ჩოგბურთი

14:37 | 21.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ერთეულებში – მეოთხედფინალი, წყვილებში – ნახევარფინალი

ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ იტალიის ქალაქ კასერტაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია.

გორგოძემ პირველ რაუნდში “იღბლიანი წაგებულის” სტატუსის მქონე უნგრელი ვანდა ლუკაჩი 6:1, 4:6, 7:5 დაამარცხა, შემდეგ კი, კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ კრისტიანა ფერანდოს 6:4, 6:3 სძლია.

ეკატერინეს მომდევნო მოწინააღმდეგე მე-7 რეიტინგის მქონე თურქი იპეკ სოილუ იქნება.

ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა სოფო შაფათავა. მე-5 ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ნადია პოდოროსკას (არგენტინა) 6:3, 6:3 მოუგო, შემდეგ კი ასევე კვალიფიკაციიდან გამოსულ ადრიანა ლეკაის (ხორვატია) ვერ გაუმკლავდა – 6:7 (2:7), 2:6.

წყვილთა ტურნირში ქართველი გოგონები ნახევარფინალში არიან გასულნი. მე-4 რეიტინგის მქონე შაფათავამ და გორგოძემ იტალიელებს – ფერანდოს და პაოლინის 6:3, 7:6 (8:6) სძლიეს, მეოთხედფინალში კი არგენტინელი პოდოროსკა და მექსიკელი ზარაზუა 6:2, 6:3 დაამარცხეს.

ნახევარფინალში ქართველი ჩოგბურთელები მე-2 ნომრად განთესილ რუმინელ ბუზეანს და უნგრელ იანის ეთამაშებიან.

ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ სოფო ქვაცაბაია და ბულგარელი ისაბელა შინიკოვაც. მათ პარაგვაელ გონსალესს და უკრაინელ კოვალეცს 6:3, 6:7 (2:7), 10:7 სძლიეს, ნახევარფინალში კი პირველი რეიტინგის მქონე შვეიცარიელ გოლუბიჩს და ხორვატ ვრლიჩს გაუმკლავდნენ – 7:6 (7:5), 6:4.

0.123145