ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

09:54 | 23.11.2020

023 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1982 - დაიბადა ასაფა პაუელი. იამაიკელი სპრინტერი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით რბენაში. მსოფლიოს 2009 წლის ჩემპიონი 100 მეტრზე ესტაფეტით გარბენში.

09:51 | 22.11.2020

022 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1967 – დაიბადა ბორის ბეკერი. გერმანელი ჩოგბურთელი. მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მოთამაშე. 1985, 1986 და 1989 წლებში გახდა უიმბლდონის ჩემპიონი.

09:50 | 20.11.2020

020 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1926. დაიბადა ვახტანგ ბალავაძე. “ჭიდაობის პროფესორად” წოდებული ლეგენდარული ქართველი ფალავანი. 73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1954, 1957) და ვერცხლის პრიზიორი (1959). ახალგაზრდობის პირველი ...

09:42 | 19.11.2020

019 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1888 - დაიბადა ხოსე რაულ კაპაბლანკა. კუბელი დიდოსტატი. კუბის ჩემპიონობა მოიპოვა 12 წლის ასაკში. 1921-27 ფლობდა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს.

09:44 | 18.11.2020

018 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1964 - თბილისის “დინამომ” ტაშკენტში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის გამოსავლენად დანიშნულ გადათამაშებაში მოსკოვის “ტორპედოს” 4:1 სძლია და თავის ისტორიაში პირველად მოიგო საკავშირო პირველობა.

09:49 | 17.11.2020

017 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1986 - დაიბადა მანუჩარ მარკოიშვილი. საქართველოს ეროვნული ნაკრების, ბათუმის “ბასკოს”, ტრევიზოს “ბენეტონის”, გერმანული ბუნდესლიგის წარმომადგენელი “მიტელდოიჩერის”, ლიუბლიანის “ოლიმპიას”, “ბკ კიევის”, "კანტუს", ...

09:47 | 16.11.2020

016 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1974 – დაიბადა პოლ სქოულზი. ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი. მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი (2008). 1999 და 2008 წლებში მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის თასი. 1999 წელს დაეუფლა საკონტინენტთაშორისო ...

09:48 | 15.11.2020

015 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1921 – დაიბადა ნოდარ ჯორჯიკია. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელი. გამოდიოდა თბილისის ოფიცერთა სახლის გუნდსა და “დინამოში”, საბჭოთა კავშირის ნაკრებში. ამპლუით მცველი (192 სმ). ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადის ...

09:53 | 14.11.2020

014 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2006 - 35 წლის ასაკში აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების თაობაზე გააკეთა განცხადება ხოსეპ გვარდიოლამ. მან კარიერის უდიდესი ნაწილი (1990-2001) “ბარსელონაში” გაატარა და კატალონიელებთან ერთად ჩემპიონთა ...

09:42 | 12.11.2020

012 ნოემბერი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1968 - თბილისის “დინამომ” კუიბიშევის “კრილია სოვეტოვი” 7:2 დაამარცხა. ამ შეხვედრაში დინამოელთა ფორვარდმა გოჩა გავაშელმა ხუთი გოლის გატანა მოახერხა, რითიც ორი წლის წინ ილია დათუნაშვილის მიერ ნაჩვენები მიღწევა ...

1.354346