ფეხბურთი

18:26 | 1.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ლორისის ვარიანტს განიხილავს

მომავალი სეზონიდან “რეალის” კარის დარაჯი შესაძლოა “ტოტენჰემის” 28 წლის ფრანგი მეკარე უგო ლორის გახდეს. აღნიშნულ იფნორმაციას Football Espana იუწყება.

წყაროს ცნობით, “სამეფო კლუბი” მომავალი სეზონისთვის იკერ კასილასის შემცვლელს ეძებს. პირველ რიგში “რეალს” მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარის დავიდ დე ხეას გადაბირებას სურს, თუმცა “მანჩესტერის” ხელმძღვანელობა მზადაა დე ხეას გუნდში დარჩენისთვის ხელფასიც კი გაუზარდოს. თუ დავიდთან კონტრაქტი არ გაფორმდება, “რეალი” ლორისის გადაბირებას შეეცდება.

უგო ლორისი 2012 წელს “ლიონიდან” 12.5 მილიონ ევროდ “ტოტენჰემში” გადავიდა. მას შემდეგ ლონდონელთა მაისურით უგომ 94 მატჩი ჩაატარა. ლორისი 2008-წლიდან საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112834