სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

20:02 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” ზედიზედ მეშვიდე

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მეორე ეტაპი დაიწყო. სამშაბათს ზედა ექვსეულის გუნდებმა ითამაშეს. ადრეულ მატჩში, ივანწმინდაში, კვლავ დამარცხდა “ჩიხურა.” ეს სოსო ფრუიძის შეგირდების ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ.

მიჯრით მეშვიდე შეხვედრა მოიგო “ზესტაფონმა.” გია გეგუჩაძის გუნდი მართლაც გამორჩეულია ამ გაზაფხულზე. შინ გაიმარჯვა თბილისის “დინამომაც.” საინტერესოა, რომ დინამოელთა ახალწვეულმა, ოთარ მარცვალძემ საქართველოს ჩემპიონატში 9 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიტანა.

 

1-6 ადგილებისთვის

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:2 (0:0)

გოლები: 0:1 ზვიად ლობჟანიძე (59), 0:2 ჯაბა უგულავა (77), 1:2 ზაზა ჭელიძე (82)

 

დინამო (თბილისი) – გურია (ლანჩხუთი) 3:0 (1:0)

გოლი: 1:0 ჩისკო (36), 2:0 ოთარ მარცვალაძე (49), 3:0 დარკო გლიშიჩი (83) 

 

ზესტაფონი – მეტალურგი (რუსთავი) 2:0 (2:0)

გოლები: 1:0 ნიკა საბანაძე (14), 2:0 დიმიტრი ტატანაშვილი (34)

 

1      დინამო (თბ)                                                      23            16            3           4           54:17           51          
2 ზესტაფონი 23 13 4 6 32:15 43
3 ჩიხურა 23 11 5 7 41:35 38
4 სიონი 23 10 6 7 29:24 36
5 მეტალურგი 23 9 6 8 26:27 33
6 გურია 23 11 0 12 25:32 33

 

7-12 ადგილებისთვის

დილა (გორი) – მერანი (მარტვილი)

26 მარტი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 15:00

დისკვალიფიცირებულები: ალექსანდრე კვახაძე (“დილა”); ვლადიმერ ჯოჯუა, ჩუკვურან რაფაელ უკვუბილე (“მერანი”)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, დ. ჩიგოგიძე, ლ. ვარამიშვილი, დ. სანოძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 3:0, 1:2

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი

26 მარტი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 15:00

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ა. კოკაია, თ. ხუჭუა (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 0:0, 1:0

 

ტორპედო (ქუთაისი) – სპარტაკი (ცხინვალი)

26 მარტი. თბილისი. “მიხეილ მესხი.” 15:00

დისკვალიფიცირებული: გივი იოსელიანი (“სპარტაკი”)

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, გ. ელიკაშვილი, თ. გვანცელაძე (სათადარიგო)

მიმდინარე სეზონში: 1:0, 1:0

 

1      დილა                                                                    22           8           8           6           28:22           32          
2 ვიტ ჯორჯია 22 8 5 9 28:29 29
3 ტორპედო 22 8 5 9 24:30 29
4 სპარტაკი 22 6 2 14 19:32 20
5 ზუგდიდი 22 5 5 12 12:30 20
6 მერანი 22 4 3 15 16:41 15

 

მეგოლეები:

14 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ზესტაფონი”)

13 - ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

9 – დორინ გოგა, ირაკლი მოდებაძე (2, “დინამო”)

8 - ნიკა საბანაძე (“ზესტაფონი”)

7 - ვილი ისიანი (“გურია”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”)

6 – თორნიკე კაპანაძე (“ზესტაფონი”), ელგუჯა ლობჯანიძე, გიორგი კორიფაძე, გიორგი გაბედავა (“ვიტ ჯორჯია”)

5 – გრიგოლ დოლიძე (“ზესტაფონი”), ჯაბა ჯიღაური, ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ლუკა რაზმაძე (“დილა”), ჯაბა დვალი (“დინამო” / “ყარაბახი” აზერბაიჯანი)

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168079