ისტორია

9:44 | 2.02.2021 | ნანახია [] - ჯერ

2 თებერვალი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1954 - დაიბადა თინათინ ლეკვეიშვილი. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1970 წლის ევროპის ჩემპიონი. ევროპის თასის მფლობელი (1969). 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში ევროპის პირველობის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი და სამგზის პრიზიორი. მეხიკოსა (1968) და მიუნხენის (1972) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. მიხიკოში 100 მეტრზე კომბინირებული ესტაფეტით გაცურვაში დაიკავა მეოთხე ადგილი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1970).

მნიშვნელოვანი ფაქტები

1876 - აშშ-ში დაარსდა ბეისბოლის ეროვნული ლიგა. მასში ბოსტონის, ჩიკაგოს, ცინცინატის, ჰართფორდის, ლუისვილის, ნიუ იორკის, ფილადელფიასა და სენტ ლუისის კლუბები გაერთიანდნენ.

1892 - თანამედროვე წესებით ყველაზე ხანგრძლივი საკრივო პაექრობა ჩატარდა. აშშ-ს ილინოისის შტატის ქალაქ ნამეოკიში, ჰარი შარპმა და ფრენკ კროსბიმ 77 რაუნდის განმავლობაში იბრძოლეს.

1899 - გერმანიის ქალაქ ბრემენში დაარსდა საფეხბურთო კლუბი, “ვერდერი”.

1924 - დაარსდა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია.

1949 - ავტოავარიაში სერიოზულად დაშავდა გოლფში მსოფლიო ჩემპიონი, ბენ ჰოგანი.

1954 - აშშ-ის სტუდენტურ საკალათბურთო ლიგაში, ბევო ფრენსისმა ერთ მატჩში 113 ქულა მოაგროვა.

1964 - ციგურებით მოსრიალე ჰოლანდიელმა, დიკსტრამ ინსბრუკის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა.

1964 - საბჭოთა მოციგურავე ლიდია სკობლიკოვამ, ინსბრუკის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

1969 - სტენ კოველსკი და უეიტ ჰოიტი ბეისბოლისტთა “დიდების დარბაზში” შეიყვანეს.

1970 - პიტ მარავიჩი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც სტუდენტურ საკალათბურთო ლიგის (NCAA) მატჩებში 3 000 ქულა გააკეთა.

1974 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დასწრების ანტირეკორდი აღინიშნა. “კლივლენდ კავალიერზისა” და “გოლდენ სთეით უორიორზის” მატჩს, მხოლოდ 1 641 მაყურებელი ადევნებდა თვალს.

1977 - ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბ “ტორონტო მეიფლ ლივზის” მცველმა, იან თარნბულმა ხუთი შაიბა გაიტანა, რითიც ერთ მატჩში უკანახაზელის შედეგიანობის რეკორდი დაამყარა.

1985 - თბილისის “დინამომ” წინასასეზონო მზადების მიზნით, გაგრაში სლოვენიის ლიუბლიანის “ოლიმპიას” 3:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები რამაზ შენგელიამ (2) და მიხეილ მესხმა გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: გაბელია, კეტაშვილი, ჩივაძე, პაიკიძე, ჭედია, მახარაძე, სვანაძე, მიქაბერიძე (გოგრიჭიანი), ჟორჟიკაშვილი, შენგელია, მესხი (გურული).

1992 - კიერონ პერკინსმა, 1500 მეტრზე ცურვაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (14:32,40).

1994 - დსთ-ს ჩემპიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალში, თბილისის “დინამომ” უზბეკეთის ფერგანის “ნეფტჩისთან” 2:3 წააგო. ქართველთაგან გოლები ზაზა რევიშვილმა და გელა კეტაშვილმა გაიტანეს. “დინამო” ასეთი შემადგენლობით თამაშობდა: ჩხეიძე, ბერაძე, ჩიქოვანი (კიკნაძე), ლობჟანიძე, ტყებუჩავა (სოლოღაშვილი), რევიშვილი (იაშვილი), ინალიშვილი, ქველიძე, ჯამარაული, ყაველაშვილი, ანჩაბაძე.

1995 - დსთ-ს ჩემპიონთა თასის გათამაშების ნახევარფინალში, თბილისის “დინამომ” დონეცკის “შახტარს” 1:0 მოუგო. გოლი გიორგი ქინქლაძემ გაიტანა. “დინამო” შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: ზოიძე, ბერაძე, კიკნაძე, დიდავა, ლობჟანიძე, ანჩაბაძე, მაჭავარიანი, ჯამარაული, იაშვილი, ქინქლაძე, ყაველაშვილი (დემეტრაძე).

