ბლოგი

12:00 | 11 ივლისი, 2013

ქუთაისური დარდები

მოგესალმებით, ჩემო შაქარივით ტკბილო და ოქროსავით ლამაზო ხალხო. ზაურია ვარ მე, მიქელაძე. ჩემი ავყია მეზობლები მეტსახელად “კუნტრუშასაც” მეძახიან, მაგრამ ნამეტანი არ მომწონს აი მეტსახელი და თუ ღმერთი გწამთ, თქვენ მაინც დამიძახეთ ზაურია. ასე ჯობია, თქვენ ნუ მომიკვდებით. ქუთეისში, “ზავოდის” დასახლებაში ვცხოვრობ და ჩემი ცხოვრება და მოსწრება, ამ უბედური “ტორპედოს” სიყვარულში და მეობაში გავატარე. ამიზაა, რომ გულზე ორი მიკროინფარქტი მაქვს გადატანილი და საქმეს იმფერი პირი უჩანს, ადრე იქნება თუ გვიან, “ტორპედო” მომიღებს ბოლოს.

10:46 | 07 ივლისი, 2013

ნახვამდის ევროპა!

ნახვამდის საფეხბურთო ევროპა! ჩვენ ყოველთვის მოგვწონდა თქვენი დამოკიდებულება სპორტისადმი და ყოველთვის ვეტრფოდით თქვენს მწვანედ ახასხასებულ სტადიონებს. ყოველთვის შურით ვუმზერდით იმ მილიონებსა და მილიარდებს, რაც თქვენს ფეხბურთში ტრიალებდა, მაგრამ მხოლოდ მოგვწონდა და მეტი არაფერი სხვა. კაცმა რომ თქვას, ბევრი არც არაფერი გაგვიკეთებია, თქვენ რომ დაგმსგავსებოდით. უფრო მეტიც – ჩვენში ხომ არიან ადამიანები, რომლებიც ევროპასთან მსგავსებას “ერის უბედურებად” და “ქართველობის დაკარგვად” სახავენ.

ლევან სეფისკვერაძე

12:01 | 04 ივლისი, 2013

დასრულებული ესპანური ზღაპარი

ყველაზე ლამაზი ზღაპარიც კი ადრე თუ გვიან მთავრდება. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული – ეს მარტივი და გაცვეთილი ჭეშმარიტებები კონფედერაციათა თასის ფინალმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო და დაადასტურა. ბრაზილიამ ესპანეთს დაახლოებით ის უქნა, რასაც ბრაზილიური სერიალების დადებითი გმირები უარყოფით გმირებს უკეთებენ ხოლმე სერიალების ბოლო სერიებში. თუმცა, რამდენადაა ესპანეთის ერთ დროს ძლევამოსილი ნაკრები “უარყოფითი გმირი” – ეს, რა თქმა უნდა, საკამთო ამბავია.

ლევან სეფისკვერაძე

11:19 | 01 ივლისი, 2013

უბრალოდ კარლოსი

ამ შავტუხა, დაბალმა და დაკუნთულმა კაცმა, ბევრ ადამიანს შეუცვალა წარმოდგენა ბრაზილიელ მცველებზე და ბევრის ტვინში დაანგრია არაფრისმომცემი კლიშეები. გადარევაც უცებ იცოდა და პატიებაც. მხიარულიც იყო და გულჩათხრობილიც. ხან კი ისე გაბრაზდებოდა, მტერსა და ავს, ვინც წინ გადაეღობებოდა. ამ კაცმა ჩვენი საფეხბურთო გემოვნება ჩამოაყალიბა. მას რობერტო კარლოსი ჰქვია!

ლევან სეფისკვერაძე

11:12 | 27 ივნისი, 2013

ჩვენ და იაპონია

პრაქტიკულად ყველა ქართველს უყვარს იაპონია და ჩვენ ქვეყანაში ხშირად მოისმენთ, რომ იაპონიას უნდა მივბაძოთ და მათსავით დავაბალანსოთ წარსულის სიყვარული და პროგრესისაკენ ლტოლვა. თუმცა, ქართული იაპონოფილია სიტყვებსა და ოცნებებს პრაქტიკულად არასოდეს გასცდენია და როგორც ერთი ქართველი პოეტი იტყოდა: ”გვინდა, სულ გვინდა, მაგრამ არ ვიცით რა!”. კონფედერაციის თასზე იაპონიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენა და არცთუ გულმისავალი თამაში ყველაზე სწორად და ღირსეულად იაპონელმა ქომაგებმა, ნაკრების სპონსორებმა და ფეხბურთის სპეციალისტებმა შეაფასეს. იაპონია მოგეხსენებათ ეკონიმიკურად წელგამართული ქვეყანაა და იაპონური ფეხბურთის მამებს ჩვენი ფეხბურთის ფედერაციისგან განსხვავებით, სპონსორების გამუდმებული ძებნა არ უწევთ. უფრო მეტიც – იაპონურ ფეხბურთს სულ მსხვილ-მსხვილი ცნობილი იაპონური ფირმები და კომპანიები აფინანსებენ და ეს ასეც გაგრძელდებოდა, რომ არა იაპონიის ნაკრების კონფედერაციის თასზე უხეირო გამოსვლა.

ლევან სეფისკვერაძე

13:53 | 23 ივნისი, 2013

სერგო, ხაშლამა და „სტად დე ფრანსი“

ბატონი სერგო 50 წელს მიტანებული კაცია, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისი ერთი შვილი, ცოლი, ხაშლამა და ფეხბურთი უყვარს. სერგო მფრინავია და როგორც ამ ხელობის კაცს შეეფერება, სასმელს იშვიათად ეკარება. ამის არც დრო აქვს და არც მხარდაჭერა “ზემოდან”. მაგრამ ხაშლამისა და ფეხბურთის სიყვარულში (ცოლ-შვილზე რომ აღარაფერი ვთქვათ) არასოდეს იჭრება და ამ სიამეებთან დაკავშირებული უამრავი ისტორიაც დაგროვებია ფიქრებსა და მოგონებებში.

ლევან სეფისკვერაძე

11:05 | 20 ივნისი, 2013

ტაიტელი ბავშვები

ბავშვები უზარმაზარი ხის ძირში შეგროვილიყვნენ. ზოგი ბალახზე იჯდა ფეხმორთხმით, ზოგს სიპი ქვები მოეთრია ოკეანის სანაპიროდან და იმაზე წამოსკუპებულიყო კოხტად. მულატი, გრძელთმიანი ახალგაზრდა მასწავლებელი კაცი ფეხზე იდგა, ხელში ფერად პრინტერზე ამობეჭდილი ტაიტის ეროვნული ნაკრების პლაკატი ეჭირა და ბავშვებს სიჩუმისა და მოსმენისაკენ მოუწოდებდა.

ლევან სეფისკვერაძე

10:32 | 13 ივნისი, 2013

“არმენია ვიიგრალა!”

ნამდვილი ამბავია... რამდენიმე წლის წინ, თბილისის ერთ-ერთ ტოტალიზატორში შეკრებილი ჯეელები გაცხარებით მსჯელობდნენ იმაზე, რომ წინა დღეს გერმანიის საფეხბურთო კლუბს, ბილეფილდის “არმინიას” გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გასვლით მატჩში ყოვლად მოულოდნელად მოეგო და ამ გამარჯვების გამო ლამის მთელი თბილისის “ყომარბაზობა” დაღონებული იყო. 

ლევან სეფისკვერაძე

14:31 | 10 ივნისი, 2013

ჟოზე “ერთ მდინარეში” მეორედ შევიდა

შარშან ამ დროს რომ გეთქვათ, ჟოზე მოურინიო მომავალ წელს “ჩელსის” დაუბრუნდებაო, ბევრს, ალბათ, სიცილადაც არ ეყოფოდა. ბუნებრივიცაა... ჟოზე მოურინიო მწვრთნელთა იმ კატეგორიას, ერთი შეხედვით, ნამდვილად არ გენაკუთვნება, რომლებიც “ერთ მდინარეში ორჯერ შედიან”. მაგრამ, მჭმუნვარე პორტუგალიელმა ეს ნაბიჯი გადადგა და “ჩელსის” (და არა მხოლოდ “ჩელსის”) მრავალ ქომაგს გაუჩინა საფიქრალი – რატომ წავიდა ჟოზე საკუთარი თავის წინააღმდეგ...

12:03 | 06 ივნისი, 2013

პარასკევი და კვირა

წინა კვირაში, პარასკევ დღეს დიდი ფეხბურთიდან კახი კალაძე ოფიციალურად გავაცილეთ. კვირა დღეს კი, ირლანდიაში თავი მოგვეჭრა. ეს ორი დღე გვინდა თუ არა, ერთმანეთს მაინც უკავშირდება, რადგან საქართველოს ნაკრების კაპიტნისა და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელის პოლიტიკაში გადაბარგების შემდეგ, ჩვენ “უბედურ” ნაკრებს სწორედ ის დაემართა (თუმცა არც მანამდე წყვეტდნენ ციდან ვარსკვლავებს) რაც უნდა დამართნოდა.

12:02 | 06 ივნისი, 2013

სააკაშვილისა და კალაძის „შეტაკება“

გემახსოვრებათ, კახი კალაძე ეროვნული ნაკრების რამდენიმე მნიშვნელოვან თამაშს ტრავმის გამო რომ გამოეთიშა. ამის მიზეზი „ქრონიკამ“ ექსკლუზიურად შეიტყო - ბათუმში, ე.წ.  “ბენზეს” ახალგახსნილ სტადიონზე სიმბოლური საფეხბურთო მატჩი გაიმართა, სადაც სხვებთან ერთად მონაწილეობა მიუღიათ მიხეილ სააკაშვილს, ლევან ვარშალომიძეს, კახა კალაძესა და ზურაბ ხიზანიშვილს.

<< პირველი<< წინა5455565758596061626364შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.377212