ფეხბურთი

13:45 | 20.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ზენიტი” ვუჩინიჩში 13 მილიონს იხდის

 

სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდის – მირკო ვუჩინიჩის შეძენით კვლავ დაინტერესებულია. Juvenews-ის ცნობით, რუსები იტალიელებს სატრანსფერო წინადადებით იანვარში მიმართავენ.

30 წლის ჩერნოგორიელის სანაცვლოდ, “ზენიტი” “იუვენტუსს” 13 მილიონ ევროს სთავაზობს. ტრანსფერის ინიციატორი სანკტ-პეტერბურგელთა თავკაცი ლუჩიანო სპალეტია, რომელიც ვუჩინიჩს “რომაში” წვრთნიდა.

აღსანიშნავია, რომ ვუჩინიჩის შეძენა მილანის “ინტერსაც” სურს.

0.113743