ძიუდო

17:28 | 17.03.2015 | ნანახია [] - ჯერ

დასკვნითი ვარჯიში დუშეთში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ირაკლი უზნაძემ 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 20-22 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში გასამართ გრან პრიზე მიიღებს მონაწილეობას. ეროვნული გუნდი წინასაშეჯიბრო დასკვნით საწვრთნელ შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გადის. ხვალიდან კი გრან პრის განაცხადში შეყვანილი ძიუდოისტები ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად თბილისში დაბრუნდებიან და სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდებიან.

დღეს საქართველოს ნაკრებმა დუშეთში ღია ვარჯიში ჩაატარა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი და საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც დაესწრნენ. მათ სპორტსმენებთან მომავალი ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და წარმატება უსურვეს.

"თბილისი უმნიშვნელოვანეს ტურნირს უმასპინძლებს, რომელშიც ჩვენი ნაკრები უძლიერესი შემადგენლობით ჩაერთვება. გუნდი მომავალი ტურნირისთვის წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ემზადება. ბიჭები შეჯიბრებას საკმაოდ კარგ ფორმაში და საბრძოლო განწყობით ხვდებიან. იმედია, ეს ყველაფერი შედეგიანობაზეც აისახება. საორგანიზაციო სამუშაოებიც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ყველა პირობა არსებობს, რომ საქართველო დაკისრებულ ამოცანას თავს წარმატებით გაართმევს” – განაცხადა ლევან ყიფიანმა.

საქართველოს ნაკრები

60 კგ

ამირან პაპინაშვილი

პაატა მერებაშვილი

ლაშა გიუნაშვილი

ლუხუმ ჩხვიმიანი

66 კგ

თორნიკე თათარაშვილი

ვაჟა მარგველაშვილი

მინდია ლილუაშვილი

შალვა ქარდავა

73 კგ

ნუგზარ ტატალაშვილი

ლაშა შავდათუაშვილი

ფრიდონ გიგანი

ზვიად კაპანაძე

81 კგ

ავთანდილ ჭრიკიშვილი

უშანგი მარგიანი

გიორგი პაპუნაშვილი

ამბაკო ავალიანი

90 კგ

ვალერი ლიპარტელიანი

ბექა ღვინიაშვილი

პაატა ღვინიაშვილი

ზვიად გოგოჭური

100 კგ

ლაშა გურული

ალექსანდრე ზაალიშვილი

იასონ ნემსაძე

ალექსანდრე მსხალაძე

+100 კგ

ადამ ოქრუაშვილი

ვახტანგ ოქრუაშვილი

ონისე ბუღაძე

ლევან მატიაშვილი

0.113694