ძიუდო

22:25 | 22.02.2015 | ნანახია 6210 - ჯერ

1 ოქრო, 5 მედალი და გუნდური მეორე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა დიუსელდორფის გრან პრიზე 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე ვარლამ ლიპარტელიანი ავიდა.

90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა გერმანულ ტატამზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ოთხში მეტოქეებს შებოჭვით სძლია. ერთადერთი შეხვედრა, რომელშიც მსოფლიო რეიტინგის ქართველ ლიდერს სრული საჭიდაო დრო – 5 წუთი დასჭირდა, ნახევარფინალი იყო, სადაც ლიპარტელიანი ასევე საქართველოს ნაკრების წევრ ბექა ღვინიაშვილს დაეჭიდა და უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით 3:2 აჯობა.

ღვინიაშვილთან დაპირისპირებამდე ვარლამ ლიპარტელიანმა ამერიკელი თომას კაპრა, ყაზახი ისლამ ბოზბაიევი და შვედი მარკუს ნიმანი ჩამოიცილა. ფინალში კი რუსეთის ნაკრების წევრ კაზბეკ ზანკიშიევს წუთსა და 37 წამში მოუმთავრა საქმე.

ოქროს მედალთან ერთად ქართველმა ძიუდოისტმა 300 სარეიტინგო ქულაც მიიღო და 90 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო რეიტინგის ლიდერობა კიდევ უფრო გაიმყარა.

ვარლამ ლიპარტელიანის მსგავსად, მიმდინარე სეზონში პირველ საერთაშორისო ტურნირზე იჭიდავა ევროპის და მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ავთანდილ ჭრიკიშვილმაც (81 კგ), მაგრამ მხოლოდ ვერცხლს და 180 ქულას დასჯერდა. ფინალის გზაზე ჭრიკიშვილმა იტალიელი ანტონიო ჩიანო, მონღოლი უუგანბაატარ ოტონბაატარი, უნგრელი ლასლო სზოკნიაი და გერმანელი სვენ მარეხი დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში კი უილეთო ბრძოლაში გაფრთხილებებით 1:2 წააგო ბელგიელ ჟოაკიმ ბოტიოსთან.

ვერცხლის მედლითვე დაასრულა ტურნირი ნუგზარ ტატალაშვილმაც (73 კგ), რაც აქამდე მსოფლიო რეიტინგის მე-12 საფეხურზე მდგომ ქართველ ძიუდოისტს მოწინავე ათეულში შესვლის გარანტიას აძლევს.

ფინალამდე ტატალაშვილმა კუბელი მაგდიელ ესტრადა, ბელგიელი სემი ჩოუჩი, იტალიელი ანდრეა რეგისი, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრების წევრი ვიქტორ სკვორტოვი და ბრაზილიელი მარსელო კონტინი ჩამოიშორა. ოქროს მედლამდე კი იაპონელმა შოჰეი ონომ არ მიუშვა.

ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი ორივემ ნახევარფინალში დაკარგა, თან ორივემ მომავალ ჩემპიონთან. მარგველაშვილისთვის დაუძლეველი ბარიერი იაპონელი კენგო ტაკაიჩი აღმოჩნდა. "ბრინჯაოს ფინალში” კი რუსეთის ნაკრების წევრ იაკუბ შამილოვს იპონით სძლია.

ბექა ღვინიაშვილმა ლიპარტელიანთან მარცხის შემდეგ, სერბ ალექსანდარ კუკოლჟს იუკოთი სძლია.

საქართველოს სახელით გერმანულ ტატამზე ამირან პაპინაშვილი, ლაშა გიუნაშვილი (ორივე 60 კგ), თორნიკე თათარაშვილი (66 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ალექსანდრე ზაალიშვილი (100 კგ) და ლევან მატიაშვილიც (+100 კგ) გავიდნენ. მათგან საერთო გუნდურ ჩათვლაში გასათვალისწინებელი ქულები მხოლოდ პაპინაშვილმა და ოქრუაშვილმა მოიპოვეს, შესაბამისად მე-5 და მე-7 ადგილებით.

1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით ირაკლი უზნაძის გაწვრთნილმა გუნდმა მამაკაცთა საერთო გუნდურ ჩათვლაში 68 ქვეყნის ნაკრებს შორის მე-2 ადგილი დაიკავა.

მომდევნო გრან პრის 20-22 მარტს თბილისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.

ძიუდო

გრან პრი

დიუსელდორფი

კაცები

20-22 თებერვალი

60 კგ

1 ტორუ შიშიმე (იაპონია)

2 ვონ ჯინ კიმი (სამხრეთ კორეა)

3 რუსტამ იბრაიევი (ყაზახეთი)

3 ფელიპე პელიმი (ბრაზილია)

5 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

66 კგ

1 კენგო ტაკაიჩი (იაპონია)

2 ტუმურხულეგ დავაადორჟი (მონღოლეთი)

3 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

3 ბაულ ანი (სამხრეთ კორეა)

73 კგ

1 შოჰეი ონო (იაპონია)

2 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

3 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

3 საგი მუკი (ისრაელი)

81 კგ

1 ჟოაკიმ ბოტიო (ბელგია)

2 ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო)

3 სვენ მარეხი (გერმანია)

3 ლუის პიეტრი (საფრანგეთი)

90 კგ

1 ვარლამ ლიპარტელიანი (საქართველო)

2 კაზბეკ ზანკიშიევი (რუსეთი)

3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 დაიკი ნიშიამა (იაპონია)

100 კგ

1 რიუნოსუკე ჰაგა (იაპონია)

2 რამადან დარვიში (ეგვიპტე)

3 ჰენკ ხროლი (ჰოლანდია)

3 სირილ მარე (საფრანგეთი)

+100 კგ

1 რიუ შიჩინოე (იაპონია)

2 ტაკეში ოჯიტანი (იაპონია)

3 ორ სასონი (ისრაელი)

3 სვენ ჰაინლე (გერმანია)

7 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო)

გუნდური ჩათვლა. კაცები

ო ვ ბ V VII

1 იაპონია 5 1 1 0 0

2 საქართველო 1 2 2 1 1

3 ბელგია 1 0 0 0 0

4 სამხრეთ კორეა 0 1 2 2 0

5 მონღოლეთი 0 1 0 1 1

6 რუსეთი 0 1 0 1 0

7 ეგვიპტე 0 1 0 0 0

8 საფრანგეთი 0 0 2 1 2

9 გერმანია 0 0 2 1 0

10 ისრაელი 0 0 2 0 0


კომენტარები (48)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:52 | 25.02.2015
MEGRELI777 (707)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=M7oTIp5Ai1w')>0?'https://www.youtube.com/watch?v=M7oTIp5Ai1w':'https://www.youtube.com/watch?v=M7oTIp5Ai1w'))

22:26 | 24.02.2015
davit-tg (768)

ყოჩაღ ბიჭებო! კიდევ ბევრი ოქრო–ვერცხლი მოგეგოთ,წარმატება ქართულ სპორტს

16:16 | 24.02.2015
cimako (155)

ნამდვილად ვეთანხმები ოტიას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავთო ორივე მხარეს თა აბრად ჭიდაობს
ამავე დროს გამოირჩევა უნიკალური ტექნიკითა და ფიზიკური ძალით, მას შეუძლია ნებისმიერი მეტოქის ყოველივე გართულების გარეშე დამარცხება შიდოებით გამარჯვებაზე აქცენტი ნამდვილად არ უნდა აიღოს.
შიდოებით მოგებას ძირითადად მძიმე წონები გეგმავენ.

15:49 | 24.02.2015
otia_83 (1523)

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=AuzJQIv-hTI')>0?'https://www.youtube.com/watch?v=AuzJQIv-hTI':'https://www.youtube.com/watch?v=AuzJQIv-hTI'))

ჭრიკიშვილს ეს რომ არ შეეძლოს კიდევ ჰო, მაგრამ როცა იდეალური ხარ ტექნიკურად მთელი ტურნირი გაფრთხილებებით მოგებაზე არ უნდაა ააგო.

14:48 | 24.02.2015
federer (17) (15576)

მეგობრებო დავას და კამათს რა აზრი აქვს
ჩვენ ყველას გვიყვარ ძიუდო და გვინდა ჩვენი ბიჭების წარმატება
ზოგი მეტს ვითხოვთ ზოგი ნაკლებს და არც ერთი არავართ მტყუანი
წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს ნამდვილი მგლები არიან და რაც შეიძლება მეტი ოქროოოო
და წარმატებას გისურვებთ თქვენც ყველას ძიუდოსა და ზოგადად სპორტის მოყვარულებს

14:08 | 24.02.2015
cimako (155)

გამარჯობათ მეგობრებო
ვეთანხმები მათ ვინც მსაჯების ტენდეციურობაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ ავთოს გამოსვლები ტატამზე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირადად ჩემში გარკვეულ კრიტიკას იწვევს ზედმეტი აკადემიურობა ყოველთვის შედეგის მომტანი ვერ იქნება. მსოფლიო ჩემპიონმა 1 წუთსა და 14 წამში, რომ ილეთი ვერ გაუკეთოს მსოფლიოს მე-16-ე რეიტინგის მოჭიდავეს უბრალოდ შემაშფოთებელია (ალბათ დროის გასვლის შემდეგ შესრულებული ილეთის შეფასება არ მოხდა.
მომავალში უნდა გაითვალისწინოს ავთომაც და მწვრნელთა საბჭომაც მსაჯების ფაქტორი და დაახლოებით ისე უნდა იჭიდაონ, როგორც ამას ვალერი ლიპარტელიანი ახერხებს.
შეგიძლიათ შეადაროთ შემტევი მოჭიდავისა და მსაჯებზე დამოკიდებული მოჭიდავის სტილი:

stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=ezjfUhFmDoo')>0?' https://www.youtube.com/watch?v=ezjfUhFmDoo':' https://www.youtube.com/watch?v=ezjfUhFmDoo'))
0?'>https://www.youtube.com/watch?v=6iP5o_W8Yd4':'>https://www.youtube.com/watch?v=6iP5o_W8Yd4'))

11:43 | 24.02.2015
neeskensi (2433)

federer...შოთა ჩოჩიშვილი უდიდესი ძიუდოისტი იყო,მაგრამ იამასიტф ჰყავს დამარცხებული?!....მგონი არც შეხვედრია,იამასიტას საერთოდ არაიაპონელ ძიუდოისტთან არათუ საერთოდ არ წაუგია,ილეთიც არ გაუშვია...

