მსოფლიო რეიტინგის მეშვიდე ჩოგანმა ხუან მარტინ დელ პოტრომ როტერდამში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია. მეორე წრეში მან 2 სეტში დაამარცხა ლატვიელი ერნესტ გულბისი 7:6 (5), 6:3.
შეხვედრა 1 საათსა და 39 წუთს გაგრძელდა. არგენტინელმა ჩოგბურთელმა მატჩის განმავლობაში ერთი ბრეიკის შესრულება შეძლო, 5 ეისი ჩააწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მისმა მეტოქემ ვერცერთხელ ვერ შეძლო დელ პოტროს ჩაწოდების აღება, თუმცა ერნესტმა თავი 12 ეისით გამოიჩინა.
დღევანდელი შედეგის გათვალისწინებით, ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიაში წინ ხუან მარტინი გახლავთ 4:1.
მეოთხედფინალურ ეტაპზე დელ პოტროს მეტოქე გამოცდილი ფინელი ჩოგბურთელი იარკო ნიემინენი იქნება, რომელმაც თავის მხრივ ასპარეზობას გერმანელი მატიას ბაჰინგერი გამოთიშა 6:3, 5:7, 6:3.
გიორგი ბარბაქაძე