ფეხბურთი

15:08 | 6.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზუგდიდი” თუ “სპარტაკი” ?

 

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის წლევანდელი სეზონის დამთავრებამდე სამი ტურით ადრე, მხოლოდ ერთი რამ დარჩა გასარკვევი: “მერანის” შემდეგ ვინ იქნება მეორე უიღბლო, რომელიც უმაღლეს ლიგას დატოვებს. კანდიდატი ორია – ცხინვალის “სპარტაკი” და “ზუგდიდი.” ამათში უკეთეს მდგომარებაში “სპარტაკია.” სამშაბათს განმუხურში სწორედ ისინი შეხვდებიან ერთმანეთს და თუ ზუგდიდელებმა ვერ გაიმარჯვეს, ოფიციალურად დაემშვიდობებიან ელიტას.

და კიდევ, შესაძლოა, ამ ტურში “დინამო” ჩემპიონი გახდეს. თბილისელებს წინა ტურშიც შეეძლოთ საქმე მოემთავრებინათ, მაგრამ, “ზესტაფონთან” წააგეს და ზეიმი უახლოესი მომავლისთვის გადადეს. 

მერანი (მარტვილი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

6 მაისი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” უმაყურებლოდ. 17:00

დისკვალიფიცირებულები: აკაკი წყაროზია, გიორგი გეთიაშვილი “(ვიტ ჯორჯია”)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ლ. ვარამიშვილი, დ. გაბისონია. თ. გვანცელაძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:3, 1:2, 0:1

დილა (გორი) – ტორპედო (ქუთაისი)

6 მაისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძე.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: ნიკოლოზ ჯიშკარიანი, გურამ გურეშიძე, სერგი ორბელაძე, კობა შალამბერიძე (“დილა”)

მსაჯები: თ. ხუჭუა, ა. კოკაია, დ. კურტანიძე, ლ. კვარაცხელია (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:0, 3:0, 4:0

ზუგდიდი – სპარტაკი (ცხინვალი)

6 მაისი. განმუხური. ცენტრალური. 17:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, გ. ჩიგოგიძე, ი. კაკაბაძე, მ. ბეუქლიშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:1, 0:2, 1:1

 

1.        

ვიტ ჯორჯია                             

29            

12              

6               

11              

38:38            

42     

2.

ტორპედო 

29

12

6

11

33:40

42

3.

დილა  

29

10

8

11

40:33

38

4.

სპარტაკი 

29

10

4

15

30:36

34

5.

ზუგდიდი

29

7

6

16

21:42

27

6.

მერანი

29

6

4

19

21:54

22

 

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი

7 მაისი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდაძე.” 17:00

დისკვალიფიცირებული: ზურაბ ძამსაშვილი (“გურია”)

მსაჯები: ხ. გაგნიძე, ბ. ჭიჭინაძე, ლ. თოდრია, ჯ. ხორავა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:1, 0:1, 0:1

მეტალურგი (რუსთავი) – სიონი (ბოლნისი)

7 მაისი. რუსთავი. “ფოლადი.” 17:00

დისკვალიფიცირებულები: მიხეილ მახვილაძე (“მეტალურგი”), გიორგი ცხადაია (“სიონი”)

მსაჯები: ა. ბასლეჰლო, გ. ელიკაშვილი, ი. მაჩიტიძე, ლ. სილაგავა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:0, 0:2, 0:2

დინამო (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე)

7 მაისი. თბილისი. “დინამო არენა.” 19:00

დისკვალიფიცირებული: ვაჟა ლომაშვილი (“ჩიხურა”)

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ზ. ფიფია, ა. ნონიკაშვილი, ბ. ნინუა, დ. ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 6:1, 5:1, 1:1

 

1      დინამო (თბ)      29      19      4      6      62:23      61     
2 ზესტაფონი 29 17 4 8 40:21 55
3 სიონი 29 16 6 7 41:28 54
4 ჩიხურა 29 13 6 10 52:44 45
5 მეტალურგი 29 11 6 12 32:37 39
6 გურია                                               29             11            0            18          28:45            33      

 

მეგოლეები:

16 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

14 - დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

10 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)

9 - დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”), ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

8 - გიორგი კორიფაძე (“ვიტ ჯორჯია”)

7 - გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია”), ჯაბა ჯიღაური (“ჩიხურა”)

 6 - გიორგი კახელიშვილი (“სიონი”)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა; 

0.160718