16:25 | 24.02.2015
federer (17) (15576)

იამასიტა ოლიმპიური ჩემპიონია
და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონიი
ხო არ მეშლება ვინმეშიიი?

14:42 | 24.02.2015
federer (17) (15576)

ახლა ვეძებდი და ვერ ვიპოვე მაგრამ თუ ვიპოვე უეწველი დავდებ
რამდენიმე თვის წინ რაღაცეებს ვკითხულობდი შოთას შესახებ და იქ წავიკითხე შოთა ჩოჩიშვილმა 50 კილოგრამით მძიმე იამასატო დაამარცხა ასე ეწერა სათაურად

16:00 | 24.02.2015
neeskensi (2433)

არა ძმაო გეშლება!...შენ მგონი იამასიტა იამასიტა ანტონიო ინოკიში გეშლება,შოთამ იაპონიაში შერეულ ორთაბრძოლასი რომ დაამარცხა...იამასიტას არ წაუგია საერთოდ უცხოელთან!...ეგ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია...

16:21 | 24.02.2015
federer (17) (15576)

რას ამბომ მეგობარო სად ანტონიო ინოკი და სად იამასიტა ამდენი რო არ ვიცოდე აქ არც შემოვიდოდიიი
ანტონიო ინოკის და შოთას ბრძოლის ნახვა რა პრობლემაა იუთუბზე უყურებ უპრობლემოთ
მე მართლა ვნახე ეგ სტატია და რათ მინდა ვინმეს მოტყუება და იქედან ჩამრჩა მეხსიერებაში, უბრალოდ ახლა ვეღარ ვიპოვეეეე

16:51 | 24.02.2015
neeskensi (2433)

გეშლება გენაცვალე....არ წაუგია იამასიტას უცხოელთან საერთოდ ეს ნებისმიერმა იაპონელმა ბავშვმა იცის....აგერ ნახე ყველა ტურნირი სადაც იამასიტას უჭიდავია...stripslashes((strlen('http://www.judoinside.com/judoka/view/5508/judo-results')>0?' http://www.judoinside.com/judoka/view/5508/judo-results':' http://www.judoinside.com/judoka/view/5508/judo-results'))

03:01 | 24.02.2015
federer (17) (15576)

ჭრიკის რო წააგებინეს მაგაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ეს გაკვეთილი უფრო იქნება ჩემი აზრით როცა შეგიძლია გდებით მოუგოო შიდოებზე არ უნდა იჭიდაო, თანაც მსაკების სიმპატიით ქართველები ვერასდროს დავიკვეხნით.
81 და 90 ის წონებია სადაც ჩვენი ბიჭები უდავო ლიდერები არიან
73 კილოში ფინალი კი წააგო ტატალამ საკმაოდ ადვილად მაგრამ მაინც შეიძლება ამ წონაში რაღაცის იმედი გქონდეს.
66 მარგველაშვილი კარგი ბიჭია მაგრამ გამოუცდელია და დრო სჭირდებაა
60, -100 და + 100 სრული ფიასკო რო იყოო რატო არ აღიარებთ ვერ გავიგეეე
ჩვენი პოტენციალიდან და მიზნებიდან გამომდინარე არაა საუკეთესო შედეგი თორე ბევრი ინატრებდა 5 მედალს.
პაპინას რაც შეეხება მეტი მართებს ასეთ ტიტულოვან ძიუდოისტს თავჩაღუნული და შეშინებული არ უნდა გამოვიდეს, როდესაც მოგება შეუძლიაა

02:13 | 24.02.2015
deme2222 (1418)

არუნდა ეხლა რა ეს პროფესორობა იაპონიამ 5 ოქრო აიღო გუნდურში მოგვიგებენ და ა.შ.
მსოფლიოზე როცა მსოფლიო ჩემპიონი გავხდით გუნდურში რა 5 ოქრო გვქონდა 4 თუ 3? გუნდური სულ სხვა ემოციაა და მანდ შეიძლება პაპინამაც აჯობოს კონკურენტს და მარგველაშვილმაც.
რაც შეეხება ჩვენს ორ ოქროს, ჭრიკიშვილს წააგებინა მსაჯმა + შეცდომა იყო დაშვებული ბელგიელთან ჭიდაობის სტრატეგიაშიც. უნდა დაეგდო ეგრევე არუნდოდა მაგასთან სიფრთხილე
პაპინაშვილმა ეხლა შეიძლება წააგო მაგრამ მსოფლიო ევროპაზე არავის არაფერს დაუთმობს
66ში ახალი ბიჭი გამოჩნდა ჯიგარი და შესანიშნავი შედეგიც დადო
კარგი შედეგია (უკეთესიც შეიძლებოდა მაგრამ ეხლა ვაი ვიშის ასატეხი აქ არაფერია.) გუნდური მეორე ადგილი თუ ცუდი შედეგი იყო ეგ ნაღდად აღარ ვიცოდი რა

