია)

3 მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია)

3 ფრანცისკა კონიტსი (გერმანია)

ლუკა ქარსალაძე

0.114671