ფეხბურთი

20:27 | 28.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მაინცი” შეტევას აძლიერებს

ბელგიური “ბრიუგეს თავდამსხმელი ნიკოლას კასტილიო კარიერას გერმანულ “მაინცში” გააგრძელებს. 21 წლის ჩილელი ფეხბურთელი ბუნდესლიგის ბინადარ გუნდში სეზონის ბოლომდე იჯარის წესით იასპარეზებს. ბელგიურ გუნდთან კი მას კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს.

მიმდინარე სეზონში კასტილიომ ბელგიის იუპერ ლიგაში 18 შეხვედრაში თავის გამოჩენა 8-ჯერ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126338