უელსური “სუონსის” ცენტრალური მცველით ეშლი უილიამსით მერსესაიდული “ლივერპული” ინტერესდება. აღნიშნულ ცნობას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mirror–ი ავრცელებს.
“ლივერპულს” 30 წლის მცველს ადრეც უკავშირებდნენ, თუმცა გარიგება არ შედგა. ზაფხულში “წითლების” ხელმძღვანელობა აპირებს, რომ უელსელის ტრანსფერის თაობაზე უფრო იაქტიუროს და მოლაპარაკება სასურველი შედეგით დაასრულოს.
ეშლის “სუონსისთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წელს ეწურება და 12 თებერვლის მონაცემებით 5.72 მილიონ ფუნტადაა შეფასებული.
მან მიმდინარე პრემიერლიგაში ყველა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.