ეკატერინა - ბრაზილიელი ფეხბურთელის საოცრად ლამაზი და ეშხიანი მეუღლე (ფოტოგალერეა)

ბრაზილიელი თავდამსხმელი ლუის ადრიანო უკვე ერთი წელია სამშობლოში დაბრუნდა და ბურთს „პალმეირასში“ აგორებს. თუმცა, იქამდე „შახტარში“, „მილანსა“ და „სპარტაკში“ მოასწრო ბურთაობა.

ცხადია, მისი ოქროს ხანა უკრაინულ კლუბს უკავშირდება, სადაც 8 წელი ითამაშა და 2014 წლის 21 ოქტომბერს, ლიონელ მესის შემდეგ მეორე ფეხბურთელი გახდა, ვინც ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანა. შემდეგ იყო „მილანში“ წარუმატებელი პერიოდი და მერე მოსკოვის „სპარტაკი“, სადაც არც თავი შეურცხვენია და არც ვარსკვლავებს ეთამაშებოდა.

თუმცა, სწორედ მოსკოვში ლუის ადრიანომ ცხოვრების მეგზური გაიცნო - 23 წლის რუსი ლამაზმანი ეკატერინა დოროჟკო. წყვილი კარგა ხანს ხვდებოდა ერთმანეთს და ბოლოს ყველაფერი ქორწინებით დაგვირვინდა 2019 წლის ნოემბერში. ახლა ისინი ბედნიერად სან პაულუში ცხოვრობენ. თუმცა, როგორც ეკატერინამ თქვა, რასიზმის მსხვერპლიც გამხდარა:

„დიდი ხნის განმავლობაში ყოველდღე ვიღებდი მუქარის შემცველ წერილებს, სიკვდილით მემუქრებოდნენ ან ჩემს მშობლებს ავადმყოფობას უსურვებდნენ. საშინელებებს მწერდნენ, რადგან შავკანიან მამაკაცზე დავქორწინდი“, - თქვა დოროჟკომ.

ეკატერინა ინსტაგრამში საკმაოდ აქტიურია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ბევრი მისი „კოლეგისგან“ განსხვავებით, საჯაროდ საგულდაგულოდ გამოწვევი ფოტოების სიხშირით არ გამოირჩევა. მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელში მის 200 ათასზე მეტ მიმდევარს საქმე მოსაწყენად მაინც არ აქვს. ერთი რამ ფაქტია - ლუის ადრიანოს მეორე ნახევარი მეტისმეტად ლამაზი და მომნუსხველია.

სხვა ალბომები
0.115415