23:17 | 23.02.2015
tengabi (182)

საქართველოს დელეგაციამ აუცილებლად უნდა ატეხოს ხმაური მსაჯის უმსგავსო ქმედებაზე ჭრიკიშვილის მიმართ ფინალში. თუ ახლა რაიმეს არ მოვიმოქმედებთ სხვა დროსაც იმავეს გაგვიკეთებენ. არ შეიძლება რაიმე სადისციპლინო მექანიზმები არ არსებობდეს მსაჯის არაობიექტურ ქმედებაზე. არაფრისთვის მისცა მეორე გაფრთხილება, მაშინ როდესაც სულ მცირე სამჯერ აშკარად შეეძლო ბელგიელის გაფრთხილება. ასეთ ამიკერძოებულობას და არაობიექტურობას არ უნდა ბედავდნენ მსაჯები.
ფიზიკური მომზადება კვლავ დიდი ნაკლია ჩვენი.
ოქრიაშვილი თუ წონას დაიგდებს და გამძლეობაში ივარჯიშებს რინერსაც აჯობებს და სულ მცირე 5 წელიწადს მასთან ახლოს ვერავინ მივა მსოფლიოში. ეს პირველ რიგში თვოთონ უნდა გაითავისოს და გააკეთოს არჩევანი ზედმეტ ჭამასა და მსოფლიოში პირველობას შორის. იმედია გამონახავს ძალებს და პირველ რიგში თავსაც აჯობებს და მეტოქესაც.

02:15 | 24.02.2015
deme2222 (1418)

იმ მსაჯს საერთოდ მსაჯობა უნდა აუკრძალონ 35 წამში ტიპი იყო სამჯერ გასაფრთხილებელი და ჩვენ მეორედ რაზე გაგვაფრთხილა მე ვერაფრით დავადგინე და თუ იცი დაწერე რა ძმურად.
ფაქტია გამოიგონა მეორე გაფრთხილება მაგრამ რაო რამინდაო მაინც :@

23:05 | 23.02.2015
gia610 (369)

ეხ ლიპომ მოიგო მაგრამ რად გინდა პირიქიტ მეორე ადგილზე ჩამოვიდა რეიტინგში

23:35 | 23.02.2015
neeskensi (2433)

პირველზეა ლიპარტელიანი,თან ჯერ წლევანდელი დიუსელდორფის ქულები არ დამატებია,მართალია შარშანწინდელი დიუსელდორფის ქულები გამოაკლდება,მაგრამ მაინც მოემატება ქულები

22:19 | 23.02.2015
neeskensi (2433)

federer...ეტყობა არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია მატიაშვილზე...21 წლისაა,ევროპის ჩემპიონია იუნიორებში და მსოფლიოს პრიზიორი,მასტერსის და ტოკიოს გრანპრის ვერცხლის პრიზიორი...სხვათა შორის ძიგარო კანოს მემორიალზე ტოკიოში ქართველი სულ ორჯერ იყო ფინალში,1982 წელს დავით ბოდაველი და ეხლა ლევან მატიაშვილი....რაც შეეხება წონას...შენ თუ გაგიგია იამასიტოს,სატოს,მუნეტას ან კაკო კიბორძალიძეს შესახებ რამე?...

03:13 | 24.02.2015
federer (17) (15576)

ვიცი მეგობარო შენს მიერ დასახელებული ძიუდოისტებიი
სხვათაშორია ჩოჩიშვილს ყავს დანამარცხები იამასატო და ის ჯუჯაც მაგარი იყოოოო
წონა არ არიც პრობლემა მაშინ როდესაც ფიზიკური გამძლება და სისწრაფე მაინც გაქვს პირიქით უკეთესია, მაგრამ როდესაც იმატებ და უკვე ვეღარ მოძრაობ აშკარად პრობლემააა, მატიაშვილი კი ძალიან მძიმედ გამოიყურებოდაააა

02:52 | 24.02.2015
federer (17) (15576)

ახალგაზრდებს გარდა მეთქიი დავწერე თუ კარგად წაიკითხეე
და ადამაზე იძახდით ყველა დამძიმებულიაო და ზუსტად იგივე სიტვაციიაა მატიაშვილთან მიმართებაშიიი და 21 წლის როა კი ვიციი, უბრალოდ ასაკს გავუსვი ხაზიიი იმიტომ, რომ ამ ასაკში შეექმნა წონის პრობლემა და ვერ მოძრაობდა ტატამზეე და არ თქვათ ახლა კარგად გამოიყურებოდაოო.

