ბლოგი

19:18 | 11 სექტემბერი, 2011

ზღაპარი მალტელ მეთევზეზე

აბა ბავშვებო, კოხტად გადაჰკიდეთ ტანსაცმელი სკამებზე, კარგად შემოიკეცეთ საბნები და მომისმინეთ. ამჯერად, უნდა გიამბოთ ზღაპარი მალტელ მეთევზეზე, რომელსაც ოცნება აუსრულდა. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით, ზღვაში ჩაკარგულ კუნძულზე, რომელსაც არაბები ალ ტამს, იტალიელები კი მალტას ეძახდნენ, ცხოვრობდა ერთი ღარიბი მეთევზე, სახელად მიფსუდი. აიღებდა მიფსუდი ყოველ დილას თავის ძველ, ალაგ-ალაგ დაკემსილ ბადეს, წავიდოდა ზღვის პირას და თევზაობდა. ჩვენს ღარიბ მეთევზეს იღბალი ხშირად ღალატობდა და არაერთხელ დაბრუნებულა შინ ხელცარიელი და მოწყენილი. მიფსუდი ღარიბი და უპოვარი კი იყო, მაგრამ მამისგან ერთი ჯადოსნური სარკე ჰქონდა სახსოვრად. ჩაიხედავდი ამ ჯადოსნურ სარკეში და რასაც სთხოვდი, იმას გაჩვენებდა.

20:07 | 07 სექტემბერი, 2011

კობას ჩაქაფული

ჩაქაფული ხუთნაირი მაინც არსებობს, ყოველ შემთხვევაში, მეცხვარე კობამ ამ კერძის ხუთნაირად მომზადება იცოდა: დიდ ნაჭრებად დაჭრილი და ჩაუკეპავად მოხარშული, ხბოსა და ცხვრის ხორცის შერევით გაკეთებული, ცხვრის ფერდის ხორცისა და ცოტა მწვანილებით შენელებული, იმერულად – ცოტა ცხარე... მაგრამ კობას, როგორც ჭეშმარიტ თუშს, ყველას მაინც ტრადიციული, ტარხუნით ამოძეძგილი ბატკნის ჩაქაფული ერჩივნა. ერჩივნა და აკეთებდა კიდეც. იმ დღეს, თელავში, ძმაკაცთან ჩასულმა 2 ცხვარი ჩაიყვანა. ერთი ჭედილა გიორგობას დაკალითო, ურჩია კახელებს. მეორე ცხვარი კი უცებ ჩამოატყავა და ხორცის ოსტატურად აქნას შეუდგა.

10:12 | 05 სექტემბერი, 2011

ღამურას წერილი თბილისის მერს

ჩვენ, თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის სახურავზე მცხოვრები ღამურები, კრძალვითა და დიდი პატივისცემით ვართ განწყობილი ქართული ფეხბურთისადმი. კაცმა რომ თქვას, სხვა გზა არც გვაქვს, რადგან ყველაზე ცოტა, ორ კვირაში ერთხელ მაინც გვიწევს ფეხბურთის ცქერა და გვინდა თუ არა, უკვე ჭეშმარიტ გულშემატკივრებად ჩამოვყალიბდით. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ ფეხბურთის სიყვარული ეროვნული სტადიონის ღამურებს წინაპრებიდან მოგვსდგამს. ჩემი დიდი ბაბუა (განათლდეს მისი სული), რომელიც დიდუბელი ღამურების უსტაბაშად ითვლებოდა, მამაჩემს ხშირად უყვებოდა ხოლმე რა ამბავი იყო, როდესაც სტადიონზე დათო ყიფიანი, მანუჩარ მაჩაიძე, ვოვა გუცაევი და მაშინდელი “დინამოს“ სხვა ბიჭები თამაშობდნენ ხოლმე.

11:29 | 29 აგვისტო, 2011

დღე პირველი

საწვრთნელი ბაზის კარი ჭრიალით გაიღო. ჯერ მამა შევიდა, უკან კი პატარა ლუკა მიჰყვა მორიდებული ნაბიჯებითა და შიშნარევი სახით. ”ნეტავ თუ ამიყვანენ?!”, ”ამათ შეხედეთ, რამხელები არიან, ალბათ, ზედაც კი არავინ შემხედავს. გუნდში ამხელა ბიჭები ჰყოლიათ და...”, ”მწვრთნელსაც როგორი მოღუშული სახე აქვს. ალბათ, სულ ეჩხუბება ბიჭებს” – ფიქრობდა პატარა ლუკა, რომელიც ბატკანივით უკან მიჰყვებოდა მამას, ის კი თანდათან უახლოვდებოდა პატარა მორაგბეებით გავსებულ სტადიონთან მდგომ ახალგაზრდა კაცს, რომელიც ნამდვილად მწვრთნელი უნდა ყოფილიყო.

11:01 | 21 აგვისტო, 2011

სამუელ ეტო’ო – ”ზვარაკი” ნებაყოფლობით

სამუელ ეტო’ო რომ დიდი კაცია და ბევრი საგმირო საქმე ჩაუდენია, ამას მტკიცება არ უნდა. არც იმას უნდა მტკიცება, ეტო’ოს დარი ფორვარდები მსოფლიო ფეხბურთს რომ ამშვენებენ და თუნდაც ყოველივეს მსახვრელი ასაკი შემოეპაროთ, ბევრ ახალგაზრდას მაინც არასოდეს ჩამოუვარდებიან... ფეხბურთის რიგითი ქომაგისათვის სწორედ ამიტომაცაა გულსატკენი სამუელის დარი ხალხის ისეთ გუნდებში წასვლა, როგორიც მახაჩყალის ”ანჟია”.

19:20 | 14 აგვისტო, 2011

ცხინვალის რეგიონში სპორტი გარდაიცვალა

გასულ კვირას, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და მტკივნეული თარიღი გავიხსენეთ - 3 წლის წინათ, ზუსტად ამ დროს, საქართველოს გულში რუსული საოკუპაციო ჯარის შემოსვლის შედეგად საშინელება ტრიალებდა, რასაც ჩვენი 470 თანამოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, ოკუპაცია კი, დღემდე გრძელდება.

10:33 | 08 აგვისტო, 2011

ყასაბი ვანოს დარდები

ცენტრალური ევროპიდან: საფრანგეთი და ესპანეთი, აღმოსავლეთ ევროპიდან: ბელარუსი, სკანდინავიიდან კი  - ფინეთი... როგორც ბრაზილიაში გამართულმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრამ გვამცნო, საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ციკლში თითქმის მთელი ევროპის გარდი-გარდმო გადაკვეთა მოუწევს და მეტოქეებიც ისეთები არიან, კარგი ფეხბურთის ხილვის მოსურნე კაცი რომ ინატრებს.

14:46 | 31 ივლისი, 2011

ურუგვაიმ ძველი დრო გაგვახსენა

განა ბევრი გუნდი გააკეთებს იმას, რაც პარაგვაის ნაკრებმა აწდასრულებულ კოპა-ამერიკაზე შეძლო?! ბევრი გუნდი გინახავთ ისეთი, რომელსაც რომელიმე ტურნირის ფინალამდე ფრეებით გაეღწიოს და გზად ბრაზილიის დარი “ვეშაპი გადაეყლაპოს?!“ მაგრამ ამის მიუხედავად, ნეიტრალური ქომაგის აბსოლუტური უმრავლესობა ფინალში მაინც ურუგვაის ნაკრებს გულშემატკივრობდა და ეს, ბუნებრივიცაა. ჩვენს ბაბუებზე რა გითხრათ, მაგრამ ჩემს თაობაში მეეჭვება, ვინმეს გვახსოვდეს იმაზე კარგი ურუგვაის ეროვნული გუნდი, რაც ჩვენ ჯერ გასულ წელს – მსოფლიოს ჩემპიონატზე და წლეულს კოპა-ამერიკაზე ვნახეთ.

14:29 | 24 ივლისი, 2011

ორნი კარაკასში

სტუდენტი ფერნანდო და ბატონი ესტებანი მეზობლები არიან. კარაკასში, ერთ-ერთ მიყრუებულ ქუჩაზე, რომელსაც ბედის ირონიით “გამარჯვების ქუჩას“ ეძახიან, მრავალსართულიან კორპუსში ცხოვრობენ და ერთმანეთს, ძირითადად, საღამოობით ხვდებიან. ესტებანი ფანჯრიდან ხედავს, როგორ შემოდის სადარბაზოში ლექციებიდან დაბრუნებული მისი ახალგაზრდა მეგობარი და ფანჯრიდანვე უქნევს ხელს. ბატონი ესტებანი მოხუცი მეცნიერია, რომელიც დღეს ვენესუელაში აღარავის სჭირდება და არც მისი “ცოტა სხვანაირი იდეები“ ეხატება ზოგიერთს გულზე. ფერნანდო კი სწორედ იმ უნივერსიტეტში სწავლობს, საიდანაც ბატონი ესტებანი უგო ჩავესის აუგად ხსენებისათვის დაითხოვეს.

19:21 | 17 ივლისი, 2011

ევროპა ჟოზეს იმედად...

ევროპაში ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებას ქომაგები მოუთმენლად ელიან. თითქმის ყველა, დიდი თუ პატარა ევროპული კლუბის გულშემატკივარი, ახალ სეზონს, ბუნებრივია, დიდი იმედებითა და ოპტიმიზმით ელის. მაგრამ ამ ყველაფერს თან ახლავს ერთგვარი შიში, რომელსაც სახელად “ბარსელონას” სინდრომი” შეიძლება დავარქვათ და ეს შიში განსაკუთრებულად მწვრთნელებისა და ფეხბურთელების საუბრებიდან გამოსჭვივის.

10:31 | 11 ივლისი, 2011

რა დააშავეს რეგიონებმა?

იყო დრო, როდესაც ქართულენოვან სპორტულ არხებზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო. ამის მიუხედავად, უშუქობის, უპურობისა და ლამის უყველაფრობის ხანაში, რაღაც მანქანებით მაინც ვახერხებდით სასურველი მატჩების ნახვას და თუკი, გასულ ოცწლეულში გულშემატკივრებს რაიმე კარგის გახსენება შეგვიძლია..

<< პირველი<< წინა7172737475767778798081შემდეგი >>
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.631508