ფეხბურთი

15:18 | 10.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზორიამ” მანჯგალაძე განაცხადში შეიყვანა

გიული მანჯგალაძე ამ სეზონშიც ლუგანსკის “ზორიაში” დარჩება. 20 წლის ნახევარმცველი გასულ სეზონში საუკეთესო იყო “ზორიას” სარეზერვოებში – ეს გუნდი უკრაინის ჩემპიონი გახდა დუბლებში და თანაც, 10-ქულიანი ჰანდიკაპით.

თუმცა, ქართველს თითქმის არ ეძლევა ძირითად გუნდში თამაშის შანსი და შესაძლოა, წლეულს დააწინაურონ: ყოველ შემთხვევაში, უკრაინის პრემიერლიგისთვის განაცხადში შეიყვანეს.

“ზორიას” ერთ-ერთი ლიდერი კი, გეცოდინებათ, ექსვიტჯორჯიელი ჯაბა ლიპარტიაა.

 

0.116013