ეშხიანი ანჟელინას ლამაზი სული (ფოტოგალერეა)

უკრაინელი მანდილოსნების სილამაზეზე ახალი რა უნდა ვთქვათ, მაგრამ ახლა ვეცდებით, ერთი ლამაზმანი გაგაცნოთ, რომელიც გარდა იმისა, რომ მართლაც მეტისმეტად მომხიბლავი და ეშხიანია, ფეხბურთზეა შეყვარებული.

უკრაინელმა მოდელმა ანჟელინა პეტროვამ ფეხბურთში სახელი 2015 წელს გაითქვა, როდესაც საყვარელი გუნდის, ზაპოროჟიეს „მეტალურგის“ დასახმარებლად და გადასარჩენად ძალ-ღონე არ დაიშურა.

მაშინ „მეტალურგი“ უკრაინის ჩემპიონატში ბოლო ადგილზე იყო და ამაზე მეტად ფინანსური კრიზისი აწუხებდა. პეტროვამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მოიფიქრა, რომ საყვარელ გუნდს დახმარებოდა: ნახევრად შიშველი ფოტოსესია მოაწყო და გაყიდული პლაკატებისგან შემოსული თანხა მთლიანად უკრაინულ გუნდს მოახმარა. ასეა, ვისაც რა ძალუძს, ისე ცდილობს საყვარელ გუნდს მხარში ამოუდგეს და ულამაზესი ანჟელინას გმირობს არდაფასება ნამდვილად არ ივარგებს.

მას შემდეგ 5 წელი გავიდა და პეტროვას პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. ახლა უკრაინელ ლამაზმანს ინსტაგრამში 111 ათასი მიმდევარი ჰყავს, რომლებიც ნამდვილად არ იწყენენ, რადგან გვერდზე ისეთი ცხელ-ცხელი ფოტოებია, მეტი რომ არ შეიძლება. ამ გაგანია კარანტინის დროს, ვინ არ ინატრებდა სახლში ანჟელინას კომპანიონობას...

სხვა ალბომები
0.120866