ისტორია

09:54 | 06.08

0
6 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1965 - დაიბადა დევიდ რობინსონი. ამერიკელი კალათბურთელი. მსახურობდა ფლოტში, რის გამოც მოთამაშეობისას “ადმირალი” შეარქვეს. მონაწილეობდა სეულის 1988 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც არვიდას საბონისის წინააღმდეგ თამაშისას ვერაფერი გააწყო. სამაგიეროდ, “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში, 1992 და 1996 წლებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1990 წელს დაასახელეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ახალბედად, ხოლო 1993-94 წლების ჩემპიონატებში აღიარეს რეგულარული ჩემპიონატის უძლიერეს მოთამაშედ.

09:48 | 31.07

0
31 ივლისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1969. დაიბადა ანტონიო კონტე. იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი. მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. იტალიის ნაკრებში ჩაატარა 20 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. ტურინელთა შემადგენლობაში მოპოვებული აქვს ჩემპიონთა და უეფას თასები, ორჯერ იტალიის სუპერთასი და თასი. წვრთნიდა ტურინის “იუვენტუსს” და გუნდს სამჯერ მოაპოვებინა იტალიის ჩემპიონობა (2012, 2013, 2014). 2014-2016 წლებში იტალიის ეროვნულ ნაკრებს ედგა სათავეში, 2016-2018 წლებში კი ლონდონის "ჩელსის".

171000,186444

10:11 | 30.04.2017

030 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1959 - დაიბადა ნიკოლოზ დერიუგინი. თბილისის “დინამოს,” “თბილისის,” “ვითას,” უნგრეთის მაფც-ის, სლოვაკეთის “სლოვაკო ფარმას” მეფარე (206 სმ). მსოფლიოს ჩემპიონი (1982). ევროპის ჩემპიონი (1981). 1977 და 1979 ...

10:29 | 29.04.2017

029 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1970. დაიბადა ანდრე აგასი. ყველა დროის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. ეთნიკური სომეხი სპორტსმენი დაიბადა ლას ვეგასში, მისი მშობლები კი, ირანიდან იყვნენ. ანდრეს მამა, ემანუელ “მაიკ” აგასიანი მოკრივე ...

08:46 | 27.04.2017

327 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

2014 - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 2013 წელს ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩის მსგავსად, ქართველმა ძიუდოისტებმა ფრანგულ მონპელიეშიც რუსები დაამარცხეს ...

09:33 | 26.04.2017

026 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1949. დაიბადა კარლოს ბიანკი. არგენტინელი ფეხბურთელი და მწვრთნელი. მოთამაშეობისას გამოდიოდა “ველეს სარსფილდში”, “რეიმსში”, პსჟ-ში და “სტრასბურგში”. მოპოვებული აქვს არგენტინის ჩემპიონობა. ერთხელ გახდა არგენტინის ...

09:03 | 25.04.2017

025 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1947 - დაიბადა იოჰან კრუიფი (ჰენდრიკ იოჰანეს კრუიფი). მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი. გამოდიოდა ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებში, “აიაქსში,” “ბარსელონაში,” “ლოს ანჯელეს აცტეკში,” “ვაშინგტონ ...

09:17 | 24.04.2017

124 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1955 - თეიმურაზ ხუბულური. ერთადერთი ქართველია, რომელმაც ძიუდოისტთა შორის (95 კგ კატეგორია) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონობა (1979, 1981) მოიპოვა. მოსკოვის 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი. ევროპის ორგზის ...

10:04 | 22.04.2017

022 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1967 – დაიბადა ფელიქს სავონი (კუბა). მძიმე წონის მოკრივეთა შორის სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი (1992, 1996, 2000). მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონი, ოთხჯერ იმარჯვა მსოფლიო თასზე. პანამერიკული თამაშების სამგზის ჩემპიონი. ...

09:15 | 21.04.2017

021 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1955 - დაიბადა თეიმურაზ აფხაზავა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის (82 კგ წონითი კატეგორია) მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (1982, 1983). ევროპის ორგზის ჩემპიონი (1983, 1984) და ორგზის მესამე პრიზიორი ...

09:03 | 20.04.2017

120 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1986 – დაიბადა ვლადიმერ დვალიშვილი. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, თბილისის “დინამოს”, რუსთავის “ოლიმპის”, რიგის “სკონტოს” (42 მატჩი, 22 გოლი), ჰაიფას “მაკაბის” (76 მატჩი, 35 გოლი), ვარშავას “პოლონიას” ...

09:19 | 19.04.2017

019 აპრილი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1987 - დაიბადა მარია შარაპოვა. რუსი ჩოგბურთელი. მოგებული აქვს ოთხივე სადიდსლემო ტურნირი. სულ ხუთჯერ იმარჯვა დიდი სლემის შეჯიბრებებზე. 2012 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი. საჩოგბურთო ...

სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
1.063291