ფეხბურთი

13:51 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონს” ადამია და გრიგალაშვილი დაუბრუნდნენ

 

“ზესტაფონს” მცველი თევდორე გრიგალაშვილი და თავდამსხმელი გიორგი ადამია დაუბრუნდნენ, რომლებიც აქამდე თანაგუნდელებს ტრავმების გამო ვერ ეხმარებოდნენ.

 საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივემ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-15 ტურში საჩხერის “ჩიხურასთან” სახლში შეხვედრამდე, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

ფორვარდი ირაკლი ქობალია, რომელიც ასევე ტრავმირებული იყო, ინდივიდუალურად ვარჯიშობს და მომავალ ტურში ვერ ითამაშებს.

“ზესტაფონის” სერბი ნახევარმცველი იგორ იელიჩი ოპერაციის გაკეთების შემდეგ რეაბილიტაციის კურს სამშობლოში გადის და სავარაუდოდ გუნდს იანვარში მოსამზადებელი პოერიოდის დაწყებისას დაემატება.

“ზესტაფონი”- “ჩიხურას” დაპირისპირება 4 დეკემბერს შედგება და 18 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.096183