თამაშგარე

11:02 | 1.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

ზინედინ ზიდანს საკუთარი ძეგლი არ მოსწონს

ძეგლის აღმართვის პატივი როგორც წესი მხოლოდ გამორჩეულ და მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ფეხბურთელებს ღირსებიათ. მათ შორის გახლავთ მარადონა, გარინჩა, დი სტეფანო, ბაჯო, ბატისტუტა და სხვები. იმაზე მეტი პატივი რაღა უნდა იყოს, როდესაც ქვეყანაში ფეხბურთელს სიცოცხლეშივე ძეგლს უგებენ.…
ცოტა ხნის წინ, პარიზის ცენტრში ძეგლი ყველა დროის საუკეთესო ფრანგ ფეხბურთელს, ზინედინ ზიდანს დაუდგეს. პომპიდუს ცენტრი აღმართულ ძეგლზე ზიდანის ლეგენდარულია “თავურია” ასახული, რომელიც ფრანგმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იტალიელ მარკო მატერაცის უთავაზა.
მაგრამ გუშინ, ფრანგ ჟურნალისტებთან საუბარში ზიდანს უთქვამს, რომ ზემოთაღნიშნული ძეგლი დიდად არ მოსწონს, რადგან მას მისი ცხოვრების არცთუ სახალისო მომენტს აგონებს. თუმცა, ზიდანს ძეგლის აღება მაინც არ მოუთხოვია. ასე რომ, ზიდანის ძეგლი პარიზს მომავალშიც დაამშვენებს!
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172853