10:38 | 10 დეკემბერი, 2010
ფიფას “სამართალი“ და უნიათო ევროპაროდესაც მთელი საფეხბურთო მსოფლიო ფაქტის წინაშე დადგა და ერთ მშვენიერ დღეს “აღმოაჩინა“, რომ 8 წლის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში უნდა გაიმართოს, ყველამ მერეღა დაიწყო ბჭობა და მსჯელობა იმაზე, რომ: “ინგლისისათვის რუსეთი არ უნდა ემჯობინებინათ“...
10:20 | 06 დეკემბერი, 2010
ჯანო, წადი ევროპაში!როდესაც საქართველოში ჩვენს თანამემამულე იმედისმომცემ ფეხბურთელებზე საუბრობენ, უპირველესად და გამორჩევით იხსენებენ ერთ ყმაწვილკაცს, რუსეთის სტადიონებს მართალია იშვიათად, მაგრამ ჯანის დაუზოგავად რომ სერავს და არაერთი ცნობილი უცხოური კლუბი რომ გამოთქვამს მისი შეძენის სურვილს. ჯანო ანანიძის მომავალი დიახაც რომ აწუხებს ქართველ ქომაგს და რომ არ აწუხებდეს, ის იქნებოდა გასაკვირი. თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, საკუთრივ ჯანო რას ფიქრობს საკუთარ მომავალზე...
10:29 | 04 დეკემბერი, 2010
ეს უნდა ნახოთ!“ეს უნდა ნახოთ!“ – ამ სიტყვებს ყველაზე ხშირად სარეკლამო სლოგანებში მოისმენთ. სარეკლამოზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ბევრ წარმოუდგენელ რამეს ნამდვილად ნახავთ, თუკი ვერის ბაღში მდებარე გიორგი კანდელაკის კრივის დარბაზში წასვლას გადაწყვეტთ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც უამრავი რამ მოსაწესრიგებელი, მისახედი და გასაკეთებელია, მაგრამ ის გარემო, რაც ზემოთ აღნიშნულ დარბაზში სუფევს, არც სპორტულია და ვერც იმით შეიძლება გამართლდეს, რომ მრავალ სხვა სახეობასთან ერთად, ქართულ კრივსაც გვარიანად უჭირს და ირგვლივ ჯიბეგაფხეკილობაა დავანებული.
11:24 | 30 ნოემბერი, 2010
დონ ხუანის დუქანითეთრი ღვინით ნახევრად სავსე კასრი, რომლის გვერდითაც, დონ ხუანი თვლემდა, კორდობელმა ბიჭებმა ბაირესში ჯერ კიდევ ორი დღით ადრე ჩაიტანეს. დონ ხუანი, ბაირესული ღარიბული დუქნის მეპატრონეა, სადაც მშრალად მოხარშული ძროხის ხორცის, ბოსტნეულის წვნიანისა და წყალგარეული ღვინის მეტი არაფერი იყიდება. მაგრამ, დონ ხუანს კლიენტურა არასოდეს აკლია, რადგან მთელს უბანში სწორედ მის დუქანშია ყველაზე დიდი ტელევიზორი. ეს ტელევიზორი, დუქანს ორი წლის წინ, ფრანგმა ტურისტმა, ვინმე ალენმა საზეიმოდ გადასცა ნიშნად არგენტინაში გატარებული საღამოებისა, როდესაც ჯიბეცარიელ ბუენოს აირესელებთან ერთად, ისიც დაუწუწუნებლად გეახლებოდათ წყალგარეულ ღვინოსა და ბოსტნეულის წვნიანს.
11:22 | 25 ნოემბერი, 2010
კიბერ-მომპარავებისაქართველოში ინტერნეტის განვითარების პარალელურად, ვითარდება სპორტული ტიპის ინტერნეტ-გვერდებიც. უმეტესად, ეს ეხება ე.წ. საფანკლუბე საიტებს, რომელთა რიცხვიც, წლიდან-წლამდე იმატებს და მათი თემატიკაც თანდათან უფრო მრავალფეროვანი ხდება.
11:34 | 08 ნოემბერი, 2010
სანამ გვიან არ არისცოტა ხნის წინათ, ევროპული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ერთმა, მეტად ცუდმა და გულსატკენმა ამბავმა შეაზანზარა. ერთ-ერთი გერმანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ჩაატარა სპეციალური კვლევა და დაადგინა, რომ გერმანიის ნაკრები, 1954 წლის მუნდიალზე, მსოფლიოს ჩემპიონი დოპინგის მოხმარების წყალობით გახდა.
