კალათბურთი

13:27 | 4.09.2013 | ნანახია 2372 - ჯერ

ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია სლოვენიაში ვერ ჩამოვლენ

ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია საქართველოს  ნაკრების საქომაგოდ სლოვენიაში  ჩამოსვლას და მორალურ მხარდაჭერას აპირებდნენ, მაგრამ ვერ ახერხებენ, რადგან აშშ-ში, მათივე გუნდების წარმომადგენლების მეთვალყურეობით, სამედიცინო რეაბილიტაციის კურსს გადიან. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, მერაბ რატიშვილმა გვითხრა , რომელიც ფედერაციის პრეზიდენტ ბესიკ ლიპარტელიანთან და ფედერაციის მრჩეველ ლაშა ძიძავასთან ერთად იმყოფება ლაშკოში. რატიშვილმა აღნიშნა, რომ  ფაჩულიას და შენგელიას  ძალიან უნდოდათ ჩამოსვლა სლოვენიაში საქართველოს ნაკრების  საქომაგოდ, მაგრამ მათი  გუნდების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს რომ სარეაბილიტაციო კურსი აშშ-ში უნდა დასრულდეს,  მათივე სპეციალისტების მეთვალყურეობით. ამ სიტუაციაში, რასაკვირველია, ფაჩულია და შენგელია დაემორჩილნენ მოთხოვნას.  

 ჩვენი ნაკრები კი პოლონეთთან დღევანდელი მატჩისათვის ინტენსიურად ემზადება. გუნდში საბრძოლო განწყობაა. კალათბურთელები ამბობენ, რომ დღევანდელ მატჩს საქართველოს ნაკრებისათვის  გადამწყვეტი თუ არა, ძალიან დიდი  მნიშვნელობა აქვს, რადგან ჯგუფურ ეტაპზე სასტარტო  შეხვედრას შეუძლია წარმატებისთვის პირობაც და ფონიც შექმნას.

   პოლონეთის ნაკრების კალათბურთელები და მწვრთნელები, რომლებსაც  ლაშკოში, სასტუმრო "თერმანა ლაშკოში" შევხვდით, თავს იკავებენ კომენტარებისგან. " არ გეწყინოთ, მაგრამ მატჩის წინ, მითუმეტეს მეტოქე ნაკრების ქვეყნის მასმედიისთვის, კომენტარებს არ ვაკეთებთ, ჩვენ გულმოდგინედ ვემზადებით საქართველოს ნაკრებთან მატჩისათვის, კარგად შევისწავლეთ მოწინააღმდეგის თამაში, ვიცით, რომ ორივე გუნდისთვის ამ შეხვედრას  დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველაფერი მოედანზე გადაწდება"- გვითხრეს პოლონეთის ნაკრების წარმომადგენლებმა,

 ჩვენ კი დავუმატებთ, რომ მატჩის შედეგისთვის გარკვეული მნიშვნელობა ექნება ორივე ნაკრების ქომაგთა აქტიურობას. ჩვენი მონაცემებით, საქართველოს ნაკრების მხარდასაჭერად ცელიეში ქართველ ქომაგთა ჯგუფიც იქნება. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არის ინფორმაცია, რომ ჩვენს ნაკრებს სლოვენიაში მცხოვრები ქართველთა ჯგუფი და მეზობელი  ქვეყნებიდან ჩამოსული ჩვენი თანამემულეები უქომაგებენ. საქართველოდანაც არის ჩამოსული ქომაგთა და ვეტერან კალათბურთელთა პატარა ჯგუფი.

 თენგიზ პაჭკორია, ლაშკოდან სპეციალურად www.worldsport.ge-სთვის

ხათუნა გაბიტაშვილის ფოტო

 

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი “ჯომა”

 





კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:14 | 05.09.2013
ukleba (17336)

კი მოვუგეთ უკვე ))))

16:16 | 04.09.2013
leonti (1177)

თენგიზ ბატონო, ერთი დავთვალოთ სლოვენიაში მცხოვრები ქართველობა 20 კაცი არ შეიკრიბება! ძირიტადი გულშემატკივრები საქართველოდან და მეზობელი გერმანია-ავსტრიიდან ჩავა.