21:17 | 23.02.2015
sanzona (3181)























































































ძიუდო იაპონელების საკულტო სპორტია. იაპონელები 130 მილიონიანი ერია და ჩვენ გვინდა ყველა ტურნირში ჩემპიონობა და პირველობა? კი კარგია, მაგრამ ცოტა რეალურად მივუდგეთ ყველაფერს. და პლუს - რა თანხას დებენ იაპონჩიკები ძიუდოში და რას ვდებთ ჩვენ? ესეც შეადარეთ

20:22 | 23.02.2015
federer (17) (15576)

ახლა წავიკითხე თურმე იაპონიაში 8 მილიონი კაცი ვარკიშობს ძიუდოზე და ჩვენ მაგიტო პირველობაზე პრეტენზია არ უნდა გვქონდეს, მსოფლიოს ცემპიონ ნაკრებს რატო არ უნდა გქონდეს პირველობაზე პრეტენზია ეს ცემამდე არ დადის?
ჩვენ ბიჭებს აქვს პოტენციალი და მაგიტო ვითხოვთ რით ვერ გაიგეთ
ახალი ზელანდიაში ცხოვრობს 4.5 მილიონი კაცი, და ალბათ მაგიტომ ვერ თამაშობს ზელანდი ნაკრები რაგბს მაღალ დონეზე? მართალია ზელანდიაში ყველაზე პოპულარული სპორტია რაგბი მაგრამ სამხრეთ აფრიკაშიც ზუსტად იგივე სიტუაციაა ზელანდიაზე მეტი მორაგბე ყავტ და მოსახლეობა 45 მილიონიაა.
უელში 2.9 მილიონი
შოტლანდია 5.1 მილიონი
ირლანდია 4.6 მილიონი
და ამ პატარა ქვეყნებს თუ აქვთ ამბიცია ექვსი ერის ჩემპიონათში არადერ დაუთმონ 67 მილიონიან საფრანგეთს და 50 მილიონიან ინგლისს, ჩვენ რატო არ უნდა გვქონდეს ამბიცია პირველობისთვის ბრძოლისს

20:07 | 23.02.2015
federer (17) (15576)

ახალგაზრდებს არ ვგულისხმობ
ადამაზე ნაკლები წონა არც ამას აქვს ესეც მაგარი მსუქანიაააა

19:57 | 23.02.2015
federer (17) (15576)

ადამა 26 წლისაა და ჯერ კიდევ შეუძLია აღიდგინოს კონდინციებიიი
მატიაშვილის რაღა მოგახსენოო დიდი იმედი არ მაქვს, იმედია ვცდებიიი

20:01 | 23.02.2015
mushni (93569)

რატო??

20:04 | 23.02.2015
federer (17) (15576)

რამდენი წლისაა მატიაშვილიიიი
და რა შედეგი აქვს ჯერ მიღწეულიიიი?

17:48 | 23.02.2015
kukusa (130)

მატიაშვილისგან უფრო მეტს ველი ვიდრე ადამასგან... თუმცა მაქსიმუმ 2 მოგება, მეტის შანსი არ გვაქვს!...

17:46 | 23.02.2015
kukusa (130)

60- პაპინა დასძლევს იაპონელთან გამარჯვების შიშს..
66- მარგველა ისე ყოჩაგად გამოვიდა დიუსელდორფში რომ იმედი ნამდვილად არის..
73- ტატალა მგელია, შავდათუაშვილის იმედიც მაქვს, უმედლოთ არ დავრჩებით..
81- ჭრიკო ფინალი
90- ლიპო ფინალი
100- მაქსიმუმ 2 მოგება
100+ მაქსიმუმ 2 მოგება (ადამამ წონასთან მომატებასთან ერთად დაამთავრა კარიერა)

20:01 | 23.02.2015
mushni (93569)

+1

15:43 | 23.02.2015
federer (17) (15576)

მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ჩვენი შანსი ისაა რო -100 კილოში ჭიდაობა არააა და 81 და 90 კილოს ხარჯზე შეგვიძლია ოპტიმისტები ვიყოთ.
73 კილოში ტატალა კარგად იბრძვის და შანსები შეიძლება ქონდეს ონოსთან.
66 კილოში კი მარგველა კარგი ბიჭია მაგრამ გამოცდილება აკლიაა
+100 რა შანსი გვაქ?

