ჩოგბურთი

0:16 | 17.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია მეოთხედფინალშია

იტალიურ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ.

მე-4 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ ფრანგი ჟოზეფინ ბუალემი 6:0, 4:6, 6:2 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი იტალიელ ნასტასია ბარნეტს ეთამაშება.

წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში ქვაცაბაია და ჰოლანდიელი ქუირინ ლემოინი იტალიურ დუეტთან (მარკეტი-რემონდინა) 3:6, 6:2, 7:10 დამარცხდნენ.

ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირს მერვედფინალში გამოეთიშა ეკატერინე გორგოძე. მე-3 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ანა გაბრიჩთან (გერმანია) 4:6, 3:6 დამარცხდა.

0.113763