16:01 | 04.09.2013
dinamo_tiflis (3394)

დავაიიი ბიჭებოოოო!!!!!!!!!

15:24 | 04.09.2013
სპორტი (280)

დღეს გამარჯვება ჩვენია მიდით ლომებო !

15:22 | 04.09.2013
geogeobasket (512)

გორტატის განეიტრალება დღევანდელი შემადგენლობიდან ცქიტიშვილს და შერმადინს შეუძლიათ. სხვებს თავიანთი საქმე აქვთ და ვერც ფიზიკურად გაუწევენ წინააღმდეგობას. ვიგებთ აუცილებლად და წარმატებები ბიჭებს ესენი არ შეარცხვენენ საქართველოს სახელს

15:13 | 04.09.2013
kipiani (570)

მოვკვდი კაცი ნერვიულობით, როდის მოვა ხუთის ნახევარი

15:09 | 04.09.2013
Kala94 (6114)

ეე არადა კარგი იქნებოდა ზაზა და თოკო ბიჭებთან ყოფილიყვნენ.. არაუშავს მაინც მჯერა რომ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად !

14:57 | 04.09.2013
nananana (1668)

დღეს უეჭველი უნდა მოვიგოთ, წარმატებები ბიჭებს,კარგი იქნებოდა რომ დარბაზიდანვე ექომაგათ,მაგრამ ეგ არაფერი, მათი სული და გული დღეს მაინ ბიჭებთანაა

14:22 | 04.09.2013
BEERTRANCE (97819)

სამსახურში იზოლაცია მოვითხოვე რო მვერ გავიგო ანგარიში და სახლში ანგარიშის გაუგებლად უნდა ვუყურო თავიდან ბოლომდე, იმედია გავიხარებთ.

14:13 | 04.09.2013
geogeobasket (512)

დღეს დიდი დღეა დიდიიი) პოლონეთს პატარა მასტერ კლასი და ეგ არის. მჯერა ყველასი, რომ მაქსიმუმ გააკეთებენ. ვიკა დაფრინავს, მანუსაც იმედია წაუვა თამაში რომც არ წაუვიდეს მაინც ბევრ სარგებელს მოუტანს ნაკრებს, ბუ მაგარ ფორმაშია, ჰიკმანმა მეტი მოინდომოს შეუძლია, ცქიტიშვილი მჯერა რომ ბოლომდე დაიხარჯება და ბევრ სარგებელს მოუტანს ნაკრებს თავისი გამოცდილებით და სამიანებით დროც მეტი ჭირდება, შერმადინმა ამხანაგურებზე სასიამოვნოდ გამაოცა და იმედია იგივეს კეთებას გააგრძელებს, ფაცაციამაც უნდა ქნას რაღაც მეტი მონდომება ჭირდება. მეტრეველი და ლეჟავაც მგონია, რომ შანსს მაინც იმსახურებენ თუნდაც მცირედს. ფხაკაძე,სანაძე და ბურჯანაძე ნაკრების მომავალია და ბევრი უნდა ისწავლონ ამ ბიჭებისგან. ასე რომ გავამხნევოთ ბიჭები ყველას რაღაც პლიუსი აქვს რაც ერთიანობაში საკმაოდ სოლიდურ ნაკრებს ქმნის.

13:51 | 04.09.2013
amigo23 (14112)

მიდით ლომებო დღეს თქვენი იმედი მაქ )

13:36 | 04.09.2013
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მიდით ბიჭები რა როდის დაიიწყება აღარ შემიძლია პოლონეთს უეჭველი მოვუგებთ.ცინცაძეს მარკოიშვილს და სანიკიძეს რომ ვუყურებ გული სიხარულით და იმედით მევსება.მიდით ბიჭEებო უნდა Gადავუხსნათ სახეები

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.078762