ძიუდო

22:07 | 3.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

უმედლო დასასრული ზაგრებში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ზაგრების გრან პრის დასკვნითი დღე უმედლოდ ჩაამთავრა. დღეს მედლები მამაკაცთა შორის 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში გათამაშდა. ქალებში – 78 და +78 კილოგრამში. ქართული გუნდის წევრთაგან კი ტატამზე ზვიად გოგოჭური (90 კგ), ალექსანდრე მსხალაძე და ალექსანდრე ზაალიშვილი (ორივე 100 კგ) გავიდნენ. სამივე საწყის ეტაპზევე დამარცხდა.

გოგოჭურმა პირველ წრეში, უილეთო შეხვედრაში, ერთადერთი გაფრთხილებით წააგო გერმანელ აარონ ჰილდებრანდთან. მსხალაძემ ასევე გერმანელ მეტოქესთან – დიმიტრი პეტერსთან ოთხი წუთი გაძლო. ზაალიშვილმა კი ჰოლანდიელ მიხაელ კორელთან ჭიდაობისას მსაჯისგან ოთხი შიდო მიიღო. სამივე ქართველის მომგები ფინალამდე მივიდა. პეტერსი კი გრან პრის ჩემპიონი გახდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ზაგრების გრან პრი ლაშა შავდათუაშვილის (73 კგ) მიერ მოპოვებული ოქროს მედლით ჩაამთავრა.

ძიუდო

გრან პრი

ზაგრები

1-3 მაისი

კაცები

60 კგ

1 ჰოვანეს დავთიანი (სომხეთი)

2 ტობიას ენგლმაიერი (გერმანია)

3 ხერლან განბოლდი (მონღოლეთი)

3 ფრანსისკო გარიგოსი (ესპანეთი)

66 კგ

1 გიორგი ზანთარაია (უკრაინა)

2 სებასტიან სეიდლი (გერმანია)

3 გოლან პოლაკი (ისრაელი)

3 სინან სანდალი (თურქეთი)

7 თორნიკე თათარაშვილი (საქართველო)

73 კგ

1 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

2 ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი (მონღოლეთი)

3 პიერ დუპრა (საფრანგეთი)

3 საგი მუკი (ისრაელი)

81 კგ

1 სზაბოლც კრიჟანი (უნგრეთი)

2 ლასლო სოკნიაი (უნგრეთი)

3 ფრანკ დე ვიტი (ჰოლანდია)

3 ხასან ხალმურზაევი (რუსეთი)

5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

90 კგ

1 კრისტიან ტოთი (უნგრეთი)

2 აარონ ჰილდებრანდი (გერმანია)

3 ჟოაკიმ დვარბი (შვედეთი)

3 გილომ ელმონი (ჰოლანდია)

100 კგ

1 დიმიტრი პეტერსი (გერმანია)

2 მიხაელ კორელი (ჰოლანდია)

3 ხორხე ფონსეკა (პორტუგალია)

3 ლუკაშ კრპალეკი (ჩეხეთი)

+100 კგ

1 იაკივ ხამო (უკრაინა)

2 ვლადუტ სიმონესკუ (რუმინეთი)

3 მატიას სერაჟი (სლოვენია)

3 როი მეიერი (ჰოლანდია)

ქალები

48 კგ

1 დილარა ლოკმანჰეკიმი (თურქეთი)

2 ებრუ შაჰინი (თურქეთი)

3 ირინა დოლგოვა (რუსეთი)

3 ვალენტინა მოსკატი (იტალია)

52 კგ

1 ანდრეა ჩიტუ (რუმინეთი)

2 იულია რუჟოვა (რუსეთი)

3 დისტრია კრასნიქი (კოსოვო)

3 აგატა პერენცი (პოლონეთი)

57 კგ

1 ნეკოდა სმიტ დევისი (ბრიტანეთი

2 მარტი მალოი (აშშ)

3 იუანა მიულერი (გერმანია)

3 ტინა ზელტნერი (ავსტრია)

63 კგ

1 ტინა ტრესტენიაკი (სლოვენია)

2 კლარის აგბენენუ (საფრანგეთი)

3 იარდენ გერბი (ისრაელი)

3 ედვიგ გვენდი (იტალია)

70 კგ

1 ლინდა ბოლდერი (ისრაელი)

2 სალი კონვეი (ბრიტანეთი)

3 ფანი ესტელ პოსვიტი (საფრანგეთი)

3 კელიტა ზუპანჩიჩი (კანადა)

78 კგ

1 ანამარი ველენსეკი (სლოვენია)

2 ვიქტორია ტურკსი (უკრაინა)

3 აბიგელ ჟო (უნგრეთი)

3 დარია პოგორზელეცი (პოლონეთი)

+78 კგ

1 ბელკის ზეჰრა კაია (თურქეთი)

2 ტესი საველკულსი (ჰოლანდია)

3 ფრანსისკა კონიტსი (გერმანია)

3 ჟასმინ კუელბსი (გერმანია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124258