ფეხბურთი

15:49 | 10.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზესტაფონის” ხუთი ახალწვეული და ნომრები

”ზესტაფონმა” გუნდის ხუთი ახალწვეული წარადგინა. ფეხბურთელებს მიენიჭათ პერსონალური ნომრები და საპატიო ვითარებაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურები გადაეცათ.”ზესტაფონს” ხუთი ახალწვეული ჰყავს - ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ირაკლი ქობალია, რომელიც კლუბის ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს, გამოცდილი თავდამსხმელი გიორგი ადამია და მცველი ილია კანდელაკი (ორივე 1-1 წლით), სერბი მცველი ბორისლავ ტერზიჩი და ბრაზილიელი ნახევარმცველი რენე ფერეირა დოს სანტოსი (ორივე 2,5-2,5 წლით).

“ზესტაფონის” საიტი იუწყებოდა კლუბში ირაკლი ქობალიას, გიორგი ადამიას და ილია კანდელაკის მოსვლისა და ამ ფეხბურთელთა სპორტული ბიოგრაფიის შესახებ. რაც შეეხება ზესტაფონელთა უცხოელ ახალწვეულებს, უნდა ითქვას რომ ბოსნიაში დაბადებული სერბეთის მოქალაქე ბორისლავ ტერზიჩი 21 წლისაა და იმერულ გუნდში მოსვლამდე სერბულ "დონი სრემში" ასპარეზობდა; ბრაზილიური "გრემიოს" აღზრდილი ნახევარმცველი რენე ფერეირა დოს სანტოსიც 21 წლისაა და "ზესტაფონში" მოსვლამდე იაპონური "ჯეი-ლიგის" "კავასაკი ფრონტეილის" ღირსებას იცავდა.

უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რიგები დატოვა კოტდივუარელმა ფორვარდმა ბოტი გოა დემელმა.

1 როინ კვასხვაძე, 3 თორნიკე გრიგალაშვილი, 6 თედორე გრიგალაშვილი, 7 დავით რაჟამაშვილი, 8 გიორგი ჭანკოტაძე, 9 საბა ლომია, 10 მოჰამედ რეკრუკი, 11 ირაკლი ქობალია, 12 რომან ტურავა, 14 ლევან შარიქაძე, 17 ლევან კუტალია, 18 ილია კანდელაკი, 21 მიხეილ სარდალიშვილი, 23 გიორგი კაჭკაჭიშვილი, 25 რენე ფერეირა დოს სანტოსი, 28 კახაბერ მეშველიანი, 45 გურამ სამუშია, 50 ბორისლავ ტერზიჩი, 55 გიორგი ადამია, 70 ვახტანგ ჭანტურიშვილი, 77 იგორ იელიჩი, 80 ავთანდილ ენდელაძე, 88 მალხაზ გაგოშიძე, 93 ნოდარ კიკნაველიძე, 99 ოთარ კვერნაძე.

www.fczestafoni.ge 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114741