თამაშგარე

10:05 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

სალაიეტაც “წერამ აიტანა”

 

გახსოვთ მარსელო სალაიეტა? ამ უცნაურ ურუგვაელ თავდამსხმელს, რომელიც დღეს ურუგვაის “პენიაროლში” ირიცხება და ვეტერანი ფეხბურთელის ნოსტალგიებით იტანჯება, სხვა ცნობილი ფეხბურთელების მსგავსად, ავტობიოგრაფიული წიგნის დაწერა ჰქონია გადაწყვეტილი. მაგრამ, თურმე ის კი არ იცის, ამ წიგნში რა უნდა აღწეროს და რა არა.

ერთ დროს ტურინის “იუვენტუსის” “ოქროს შემცვლელად” სახელდებული ურუგვაელი ამბობს, რომ წიგნის დაწერა მისმა მეგობარმა, ასევე ვეტერანმა ურუგვაელმა მობურთალმა ალვარო რეკობამ ურჩია. თუმცა, მარსელო იმასაც ამბობს, რომ პირადი ცხოვრების გამოაშკარავება არ სურს და მისი წიგნი მხოლოდ ფეხბურთს შეეხება.

მარსელო სალაიეტას პატივისცემის მიუხედავად, ძალიან რთულად წარმოსადგენია, რომ მისი წიგნი ევროპაში ბესტსელერად იქცეს. მით უმეტეს, თუკი ამ წიგნში პირად ამბებზე არაფერი ეწერება. სალაიეტა არც უეინ რუნი ყოფილა და არც შტეფან ეფენბერგი, მისმა წიგნმა დიდი ინტერესი რომ დაიმსახუროს. თუმცა, კაცია და გუნება...

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.163583