კვარაცხელიამ "ნაპოლიში" პირველად ივარჯიშა და გაირკვა რა ნომრით ითამაშებს

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ 77-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. ამის შესახებ იტალიური კლუბის ვებგვერდი იტყობინება.

ხვიჩამ არჩევანი 18 და 77-ნომრებს შორის გააკეთა. აღსანიშნავია, რომ მისი ფავორიტი 7 ნომერია, რომელიც „ნაპოლიში“ ამჟამად თავისუფალი არ არის - ელიფ ელმასის საკუთრებაშია.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ახალი სეზონისთვის მზადება დღეს ოფიციალურად დაიწყო და ხვიჩამაც გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.

სხვა ალბომები
0.115324