11:03 | 03 ივლისი, 2014
გზა მშვიდობისა ჩილე!განა გასაკვირი ამბავია, რომ საყვარელ ნაკრებს ყველა ფენისა და კატეგორიის ადამიანები გულშემატკივრობენ... ნაკრები იმის ნაკრებია, რომ ყველას ეკუთვნის და თანაბრად გულთან მიმსვლელია ყველა ხელობისა და გაქანების მქონეთათვის, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ ჩილელი მაღაროელების მიერ მათი მშობლიური ქვეყნის ნაკრების მხარდაჭერის ვიდეოკლიპი მაინც გამორჩეული და ემოციური იყო.
10:08 | 29 ივნისი, 2014
მიზნიდან მიზნამდესაქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნებისათვის განსაკუთრებით მტკივნეულია, როდესაც სპორტსმენები მატერიალური და არამხოლოდ მატერიალური დაინტერესების გამო, სხვა ქევყნის დროშის ქვეშ გამოსვლას ამჯობინებენ. ჩემი აზრით, ყოვლად აბსურდულია საუბარი იმაზე, რომ ჩვენი წასულ სპორტსმენები პატრიოტიზმის ნაკლებობის გამო გავაკრიტიკოთ.
11:08 | 26 ივნისი, 2014
სუარესი, ბერძნები, და დარდიანი ევროპაევროპის სხვადასხვა ალაგიდან გლოვისა და ვაი-ვიშის ხმები მოისმის. ძაძებითაა შემოსილი მთელი ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ხორვატია, ბოსნია და პორტუგალია. ამბობენ, სხვა ევროპელთა დედებიც მალე ჩაიცვამენ შავსო. პატარა ამბავი ხომ არაა, მსოფლიოს ჩემპიონატი ჯერ ნორმალურად გახურებულიც კი არაა და ევროპის ისეთი გრანდები ბრუნდებიან სახლში პირშერცხვენილები – წინათ მამალ ბუს რომ არ ისვამდნენ თავზე.
13:39 | 22 ივნისი, 2014
სახალისო ნომინაციებიმიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინიშამდე გვარიანი დროა დარჩენილი, ბრაზილიის მუნდიალს უკვე ჰყავს თავისი გმირები და ანტიგმირები, გამორჩეულები და უფერულები, წარმატებულები და გლოვით სახეჩამოხოკილები. განსაკუთრებულად სასიხარულო კი ისაა, რომ ფეხბურთის ყველაზე კაპრიზული ქომაგებიც კი აღიარებენ ამ მუნდიალის გამორჩეულობასა და მიმზიდველობას, რაც ფეხბურთის მოყვარული კაცისათვის ყველაზე სასიამოვნო ამბავი უნდა იყოს.
10:42 | 19 ივნისი, 2014
საუბარი განთიადისასღამით ნეიმარს ცუდად ეძინა. ძილში გამუდმებით ბორგავდა და ათასგვარი მონსტრები ელანდებოდა. მონსტრებს ხან ლურჯი, ხანაც თეთრ-ცისფერზოლიანი მაისურები ეცვათ და ბუხუნა ხმით დასძახოდნენ: “შენ მოხვალ ჩვენთან! შენ დაისჯები პატარა ბიჭო!” როდესაც გამოეღვიძა, ჯერ ისევ ბნელოდა, მაგრამ ქუჩიდან შემომავალი გულშემატკივრების ყაყანი მაინც ისმოდა.
11:17 | 15 ივნისი, 2014
მათ კიდევ ერთხელ გაგვაოცესროდესაც მსოფლიო ჩემპიონატი ძალას იკრებს, ალბათ დიდი “მკრეხელობა” არის ქართულ ფეხბურთზე რომ გადავწყვიტე ორიოდე სიტყვის დაწერა. იმ ქართულ ფეხბურთზე, რომელიც მავანთა აზრით, ლამის ყოველ წელს კვდება, მაგრამ ბევრს არ უნდა იმის აღიარება, რომ ქართული ფეხბურთი უკვდავი (და მარად ტანჯული) იქნება სანამ ფეხბურთის ერთი ქომაგი მაინც დააბიჯებს ჩვენს მიწაზე. ასეთები კი საბედნიეროდ საკმაოდ ბევრნი არიან და მათი გულისტკივილიც საზოგადოა და ყოვლისმომცველი.
