ფეხბურთი

16:03 | 22.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” დიაბის ახალ კონტრაქტს გაუფორმებს

ლონდონის “არსენალის” მთავარი მწვრთნელის არსენ ვენგერის განცხადებით, “მეთოფეები” მზად არიან ფრანგ ნახევარმცველ აბუ დიაბის ახალი კონტრაქტი გაუფორმონ. 28 წლის ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი დამდეგ ზაფხულში უმთავრდება, თუმცა ვენგერს მოთამაშესთან განშორება არ სურს.

2006 წლიდან აბუ დიაბი ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელია, თუმცა ბოლო წლებში ტრავმები ხშირად აწუხებს. მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო პრემიერლიგაში არ უასპარეზია, გასულ სეზონში კი მხოლოდ ერთხელ ითამაშა.

0.100746