2004 – როჯერ ფედერერი პლანეტის საუკეთესო ჩოგბურთელთა სიას სათავეში პირველად ჩაუდგა.

2005 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, ავადმყოფობის გამო რუდი ტომიანოვიჩი გადადგა.

2005 - პორტუგალიური “პორტოს” მთავარ მწვრთნელად პედრო კოისეირუ დაინიშნა. ამ პოსტზე მან ფრანგი ვიქტორ ფერნანდესი შეცვალა.

2005 - თბილისში, დიღმის ჭიდაობის დარბაზში გამართული ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ჩემპიონატში, პირველი ადგილები დაიკავეს დავით ბედინაძემ (60 კგ, აჭარა), მანუჩარ კვირკველიამ (74 კგ, ოზურგეთი) და რამაზ ნოზაძემ (96 კგ, თბილისი).

2006 - პორტუგალიურ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, მასპინძელი ქვეყნის მეორე ლიგის გუნდი, “ალკანენა” 7:0 დაამარცხა.

2006 - ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, “ატლანტამ” “შარლოტ ბობქეთსი” 102:92 დაამარცხა. “ატლანტას” ქართველმა მეფარემ, ზაზა ფაჩულიამ 18 ქულა მოაგროვა, 6 მოხსნა, 4 ჩაჭრა და ერთი დაფარებაც განახორციელა.

2007 - “კატანიასა” და “პალერმოს” სიცილიური დერბის დროს მომხდარ არეულობას 38 წლის კარაბინერი ფილიპო რაჩიტი ემსხვერპლა. მას თვითნაკეთი პეტარდა მოხვდა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

2008 - რაგბის “ექვსი ერის” სტარტზე უელსმა თვიქნემში 82 ათასი მაყურებლის თანდასწრებით ინგლისს 26:19 მოუგო. მატჩის დასრულებამდე 25 წუთით ადრე ინგლისი 19:6-ს იგებდა. უელსელებმა ინგლისი მისსავე მინდორზე 20 წლიანი პაუზის შემდეგ დაამარცხეს.

2008 - საქართველოს სარაგბო ნაკრებმა “ერთა თასის” მატჩში თბილისში პორტუგალიას 31:3 მოუგო.

2013 - რაგბში ერთა თასის I ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სტუმრად ბელგიას 17:13 მოუგო.

2013 - სტამბოლოს “გალათასარაიში” დებიუტი ჰქონდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების წვრ მანუჩარ მარკოიშვილს.

2014 - თორნიკე შენგელიას დებიუტი "ჩიკაგო ბულსში". მას შემდეგ, რაც 2 კვირის წინ"ბრუკლინიდან"გადავიდა, 22 წლის ქართველი ფროვარდი ახალი გუნდის მაისურით მოედანზეპირველადგავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1881 - კარლ ფრედერიკი. ტყვიის სროლაში, 1920 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1902 - ხოსეპ სამიტიერი. “ბარსელონასა” (1919-32) და “რეალის” (1932-34) ნახევარმცველი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 21 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ესპანეთის ჩემპიონი (1929, 1933) და თასის მფლობელი (1920, 1922, 1925, 1926, 1928). 12-ჯერ გახდა კატალონიის ჩემპიონი. წვრთიდა მადრიდის “ატლეტიკოს”, საფრანგეთის “ნიცას”, “ბარსელონას”. ამ უკანასკნელს 1945 წელს ესპანეთის ჩემპიონობა მოაგებინა. ხოსეპ სამიტიერი 1972 წლის 5 მაისს გარდაიცვალა.

1906 - სერაფიმ ზნამენსკი. ლეგენდარული რუსი მძლეოსანი. სერაფიმისა და მისი ძმის სახელს ატარებს მძლეოსანთა ყოველწლიური მემორიალი.

1936 - ოქტაი მეთინი. სტამბოლის “გალათასარაის” ფორვარდი. კლუბის რეკორდსმენი ჩატარებულ მატჩთა რაოდენობით (608). სულ თურქეთის უპირველეს დივიზიონში ჩატარებული აქვს 698 შეხვედრა. ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. ექვსჯერ მოიპოვა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული.

1945 - ჯემალ ხერხაძე. ქუთაისის “ტორპედოს” ფორვარდი. იყო გუნდის ბომბარდირი და 1969 წელს გახდა საკავშირო პირველობის უმაღლესი ლიგის საუკეთესო გოლეადორი, თუმცა, მოგვიანებით ტიტული ჩამოართვეს. იყო ქუთაისის “ტორპედოს” მწვრთნელი.

