ფეხბურთი

18:52 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ზესტაფონი" - შეკრებაზე 21 ფეხბურთელით

ხვალ, 21 ივლისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი თურქეთში მიემგზავრება, სადაც 3 აგვისტომდე დარჩება. მოახლოებული სეზონისთვის მომზადების თურქული ეტაპის გასავლელად, მარგველთა დამრიგებლის რატკო დოსტანიჩის გადაწყვეტილებით, თურქეთში შემდეგი 21 ფეხბურთელი მიემგზავრება:

მეკარეები: როინ კვასხვაძე, კახაბერ მეშველიანი, რომან ტურავა;

მცველები: ილია კანდელაკი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე;

ნახევარმცველები: ლევან შარიქაძე, დავით რაჟამაშვილი, ვახტანგ ჭანტურიშვილი, იგორ იელიჩი, გიორგი ჭანკოტაძე, ლევან კუტალია, მიხეილ სარდალიშვილი, ნოდარ კიკნაველიძე, ბექა მიქელთაძე;

თავდამსხმელები: გიორგი ადამია, საბა ლომია, ირაკლი ქობალია, ოთარ კვერნაძე.

როგორც აქამდეც გაუწყეთ, გუნდთან ერთად არ იმყოფებიან იმერელთა ლეგიონერები ბოტი გოა დემელი და მოჰამედ რეკრუკი, თუმცა ორივე ეს ფეხბურთელი გუნდს რამდენიმე დღეში სწორედ თურქეთში შეუერთდება. რაც შეეხება გურამ სამუშიასა და ავთო ენდელაძეს, ორივე ეს ფეხბურთელი საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ლიტვაში იმყოფება - სწორედ დღეს საღამოს გია ცეცაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრას გამართავს.

თურქული შეკრების მსვლელობისას საქართველოს ორგზის ჩემპიონები ოთხ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ. პირველი ამხანაგური მატჩი 27 ივლისს გაიმართება - ზესტაფონელთა მეტოქე თურქეთის პირველი დივიზიონის წარმომადგენელი "მანისასპორი" იქნება..

იმერელთა მგზავრობა თურქეთის ქოჯაელის პროვინციის მიმართულებით, ხვალ დილით 6:30 საათზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დაიწყება. კარტეპეში ზესტაფონელები სასტუმრო ”Grin Park Kartepe Otel”-ში დაბინავდებიან.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120494