ფეხბურთი

13:44 | 18.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ზუნიგა გაძარცვეს

იტალიური "ნაპოლის" კოლუმბიელი მცველი ხუან კამილო ზუნიგა იარაღის დაშინებით გაძარცვეს.

ზუნიგა თანაგუნდელ დუვან ზაპატასთან ერთად მანქანაში იჯდა, როდესაც მოტოციკლეტით ორი ადამიანი მიუახლოვდა. მძარცველებმა ფეხბურთელები იარაღით დააშინეს და ზუნიგას ძვირადღირებული საათი წაართვეს.

ეს არაა პირველი შემთხვევა ნეაპოლის ქუჩებში. აქამდე მარეკ ჰამშიკის, ვალონ ბეჰრამის და ეზეკიელ ლავეცის მეგობარი გოგონები გაძარცვეს. თქვენ წარმოიდგინეთ, თავის დროზე, 80-იან წლებში, “ნეაპოლის ღმერთს” დიეგო მარადონასაც დაუპირეს გაძარცვა, თუმცა მცდელობა მთლად წარმატებული ვერ გამოდგა. თუმცა ხმაური ბევრი იყო.

გიორგი ბალახაძე

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097738