ძიუდო

18:52 | 2.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი ოქროს შეუტევს, რეხვიაშვილი - ბრინჯაოს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ზაგრების გრან პრის მეორე დღეს ორი მედლისთვის იბრძვის. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ლაშა შავდათუაშვილს ჩემპიონის ტიტულს და 300 სარეიტინგო ქულას ერთადერთი გამარჯვება აშორებს. ფინალში მისი მეტოქე მონღოლი ცაგაანბაატარ ჰაშბაატარი იქნება. 81 კილოგრამში კი ზებედა რეხვიაშვილი რეპეშაჟის ფინალშია, სადაც რუსეთის ნაკრების წევრ ხასან ხალმურზაევს დაეჭიდება.

დღეს ხორვატიულ ტატამზე ფრიდონ გიგანი (73 კგ), გიორგი პაპუნაშვილი (81 კგ) და ესტერ სტამიც (70 კგ) გავიდნენ, მაგრამ მეოთხედფინალამდე დამარცხდნენ და სამივე სინჯის მედლისთვის ბრძოლის შანსი უმალ დაკარგეს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19 საათიდან დაიწყება.

0.118974