ჭადრაკი

15:53 | 17.11.2013 | ნანახია 1386 - ჯერ

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

 

ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. როგორც ირკვევა, აზმაიფარაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა 16 ნოემბერს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში, სასტუმრო “პოლონია პალასში” გაიმართულ ევროპის ჭადრაკის ფედერაციების მიღებაზე მოხდა. 

 

ზურაბ აზმაიფარაშვილი (16.03.1960)

საერთაშორისო დიდოსტატი;

ევროპის 2001 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი;

ევროპის 2003 წლის ჩემპიონი (ერთადერთი ქართველი კონტინენტის ჩემპიონატის გამარჯვებული, როგორც ქალთა ასევე მამაკაცთა შორის);

1983; 1985 – მსოფლიოს ახლაგაზრდული ჩემპიონატების ორგზის გამარჯვებული;

მრავალი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული;

2002-2010 – ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიო ჩემპიონატებისა და ოლიმპიადების კომიტეტის წევრი;

2007-2012 – ასეანის ქვეყნების საჭადრაკო აკადემიის სამწვრთნელო პროგრამების მენეჯერი (სინგაპური);

2000-2004 – ევროპის საჭადრაკო კავშირის ბორდის წევრი;

1999-2004 – შავი ზღვის საჭადრაკო ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი;

1998-2004 – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი და თანაპრეზიდენტი;

ღირსების ორდენი კავალერი;

სპორტის რაინდი;

ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენი;

ფიდე-ს უმაღლესი სამწვრთნელო ჯილდო “ბოტვინიკის ხე”.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:52 | 17.11.2013
Kala94 (6114)

ვაა რა მაგარია.. წარმატებები ბატონო ზურაბ !!!

17:08 | 17.11.2013
ბაბუ (11760)

მაგარი იქნება.თუ არ ვცდები ზურა კასპაროვის გუნდში იყო როცა გარიკა კარპოვს წონაში აკლებინებდა.

18:39 | 19.11.2013
ალექსანდრე (6188)

არ ცდები ეგრე იყო ზუსტად.

0.06729