ფეხბურთი

15:47 | 3.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ზბინეკ პოსპეხი თბილისის “დინამოს” სურს, თუმცა...…

თბილისის “დინამოს” მწვრთნელი დუშან უჰრინი პრაღის “დუკლას”ფორვარდით, ზბინეკ პოსპეხითაა დაინტერესებული. ამის შესახებ efotbal.cz-ს “დუკლას” სპორტულმა დირექტორმა გაუნტერ ბიტენგელმა აცნობა.

“უჰრინმა პოსპეხის გადაყვანის სურვილი გამოთქვა, თუმცა ფეხბურთელს კონტრაქტი აკავშირებს კლუბთან. ჩვენ არ ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ ყველა წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვა გვსურდეს. პოსპეხის გუნდში დატოვება გვსურს, თუნდაც კონტრაქტის პირობების გაუმჯობესების ხარჯზე”, – ამბობს ბიტენგელი.

პოსპეხმა გასულ სეზონში 28 მატჩში 9 გოლი გაიტანა, რითაც გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ამ ფეხბურთელს ბევრი კლუბი გამოუცვლია: “ოპავა”, “სლოვაცკო”, “ლიბერეცი”, “ოდ გრენლანდი”, “არტმედია”, “ბრნო”, “სლავია” (პრაღა).

 

0.116501