ფეხბურთი

12:27 | 23.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან გაალმა რონალდუს ყიდვა გადაიფიქრა

როგორც ესპანური მედია იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუის ვან გაალმა პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს გადაბირება გადაიფიქრა.

ესპანელმა ჟურნალისტმა ალფრედო დურომ ერთ-ერთ სატელევიზიო შოუში განაცხადა, რომ მადეირელი ვარსკვლავის აგენტი ხორხე მენდეში მანჩესტერელთა სკაუტ მარტინ ფერგიუსონს, სერ ალექსის ძმას, მიმდინარე წლის დასაწყისში შეხვდა. მათ შორის მოლაპარაკება გაიმართა, თუმცა საბოლოოდ ვან გაალმა მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელის “წითელი ეშმაკების” რიგებში დაბრუნება გადაიფიქრა.

ევროპული მედია ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ ცხრებოდა და რონალდუს “მანჩესტერში” დასაბრუნებლად სხვადასხვა ასტრონომიულ რიცხვს ასახელებდა. თუ მენდეშსა და ფერგიუსონს შორის მოლაპარაკება მართლაც გაიმართა, ჰოლანდიელი სპეციალისტის საქციელი უცნაურად არ უნდა ჩაითვალოს, ის ხომ ლუის ვან გაალია, თავისი უცნაური გადაწყვეტილებებით.

0.113802