ჭადრაკი

14:53 | 23.09.2024 | ნანახია 1212 - ჯერ

ბუდაპეშტში საჭადრაკო ოლიმპიადა დასრულდა

ბუდაპეშტში დასრულდა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა. ქალთა შორის პირველ ადგილზე ინდოეთი გავიდა - 19 ქულით, მეორე კი ყაზახეთი 18 ქულით.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა 17 ქულა დააგროვა და III-VI ადგილები გაინაწილა შემდეგი ქვეყნის გუნდებთან ერთად: აშშ, ესპანეთი,სომხეთი და საქართველო.

სამწუხაროდ, დამატებითი მაჩვენებლებით ჩვენები მეექვსე ადგილს დასჯერდნენ.

ტექნიკური შედეგები:

ნანა ძაგნიძე - 7 ქულა (10-დან) +4,8 სარეიტინგო ქულის მატება;

ლელა ჯაავახიშვილი - 4,5 ქულა(10-იდან) -20,6 ქულა

ნინო ბაციაშვილი - 8 ქულა (10-იდან) +5,8 ქულა;

ბელა ხოტენაშვილი - 6,5 ქულა (10-იდან) -9,2 ქულა;

სალომე მელია - 3 ქულა (4-დან) +0,1;

ვაჟთა ოლიმპიადაც ინდოელი მოჭადრაკეების სრული ჰეგემონიით დასრულდა. ინდოეთის ნაკრებმა 21 ქულა დააგროვა და მთელი 4 ქულით გაასწრო კონკურენტებს.

17-17 ქულა დააგროვეს და შემდეგნაირად განაწილდნენ:

3.უზბეკეთი

4.ჩინეთი

5.სერბეთი

6.სომხეთი

საქართველოს ვაჟთა ნაკრები რომელიც სასტარტო სიაში 32-ე ადგილზე იყო განთესილი, მე-19 ადგილზე გავიდა.

ტექნიკური შედეგები:

მიხეილ მჭედლიშვილი - 4 ქულა (9-იდან)+5,7 სარეიტინგო ქულის დანაკარგი;

ნიკოლოზ კაჭარავა - 5 ქულა (8-იდან) +14,2 სარეიტინგო ქულის მატება;

ლუკა პაიჭაძე - 8 ქულა (10-იდან) +29,2 ქულა;

ბაადურ ჯობავა - 6,5 (10-იდან) +5,2;

ლევან ფანცულაია - 4 (7-იდან)+5,2.

გარდა ამისა, ნანა ძაგნიძემ ბუდაპეშტში დასრულებულ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ინდივიდუალურ პირველ დაფაზე.

სოფო ნიკოლაძე


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:26 | 04.01.2025
liberaltmtyvneli123 (416)

კი მარა ვაჟებში მეორეზე ვინ გავიდა

12:28 | 28.12.2024
liberaltmtyvneli123 (416)

საჭადრაკო ტახტი როგორც იქნა მისმა გამომგონებელმა დაუდგეს. .

0.125074