|
ისტორია
09:54 | 06.08
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.
09:48 | 31.07
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".
171000,186444
| | |
|
10:00 | 18.04.2017 18 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1973 - დაიბადა ჰაილე გებრესელასიე (ეთიოპია). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სტაიერი. 10 კმ მანძილზე რბენაში 1996 და 2000 წლების ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი.
| |
10:15 | 15.04.2017 15 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1945 – დაიბადა რევაზ ძოძუაშვილი. ქუთაისის “ტორპედოს”, სოხუმისა და თბილისის “დინამოს”, საბჭოთა კავშირის ნაკრების მცველი. საკავშირო თასის მფლობელი (1976). საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ოთხგზის ბრინჯაოს ...
| |
09:17 | 14.04.2017 14 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1934 – დაიბადა ალისა ასიტაშვილი. საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ნაკრებების, თბილისის “ტონოსა” და “ბურევესტნიკის” კალათბურთელი. წლების განმავლობაში იყო “ბურევესტნიკის” კაპიტანი. ევროპის ორგზის ჩემპიონი ...
| |
09:54 | 13.04.2017 13 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1960 - დაიბადა რუდი ფიოლერი. გერმანიის ნაკრების, ბრემენის “ვერდერის,” ლევერკუზენის “ბაიერის,” მარსელის “ოლიმპიკისა” და “რომას” ფეხბურთელი. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონი
| |
09:14 | 12.04.2017 12 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1941 – დაიბადა ბობი მური (რობერტ ფრედერიკ ჩელსი მური). ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრებისა და ლონდონის “ვესტ ჰემ იუნაიტედის” კაპიტანი (ამპლუით მცველი). ამ გუნდში გამოდიოდა 1958-74 წლებში. 1974-77 წლებში თამაშობდა ...
| |
10:19 | 11.04.2017 11 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1948 – დაიბადა მარჩელო ლიპი. აქტიური საფეხბურთო კარიერის პერიოდში გამოდიოდა “სავონაში,” “სამპდორიასა” და “პისტოეზეში”.
| |
09:11 | 10.04.2017 10 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1974 – დაიბადა გიორგი კანდელაკი. მძიმე წონით კატეგორიაში მოყვარულ მოკრივეთა შორის 1997 წელს გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. 1993 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვა ვერცხლის მედალი. მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე ...
| |
09:11 | 09.04.2017 9 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1975 - დაიბადა რობი ფაულერი. ინგლისის 21 წლამდე ფეხბურთელთა გუნდის, აგრეთვე ეროვნული ნაკრების, “ლიდსის,” “ლივერპულის,” “მანჩესტერ სიტის”, “კარდიფისა” და “ბლექბერნ როვერსის” მოთამაშე. “ლივერპულთან” ერთად ...
| |
16:40 | 08.04.2017 საკლუბო ვარსკვლავები
იყვნენ და დღესაც არიან ფეხბურთელები, რომლებიც კლუბში მკვეთრად უკეთ თამაშობენ, ვიდრე ნაკრებში. არიან პირიქითაც. დღეს პირველ კატეგორიას შემოგთავაზებთ: კლუბებში სახელმოხვეჭილი ვარსკვლავები.
| |
10:30 | 08.04.2017 8 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში
1955 – დაიბადა ალექსანდრე ჩივაძე. ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი. თბილისის “დინამოსა” (1980-87) და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი (1980-84). 1981 წლის ევროპის თასების მფლობელთა თასის გათამაშების გამარჯვებული. ...
|
|
 |
|