რომაელთა პრობლემას სერია A-ს 21-ე ტურში, “ემპოლისთან” 1:1 დასრულებული შეხვედრის შემდეგ კიდევ ერთი დაემატა - არგენტინელი ფორვარდი ხუან იტურბე დაშავდა.
პირველი ტაიმის შუაში მან უხერხულად დადგა ფეხი და შესაცვლელი შეიქმნა. კლუბში უკვე დაადასტურეს, რომ 21 წლის ფეხბურთელს კოჭი და მუხლი გადაუბრუნდა.
Football Italia-ს ცნობით, რომაელები შიშობენ, რომ იტურბეს მუხლის მყესები არ ჰქონდეს დაზიანებული. თუ “რომას” სამწვრთნელო შტაბის და ექიმების ვარაუდი დადასტურდა, შეიძლება ითქვას, რომ ხუანისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა.
Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация