ჭადრაკი

12:02 | 02.06

4
ევროპის ონლაინ ჩემპიონატი ნინო ბაციაშვილმა მოიგო

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა ნინო ბაციაშვილმა ქალთა შორის ახლახან დასრულებულ ევროპის პირველ ონლაინ ჩემპიონატზე სწრაფ ჭადრაკში, საუკეთესო შედეგი დააფიქსირა! ნინომ, 2 სათამაშო დღის განმავლობაში 16 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა და ონლაინ ჭადრაკში ევროპის ქალთა ჩეპიონის ტიტული მოიპოვა!

22:18 | 24.03

0
საჭადრაკო ოლიმპიადა წელს აღარ გაიმართება

მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში უნდა გამართულიყო საჭადრაკო ოლიმპიადა, თუმცა კორონავურისთან დაკავშირებით, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიდე) მიიღო გადაწყვეტილება, ეს შეჯიბრება 2021 წელს მოსკოვში გაიმართოს.

197491,195838

00:20 | 06.09

0დიდება დედოფალს!

CinéDOC-Tbilisi-ს ფესტივალის ფარგლებში გამორჩეული კინოჩვენება გაიმართა, ლეგენდარულ ჩემპიონებზე გადაღებული ფილმი - 'დიდება დედოფალს' ფილმის ჩვენებას თავად გმირები: ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია ...

11:21 | 03.09

0ჭადრაკი სკოლაში

საქართველოს განათლების,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტის ,’ჭადრაკი სკოლაში’ ფარგლებში მასწავლებელთა სწავლება გაიმართა. ...

12:52 | 18.08

0პირველად, ჭადრაკის ისტორიაში

პირველად მსოფლიო ჭადრაკის ისტორიაში, საერთაშორისო ფედერაციის ‘ფიდე’ ორგანიზებით, 22 ივლისს აიღო სტარტი და 30 აგვისტომდე გასტანს საჭადრაკო ონლაინ-ოლიმპიადა.

21:50 | 15.08

0უძლიერესები გამოვლინდნენ

საერთაშორისო ოსტატის ნიკოლოზ კაჭარავას (მწვრთნელი მიხეილ მჭედლიშვილი) დამაჯერებელი პირველობით დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ასაკის ჭაბუკთა შორის!

14:18 | 11.08

0კაჭარავა, ერთპიროვნულად დაწინაურდა

ნიკოლოზ კაჭარავამ საქართველოს ჩემპიონატის მეოთხე ტურში შავი ფიგურებით გაიმარჯვა ნიკოლოზ ცომაიასთან და ერთპიროვნულად დაწინაურდა.

13:19 | 30.07

1ბაციაშვილი ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს

ნინო ბაციაშვილი, ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე საქართველოს ქალთა ჩემპიონატზე ერთპიროვნულ ლიდერობას ინარჩუნებს. ფინიშამდე ერთი ტურით ადრე მის აქტივში 6,5 ქულა და ნახევარქულიანი სხვაობაა უახლოესს კონკურენტებთან: ...

13:25 | 29.07

0შავი დღე შავებისთვის

საქართველოს ქალთა ჩემპიონატის მეშვიდე ტურში შავი ფერით მოთამაშე მონაწილეები 4 შეხვედრაში დამარცხდნენ, ხოლო ერთი პარტია ყაიმით დასრულდა.

18:41 | 28.07

0მაიას თასის პირველი ეტაპი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა

ფიდეს ოსტატ ირაკლი ახვლედიანის გამარჯვებით დასრულდა მაია ჩიბურდანიძის თასის გათამაშების პირველი ეტაპი ონლაინ ჭადრაკში!

16:24 | 28.07

0ორი მესამედი გაიარეს

საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის მონაწილეებმა დისტანციის ორი მესამედი გაიარეს და საჭადრაკო ბრძოლები სულ უფრო და უფრო მწვავდება. დღევანდელ ტურში მხოლოდ ერთი პარტია დასრულდა ყაიმით.

17:32 | 25.07

0წარმატებული დღე... შავებისთვის

დღევანდელი ტური შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე მონაწილეების უპირატესობით გაიმართა.ორი პარტია ყაიმით დასრულდა, ხოლო დანარჩენ სამ შეხვედრაში შავებმა გაიმარჯვეს!

0.399973