15:37 | 23.02.2015
federer (17) (15576)

რეალურად შეაფასეთ სიტუაცია
ჩვენი ბიჭების კმაყოფილი როგორ არ უნდა იყოო საერთო ჯამში, პატარა ქვეყნის შვილები ვართ და რაც შედეგი აქვს გუნდს მისასალმებელიაა.
მაგრამ მეორე მხრიდან შევხედოთ საქმეს ჩვენი ნაკრები არის მსოფლიოს გუნდური ჩემპინი და ევროპის გუნდური ჩემპიონი ტანაც არა ერთგზის და კიდევ გვინდა რომ მოვიგოთ ეს ტიტულებიი და გვაქვს კიდეც ამის რეალური შესაძლებლობა და სურვილი პირველ რიგშიიი.
და როდესაც იაპონია იგებს 5 ოქროს და შენ 1 ოქროს, ამის მერე შანსები შეადარეე შეძლებ შენ ამ ჭიდაობით იაპონიის დამარცხებას?
ვერანაირად ვერ ჩავთვლი ამ ტურნირს წარმატებულად სადაც 3 წონაში სრული ფიასკო გვქონდაა
+100 კილოში რა ვქენით აბა რა პოზიტივი დაინახეთ?
ძველი ადამა უნდა დაბრუნდეს, როგორმე უნდა დაიბრუნოს ფორმაააა
-100 კილო კი ჩვენი აქილევსის ქუსლია
და იმედია მოუმატებენ ჩვენი ახალგაზრდა ბიჭებიი
-60 კილოშო სრული ფიასკო ამ ტურნირზეე
ევროპის ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზიორი ასევე მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი, გულწრფელად თქვით ისე უნდა ჭიდაობდეს როგორც პაპინამ იჭიდავაა?
მეტი რო შეგვიძლია იმიტო ვერ მივიღებ თორე ჩვენნაირ პატარა ქვეყნისთვის შესანიშნავი შედეგიაააა

15:14 | 23.02.2015
Paata Chania (1086)

stripslashes((strlen('http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/75495-valeri-liparteliani-diuseldorfis-qdidi-prizisq-gamarjvebulia-video.html')>0?'http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/75495-valeri-liparteliani-diuseldorfis-qdidi-prizisq-gamarjvebulia-video.html':'http://www.sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/75495-valeri-liparteliani-diuseldorfis-qdidi-prizisq-gamarjvebulia-video.html')) სტატიაც კარგია და ვიდეოც აქვს ლიპოსი

13:45 | 23.02.2015
jony-jony (469)

stripslashes((strlen('http://134.213.29.25/live/')>0?'http://134.213.29.25/live/':'http://134.213.29.25/live/')) ეს სრული ვერსიაა. 26 წუთიდან ლიპო ჭიდაობს

20:01 | 23.02.2015
mushni (93569)

მადლობა ძმა

12:43 | 23.02.2015
baqo22 (2624)

რა წარუმნატებლობა???? ზოგ-ზოგიერთს ხო არ აჟრიალებს?!! უდიდესი წარმატებაა და მადლობა ბიჭებს ამისთვის. გაიხართე ლომებო ჩვენი გახარებისთვის!!!!!

15:15 | 23.02.2015
federer (17) (15576)

შენ კარგად წაიკითხო ჯობია სანამ შეურაწყოფას მიაყენებ ვინმესს
იაპონიამ 5 ოქრო აიღო ჩვენ ერთი და რა წარმატებაზე ლაპარაკობ როცა პრეტენზია გაქ გუნდურში იყოო პირველიი
და ვის აჟრიალეს კი ეტყობაააააააა

13:43 | 23.02.2015
BEERTRANCE (97819)

შეიძლება ცუდად ნათქვამი გამოუვიდათ, უბრალოდ მეტიც შეიძლებოდა, რო არა მსაჯების პიდარჩენობა

12:18 | 23.02.2015
BEERTRANCE (97819)

66-ში მარგველაშვილის იმედი შეიძლება რო გვქონდეს.

10:26 | 23.02.2015
tomuri (1422)

რა წარუმატებლობა, არს ამბობთ! მაგარი კაცები არიან, ბოლომდე იბრძვიან , ყველაფდერს აკეთებენ მოგებისთვის, და ამდენი საპრიზო ადგილი აიღეს! ყოჩაღ ბიჭებს! ჭიდაობაა ეს , ხან მო9იგებ ხან წააგებ, მთავარია უბრძოლველად არ აგებენ.....

10:20 | 23.02.2015
იამასიტა (91)

ზოგიერთის აზრით გუშინდელი გუნდური მეორე ადგილი წარუმატებლობა ყოფილა ჩვენთვის, იაპონიაში 8 მილიონი ვარჯიშობს ძიუდოში, რომელიც არ დაგავიწყდეთ, მათი გამოგონილია და თუ გვაჯობეს, ნამდვილად არაა სამარცხვინო, მაშინ რა თქვან ფრანგებმა, რუსებმა, ბრაზილიელებმა, კორეელებმა, ვისაც ჩვენ ვაჯობეთ. თუმცა პირველობისკენ სწრაფვა ძალიან კარგია და ჩვენი ბიჭები ნამდვილი გმირები არიან, შეცდომები კი ყველას მოსდის.

10:58 | 23.02.2015
meleksa (1841)

ჩვენ სულ არ ვართ 8 მილიონი

09:57 | 23.02.2015
tomuri (1422)

ლიპოს ფინალის ლინკი დადეტ რა

09:56 | 23.02.2015
tomuri (1422)

ფინალები არ დევს

09:41 | 23.02.2015
doubleza (2599)

ძალიან ძლიერი გუნდი ყავს იაპონიას 66 ში თუ რამე არ გამოსწორდა ამათთან გუნდურის მომგები ვერ ვიქნებით. ჩათვალეთ რომ 2-0 ფორას ვაძლევთ ეგრევე , რადგან 100+ და 66 წაგებული გვაქვს წინასწარ ამათთან ჯახში და გამოდის რომ 73,81 ,90 ყველა მოსაგები გვრჩება რომ მოვიგოთ ამათთან გუნდურში.

09:35 | 23.02.2015
BEERTRANCE (97819)

მსაჯობაზე როგორ ვერ უნდა ამოიღონ ხმა, ნამეტანი იყო. ღრუსეთში არ უმსაჯიათ ეგრე ჩვენებთან

08:30 | 23.02.2015
jony-jony (469)

ადმინ შენთან ცალკე სათხოვარი მაქვს ისეთ უაზრო კოლაჟებს(ვიდეოებს) დებ არავის რომ არ ჭირდება აიგე შე დალოცვილო და დადე ამ ბიჭების შერკინებები და დაანახე მომავალ თაობას რა ლომბიჭები გვყავს და რა სასახელო ერის შვილები. ნახოს ერმაც და ბერმაც, დიდმაც და პატარამაც. შენც გაიხარებ და ისენიც ვინც თვალს გადაავლებს მათ ჭიდაობას დარწმუნებული ვარ უხასიათოდ რომ იყვნენ ხასიათზე მოვლენ, პატრიოტულ გრძნობებს და ემოციებს აიმაღლებენ. ამას კი მოყვება მომავალი ჯამრთელი და ვაჟკაცი გოგო-ბიჭების სიმრავლე(ღმერთმა გვამრავლოს), ახალი სახეები ახალი ტალანტები ახალი წარმატებები და დუმბაძის არ იყოს მთელ მსოფლიოს მოვედებიტ ჩვენი გამრავლებით და წარმატებებით.

08:16 | 23.02.2015
jony-jony (469)

მე ვთვლი რომ ბიჭებს გულიანი ქართული დახვედრა უნდა მოუწყოთ მე სამწუხაროდ არ ვარ საქართველოში და იქნებ თქვენ მოაბათ ამ ღონისძიებას თავი. წარმოგიდგენიათ 70 მდე სახელმწიფოს შორის 7 წონაში 5 ოქრო იაპონიამ აიღო და 2 ქათველმა(მე ასე ვთვლი)ავთოს არ წაუგია ავთოს ყელიდან მოხსნეს ოქრო.ეხლა წელი არ მახსოვს მაგრამ თუ არ ვცდები ერთ ერთ თბილისის ტურნირზე ყველა ოქრო ქართველებმა მოიგეს. გუშინდელი დღე ისტორიის კუთვნილება უკვე და აგერ ნახავთ თბილისის ტურნირზე რა შედეგებს დადებენ ბიჭები. დღეს ამინდს ვქმნით ჩვენ იაპონია, რუსები ფრანგები კორეია. ამათ წინააღმდეგ არის დანარჩენი მსოფლიო. ეს წარმოგიდგენიათ სად ვართ? ერთი მუჭა სახელმწიფო, უფულო უდარბაზო, ნახევრად მშიერი. ერი ამდენ წარმატებას აღწევს. მადლობა ყველას ვინც ამ ვაჟკაცებს ამზადებს კურნავს საჭიროების შემთხვევაში(ჯვარი სწერიათ)გვერდში უდგანან ოჯახების სახით ახლობლების სახით,გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა. გენაცვალეთ ქართველებო გამრავლდით და გაიხარეთ. კარგი თაობა მოდის , კიდევ ბევრ სიხარულს მოგვიტანენ ჩვენი ვაჟკაცები. ბოლოს კი მინდა ჩვენ ბიჭებს ბოდიში მოუხადო ყველა იმ კრიტიკისთვის რაც ჩვენგან მოდის, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვარ ჩვენც გვაქვს ემოციები ხანდახან უსამართლოც. გუსჰინ მიტევების დღე იყო და მინდა ყველას გთხოვოტ , რომ ყველამ მიუტევოთ ერთმანეთს და ჩვენ კიდევ ბევრ წარმატებებს მივაღწევტ ერთმანეთის სიყვარულით გამტანობით და გვერდში დგომით. წარმატებები ბიჭებს და მთEლ ერს, დროებიტ თბილისის ტურნირამდე გემშვიდობებით. გფარავდეთ უფალი!

03:00 | 23.02.2015
federer (17) (15576)

ჩვენი ნაკრებისთვის წარმატებულად ვერ ჩავთვლი ამ ტურნირს მსაჯობისდა მიუხედავად
2 ოქროც არ იქნებოდა დამაკმაყოფილებელი შედგი
როცა იაპონია 5 ოქროს იღებს, გაგვიჭირდება გუნდურშიც იაპონიასთან
მაგრამ ჩვენთვის ყველაზე კარგი ის არის რომ გუნდურში 81 და 90 კილოშია ჭიდაობაა და ეს წონა 90 % - ით ჩვენიაა და დანარჩენი წონის ბიჭებსაც შეუძლია მეტ ნაკლებად ბრძოლა
ადამამ თუ ფორმა ვერ აღიდგინა დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის

00:55 | 23.02.2015
deme2222 (1418)

შეუძლებელია ყველა შეხვედრაში ერთნაირი მოტივაციით მოუგო მსაჯიანად მოწინააღმდეგეს.
ჩირიკა არის ყველაზე მაგარი იმიტო არა რომ ქართველია,
ტიპს ილეთის გაკეთების მცდელობაც არ ქონდა
ავთო გააფრთხილა აი მსგავსი ბოდვა მე არ მინახია: ბელგიელი დაწვა ღორივით (გაექცა ილეთიდან) და გააფრთხილა ავთო, სადაოც არიყო არაფერი!
ამ გაფრთხილების მერე ზუსტად სამჯერ იყო 100% ით გასაფრთხილებელი.
ტიპი არ ჭიდაობდა, გორავდა ტატამზე მიკარებისთანავე და ამისთვის არ აფრთხილებდნენ და როგორ გინდა მოუგო!
გილოცავთ ბიჭებო ამ მსაჯობის პირობებში უმაგრესი შედეგი დადეთ

00:24 | 23.02.2015
torino (121)

რა მსაჯები თუ ძმა ხარ თუ ხარ მაგარი უნდა მოუგო რა მსაჯი რის მსაჯი, დაიწყებენ ხოლმე აქ, ესეიგი არარის ყველაზე მაგარი და მორჩა უნდა შეეგუოთ

12:54 | 23.02.2015
neeskensi (2433)

ტორინო...შენ ძიუდოსთვის თუ გიყურებია ცხოვრებაში ერთხელ მაინც?!...რომ არ გიჭიდავია მაგას ისედაც მივხვდი...

11:59 | 23.02.2015
shotaminashvili2 (528)

პირველად ვნახე ასეთი კომენტარი, ავთოზე არაქართველიც არ მინახავს ყველაზე მაგარი არაა რომ ეთქვას. რომც წაეგო ეს ერთი ბრძოლა ეგ მაინც არაფერს ცვლის, კაცი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, სპეციალურად ემზადებიან ტიპები რომ ავთოს მოუგონ და ეგ არ არის ყველაზე მაგარი და ბოტიოა საუკუთესო?????

03:16 | 23.02.2015
mushni (93569)

არ ხარ მართალი და გეტყობა ჭიდაობის გარტყმაში არ ხარ

09:34 | 23.02.2015
BEERTRANCE (97819)

შეეშვი მუშნი ეგ სულ ეგრე ლანძღავს ქართველ სპორტსმენებს

01:51 | 23.02.2015
federer (17) (15576)

სენ მეგობარო ჭრიკიშვილის ჭიდაობა ან ტიტულები თუ გინახიაა არ არის ყველაზე მაგარიო რო ამბობ 2014 წლის საუკეთესო ძიუდოიშტად დაასახელეს კაციი და თუ ვერ ერკვევი ამ სპორტში მაშინ ასეთი კომენტარებიდან თავი შეიკავეე.
100 კი არა 1000 პროცენტით წააგებინა მსაჯმა

00:00 | 23.02.2015
geo.ragby (458)

უნამუსო ბელგიელი ტატამზე დროის გაყვანისა და ტატამზე გორაობის მეტს არაფერს აკეთებდა მინიმუმ სამი გაფრთხილება მაინც ეკუთვნოდა! მსაჯი ცალკე მაგრად საგინებელი იყო! გაიხარეთ და წარმატებები!

23:57 | 22.02.2015
geo.ragby (458)

ავთოს მსაჯებით თუ მოუგებენ

23:56 | 22.02.2015
akhali (10761)

მაგრები არიან!საღორ!იაპონელებმა თუ კარგად მახსოვს რომშიც 5 ოქრო აიღეს..
-

23:45 | 22.02.2015
federer (17) (15576)

ამ იაპონელებს რა მოუვიდათ მძიმე წონებიც რომ მოიგეს

09:33 | 23.02.2015
BEERTRANCE (97819)

წელს რაღაც "ბაბასილ" ფორმაში არიან

03:15 | 23.02.2015
mushni (93569)

დონეა

23:43 | 22.02.2015
lelo2015 (613)

ამ ბიჭებს პრობლემა ქონდათ დარბაზზე, ნეტა მოგვარდა? სხვაზე რაა სასაუბრო
ყველა წონაში რომ დიდი კონკურენცია იყოს ამას მხარდაჭერა ჭირდება.

მადლობა რომ მიგვაჩვიეთ გამარჯვებებს.

მეტის ნახვა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115836