11:14 | 26 ოქტომბერი, 2010
ორნი ერთად და ცალ–ცალკეპელესა და მარადონას ურთიერთდაპირისპირებაზე, ამ ორი ფეხბურთელის შედარებასა და ხელ–ფეხის დატოლებაზე, თითქმის აღარავინ წერს. ეს ის თემაა, რომელიც იმდენად გადაიღეჭა და გაიცრიცა, რომ ქარაგმული ფანტაზიის მოშველიებითაც კი ვერ იტყვი ვერაფერ ახალსა და ამაფორიაქებელს. მაგრამ სადაც არ უნდა წახვიდე, ეს ორი ადამიანი მაინც მუდამ “ფეხებში გებლანდება“ (ისე, ფეხებში ვინ ვის ებლანდება, ეგეც საკითხავია) და ბედის უცნაური დამთხვევით, 2010 წელი ორივე ამ ადამიანისათვის საიუბილეოა და თან როგორი საიუბილეო...
10:01 | 22 ოქტომბერი, 2010
ტაში და ჭიტლაყიროგორც ჩემი კოლეგების უმეტესობას, მეც სიკვდილივით მეჯავრება ჩვენი ნაკრების დამარცხების შემდეგ წერა. ჟურნალისტებზე გამწყრალ ხალხს, უმეტესად კი, ფეხბურთელების მამა-დეიდა-ახლობელ-მეზობელ-ბიძებს ჩვენთვის არაერთხელ წამოუძახებიათ, რომ თითქოს ცუდ ამბებს სპეციალურად დავეძებთ, რათა მერე მავანთ ”ძირი გამოვუთხაროთ” და ამით გახარებულები, ხელების სიამით ფშვნეტას მოვყვეთ. არადა, სიმართლეზე მეტია ის, რომ საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრების აზერბაიჯანის გუნდთან მარცხის შემდეგ, ხელების ფშვნეტა კი, არა, ტუჩების კვნეტა უფრო მოგვიხდება ჟურნალისტებსაც, ქომაგებსაც, ფეხბურთელებსაც და უპირველესად იმ ხალხს, რომლებიც საკუთარი ნათესავი ფეხბურთელების მტრებად და “სისხლის ამღებებად” გვთვლიან.
10:44 | 16 ოქტომბერი, 2010
გარეუბნელი დემონებიპარიზის არაბრჭყვიალა გარეუბნებში, ლიონის ღარიბთა უბნებსა და მარსელის პორტის ჩაჟამებულ დოკებში, არასოდეს არ წავა არც ტურისტი და არც ფრანგ ჩინოსნებთან ხელის ჩამორთმევაზე თვალებდაჭყეტილი ჰალსტუხიანი ტიპი. ტურისტებმაც და ფრანგებმაც კარგად იციან, რომ ამ ადგილებში “დემონები“ ბუდობენ. დემონები კი, თეთრშორტებიან ტურისტებსა და ჰალსტუხიან პოლიტიკოსებს არასოდეს უყვარდათ. ეიფელის კოშკი, ლუვრის მუზეუმი, პარიზის ტაძარი, პირამიდა... აი, ადგილები, სადაც გამუდმებით თინეიჯერთა ჟრიამული და ფოტოაპარატების ჩხაკუნია.
11:05 | 08 ოქტომბერი, 2010
იმედიანი შემოდგომაგადასარევი რამაა ეს შემოდგომა. მით უმეტეს, თუკი სადმე ლამაზ სოფელში ხარ, სადაც ყველაფერს ყურძნის სუნი უდის და საფერავის დაწურვისაგან ხელებგაშავებული ჯეელებით დაწყებული, შემჭკნარფოთლებიანი ხეების ძირში მჯდომი მოხუცებიც კი რთველზე, მოსავალზე, ბარაქაზე, ქორწილებზე და სულ კარგ რამეებზე ლაპარაკობენ.
11:47 | 27 სექტემბერი, 2010
ცოტა რამ გერმანიაზემიუნხენში, “ოლიმპიანშტადიონის” ახლოს, მეტროპოლიტენის ჩასასვლელთან მჯდომი და ტამტამებზე ბრახუნით ფულის მშოვნელი ამერიკელი ინდიელის შესამოსელში გამოწყობილი პუტკუნა გერმანელის აზრით, “გერმანია ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ნამდვილი თავისუფლების არსი ყველაზე კარგად ესმით და მიუნხენი სწორედ თავისუფლების ქალაქია”. გერმანელებზე გამწყრალი კაცი ამის საპირისპირო მოსაზრებას ყოველთვის გამოქვამს და იმასაც დასძენს, რომ ჰამბურგთან ერთად, სწორედ მიუნხენში “დავაჟკაცდა” კაცობრიობის უსაშინლესი სენი – ფაშიზმი.
| სარეკლამო ადგილი - 14 120 x 600 |