ფეხბურთი

20:23 | 7.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ედინსონ კავანი უკმაყოფილოა

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელმა თავდამსხმელმა ფრანგულ მედიაში საუბრისას მისი დღევანდელი სათამაშო პოზიციით უკმაყოფილება გამოთქვა. სამხრეთამერიკელი ფორვარდის თქმით, მას ცენტრფორვარდად სურს თამაში, თუმცა ამის შესაძლებლობა პარიზში არ ეძლევა.

“მას შემდეგ, რაც პსჟ-ში ვთამაშობ, ცენტრალურ თავდამსხმელად თამაშის საშუალება არ მქონია. ჩემთვის ეს პოზიცია იდეალურია და გოლებიც უფრო ხშირად გამაქვს. შემიძლია ვთქვა, რომ თავდამსხმელს ამ პოზიციაზე თამაში ყოველთვის ურჩევნია. მომავალ სეზონში რა მოხდება არ ვიცი, ახლა კი გუნდთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონობაზე და თასის მოგებაზე ვფიქრობ”, - განაცხადა კავანიმ.

ედინსონ კავანიმ პსჟ-ს მაისურით მიმდინარე სეზონში ჯამში 48 შეხვედრა ჩაატარა და 25 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116321