1947 - ალექსანდრ მედვედი. საბჭოთა (ბელორუსი) მოჭიდავე. თავისუფალი სტილის, სუპერმძიმე წონითი კატეგორიის მოჭიდავეთა შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1964, 1968, 1972). მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.

1952 - პაატა შამუგია. ქართველი ტანმოვარჯიშე. 1975 წელს სპორტულ ტანვარჯიშში მოპოვებული აქვს მსოფლიო თასი (ბჯენით ხტომებში). გუნდურ ჩათვლაში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი (1974). საბჭოთა კავშირის რვაგზის ჩემპიონი. ინგლისის ღია პირველობის აბსოლუტური ჩემპიონი (1975).

1954 - თინათინ ლეკვეიშვილი. 100 მეტრზე გულაღმა ცურვაში 1970 წლის ევროპის ჩემპიონი. ევროპის თასის მფლობელი (1969). 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში ევროპის პირველობის პრიზიორი. საბჭოთა კავშირის შვიდგზის ჩემპიონი და სამგზის პრიზიორი. მეხიკოსა (1968) და მიუნხენის (1972) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. მიხიკოში 100 მეტრზე კომბინირებული ესტაფეტით გაცურვაში დაიკავა მეოთხე ადგილი. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1970).

1961 - ლარს ოლსენი. 1986-96 წლებში დანიის საფეხბურთო ნაკრების მცველი (84 მატჩი, 4 გოლი). 1992 წელს გახდა ევროპის ჩემპიონი. დანიის შვიდგზის ჩემპიონი.

1965 - კიკე სანჩეს ფლორესი. “ვალენსიისა” (232 მატჩი, 14 გოლი) და “რეალის” (63, 2) მცველი. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 15 შეხვედრა. 2005-07 წლებში წვრთნიდა “ვალენსიას”, ამჟამად ლისაბონის “ბენფიკას” დამრიგებელია.

1966 - ანდრეი ჩესნოკოვი. რუსი ჩოგბურთელი. “დიდი სლემის” ტურნირებში საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინალისტი. კარიერის განმავლობაში 3 084 000 დოლარი აქვს გამომუშავებული.

1968 - არტურ ირბე. საბჭოთა კავშირისა და ლატვიის ჰოკეისტთა ნაკრების გოლკიპერი. წარმატებულად ასპარეზობდა ჰოკეის ეროვნულ ლიგაში.

1968 - ვალერი კარპინი. რუსეთის ნაკრების, ტალინის “სპორტის,” მოსკოვის “სპარტაკის,” ვიგოს “სელტას,” “სოსიედადისა” და “ვალენსიას” ფეხბურთელი. რუსეთის ნაკრებმა ჩაატარა 73 მატჩი, გაიტანა 17 გოლი.

1969 - იგორ შალიმოვი. რუსეთის ნაკრების, მოსკოვის “სპარტაკის,” “ფოჯას,” “ინტერის,” “დუისბურგის,” “ლუგანოს,” “უდინეზეს,” “ნაპოლის” ფეხბურთელი. რუსეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 47 მატჩში, 5 გოლი გაიტანა.

1977 - ამერიკელი ჰოკეისტი. “ნიუ იორკ აილენდერისა” და “ფლორიდა პანტერზის” ფორვარდი. 2002 წელს ითამაშა ნჰლ-ის “ყველა ვარსკვლავის” მატჩში.

1978 - დენ გაძურიჩი. ჰოლანდიის საკალათბურთო ნაკრებისა და “მილუოკი ბაქზის” მეფარე (211 სმ). რამდენიმე წლის წინ იყო ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი.

1978 - ბარი ფერგიუსონი. შოტლანდიის ნაკრების, “ბლექბერნის”, გლაზგოს “რეინჯერსის” და “ბირმინგემ სიტის” ნახევარმცველი. შოტლანდიის ოთხგზის ჩემპიონი და ამდენჯერვე თასის მფლობელი. შოტლანდიის ნაკრების 45 მატჩში გაიტანა 4 გოლი.

ამ დღეს გარდაიცვალნენ

1918 - ჯონ ლი სალივანი. მძიმეწონოსანი მოკრივე. გარდაიცვალა 59 წლის ასაკში.

1979 - ჯიმ ბერკი. კრიკეტის მოთამაშე (ავსტრალიელი ახალბედა). მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

1995 - ფრედ პერი. ჩოგბურთის ინგლისელი ვარსკვლავი (უიმბლდონის ტურნირის გამარჯვებული 1934-1935 წლებში). გარდაიცვალა 85 წლის ასაკში.

0.127592