10:13 | 12 ივნისი, 2014
დღეს 00 საათზედღეს 00 საათზე ვასკო და გამას მონიშნულ ალაგას დიდი ამბავი იქნება. დიდი და ფიქრის გამჩენი ამბავი! გაუტეხელი ხორვატები თუ საკუთარი კედლებით წელგამაგრებული მოუხელთებელი ბიჭები? მონდომება თუ ძალმოსილება? გამარჯვების წყურვილი თუ გენიალურობა? დღეს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი საკადრისი და შესანიშნავი მატჩით – ბრაზილიისა და ხორვატიის ნაკრებთა შეხვედრით იხსნება!
14:27 | 09 ივნისი, 2014
სულ ცოტაც და...სულ რამდენიმე დღეც და ბრაზილიაში ყველა ჩვენთაგანისათვის ესოდენ ნანატრი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყება. თუმცა “ყველა ჩვენაგანისთვისო“ რომ ვამბობ რა თქმა უნდა, არ ვარ მართალი, რადგან შიგ მუნდიალის გულისგულში, ბრაზილიაშიც კი ამ ჩემპიონატს იმდენი მოწინააღმდეგე და მომტერნე ჰყოლია, სიმართლე რომ გითხრათ მათმა სიმრავლემ ძალიან გამაკვირვა.
10:12 | 04 ივნისი, 2014
ქალის ნათქვამიჩემი ქმარი გიჟია. თუმცა ნეტა ფეხბურთის რომელი გულშემატკივარია დალაგებული?! განსაკუთრებით ცუდი დღეები მსოფლიოს ჩემიონატის დროს მაქვს ხოლმე და ყოველთვის ვცდილობ ამ გადარეულს და მის მეგობრებს გავეცალო, მაგრამ ყოველთვის ვერ ვახერხებ ამას და მთელი უბედურებებიც ასე იწყება.
10:44 | 01 ივნისი, 2014
ევროპის რომელ ქალაქში როგორ უნდა მოვიქცეთამასწინათ გერმანიაში ერთმა ჭკვიანმა კაცმა გამოსცა წიგნ-ბროშურა, სადაც გერმანელი გულშემატკივრებისათვის ერთგვარი რჩევებია ჩამოწიკწიკებული, თუ ევროპის რომელ ქალაქში როგორ უნდა მოიქცნენ თუკი მათი გუნდი ევროტურნირებზე უცხოურ კლუბებს შეხვდება და საყვარელ კლუბს გასვლით მატჩზე გაყვებიან. ამ ბროშურაში ნახავთ, რომ ფრანგი გულშემატკივრები თურმე მატჩის შემდეგ ემოციებს ნაკლებად გამოხატავენ, რის გამოც ავტორი მკითხველს ურჩევს, რომ ემოციები დაიოკონ და მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ მოიგიჟიანონ თავი. “ტოტენჰემის” ფანებთან” ურთიერთობისას ლონდონის სხვა არც ერთი კლუბი არ უნდა ახსენო, თორემ ცუდად წაგივა საქმე. მადრიდში ჩასულებს კი უნდა გახსოვდეთ, რომ “რეალის” ქომაგებთან მხოლოდ ღიმილი და გაშინაურება ჭრის, “ატლეტიკოს” ინჩასებთან კი სიჩუმეს გვირჩევენ. მოკლედ, ძალიან საჭირო წიგნი დაუწერია იმ გერმანელს და არ უქნებოდა ურიგო, ასეთი რამე ჩვენთანაც, ქართველ ქომაგებზე მორგებულად რომ გამოცემულიყო.
13:35 | 29 მაისი, 2014
მადრიდის ”რეალო”, შენ დიდებული კლუბი ხარ!!!აი ახლა ყველამ კეთილი ვინებოთ და დიდი გამარჯვება მივულოცოთ მადრიდის ”რეალს, რომელიც ახტა, დახტა და იღბალზე ისე გადახტა, რომ სეზონის ბოლოს ხელს ევროპის მთავარი საკლუბო თასი გააყოლა. ასევე მივულოცოთ გარეთ ბეილს, რომელიც იმდენად უცნაური კაცია, რომ მასთან შედარებით ბევრი ნაგიჟარი დაწყობილად მოსჩანს. ვერრა კაცი და ვერრა ძალა ვერ გაიგებს ამ უელსელ ჯეელს როდის მოეგუნებება ფლანგებზე განავარდება. ხან კიდევ, შეხედავ და ციცარივით გარდიგარდმო დადის ეს ოხერი. მაგრამ ხომ არის მაგარი? ხომ არის ის რაც უნდა იყოს?!...
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |