ფეხბურთი

1:44 | 7.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" თექთურმანიძის გოლით "იანგ ბოიზი" დაამარცხა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა გორის “დილამ” ამხანაგური მატჩი შვეიცარიული “იანგ ბოიზის” წინააღმდეგ გამართა. უჩა სოსიაშვილის გუნდმა გიორგი თექთურმანიძის გოლით მინიმალური სხვაობით დაამარცხა მეტოქე.

გორელთაგან გოლის გატანის შანსი ჰქონდა მოდებაძეს, მელქაძეს, ახალკაცს, გორელიშვილს, თუმცა ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე გორელთა მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ გავიდა. ცენტრში გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ერისთავი-სამხარაძე-მოდებაძის კომბინაციას ამ უკანასკნელის დარტყმა მოჰყვა, რომელიც ძელმა აისხლიტა, დამატებაზე კი ყველას თექთურმანიძემ დაასწრო და შვეიცარიელთა კარში გოლი გაიტანა.

“დილა” (სასტარტო შემადგენლობა) : მიგინეიშვილი, კვახაძე, ხიდაშელი, ჯაფარიძე, სამხარაძე, თექთურმანიძე, ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, ერისთავი, გვალია, მოდებაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ბაგაევი, მარიჩი, ხურცილავა, სეთურიძე, ჭეჭელაშვილი, რაზმაძე, გორელიშვილი, ახალკაცი, მელქაძე.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება გორის “დილა” შემდეგ ამხანაგურ მატჩს 9 თებერვალს ბუქარესტის “რაპიდის” წინააღმდეგ გამართავს.

0.121711