0:0 - ასე დასრულდა წრის ცენტრალური მატჩი, რომელმაც "დინამოსა" და "დილას" შორის ჰანდიკაპი უცვლელი დატოვა. თამაშიდან გამომდინარე, ლიდერსაც და უახლოეს მდევარსაც შეეძლოთ მოგება, ფეხბურთელებმა გული და სული ჩადეს თამაშში, მაგრამ ვერ ვნახეთ გოლი.
მატჩის შემდეგ "დინამოს" ჩეხმა თავკაცმა დუშან უჰრინმაც აღნიშნა, საწყისი 15 წუთის შემდეგ, უპირატესობა მეტოქემ მოიპოვაო. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ტაიმის შუაში, 5-7-წუთიან მონაკვეთში, როცა "დილამ" ზედიზედ 4 კარგი შეტევა განახორციელა.
ჯერ გიორგი ილურიძე გაძვრა ორ დინამოელს შორის და დაფარული პასი გაუკეთა სეხნია კახელიშვილს, რომელმაც ოდნავ მახვილი კუთხიდან ააცილა. ერთ წუთში გოგიტა გოგუას დარტყმული მოიგერია გიორგი ლორიამ და ამას მოჰყვა ბრაზილიელი ნათან ჟუნიორის ოდნავ უზუსტო თავური, რომელიც კახა ალადაშვილის გარღვევისა და ჩაწოდების შედეგად განხორციელდა. ირაკლი მაისურაძესაც შეექმნა მომენტი, თუმცა ფეხებში ჩაუხტნენ და არ დაარტყმევინეს.
თითქოს "დილა" გოლს ამწიფებდა. ისე ჩანდა, რომ ვალდას ივანაუსკასს სწრაფ გოლზე ჰქონდა თამაში გათვლილი. შემდეგ კი თამაში გათანაბრდა. "დინამომაც" რამდენჯერმე სცადა გამწვავება, თუმცა მეკარე ბექა შეყრილაძე პირველ ტაიმში თამაშში სერიოზულად არ ჩართულა.
ჯაბა დვალს მკაცრად მეურვეობდნენ და "დილამ" ეს მისია ბოლომდე შეასრულა - ფორვარდს გასაქანი არ მისცა. კახა ალადაშვილმაც გაანეიტრალა გიორგი მერებაშვილი, რომელმაც, როგორც გახსოვთ, ნოემბერში საუკეთესო მატჩი ჩაატარა "დილას" წინააღმდეგ. ალადაშვილი (და კვირკველიაც) შეტევებისთვის იცლიდნენ, მხოლოდ დაცვაზე არ ყოფილან ორიენტირებულნი.
შეყრილაძეს პირველად 55-ე წუთზე მოუწია ბურთის მოგერიება, როცა ლევან ხმალაძის დარტყმულს გაუმკლავდა. მე-60 წუთზე ჩისკო წაიქცა მეტოქის საჯარიმოში და დინამოელები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა მანამდე, "დილაც" პროტესტს გამოთქვამდა - გიორგი ილურიძის წინააღმდეგ 11-მეტრიანი უნდა დანიშნულიყოო. ორივე ეპიზოდი ისეთი იყო, რომ "იყო", ან "არ იყო"-ს მტკიცება ძნელია.
65-ე წუთზე დვალმა ოდნავ ააცილა და ამის შემდეგ, სახიფათო დარტყმა აღარ განხორციელებულა. შეყრილაძე უკვე ვახსენეთ და ეტყობოდა, რომ ფეხი სტკიოდა, თუმცა ივანაუსკასმა მეკარის შეცვლა ვერ გარისკა.
"დინამომ" ბოლო 8-10 წუთში შეუტია და ერთი კარგი მომენტიც შეექმნა, როცა არეულობისას პეტერ გრაიციარს დარტყმა არ აცალეს. ლაშა თოთაძემ იყოჩაღა, ვარდნაში დაასწრო ჩეხს და უეჭველ გოლს გადაარჩინა "დილა".
"დინამოს" ახალგაზრდა საყრდენ გიორგი პაპავაზეც ვთქვათ: სათამაშო პრაქტიკით ვერ დაიკვეხნის და მიუხედავად ამისა, ამ შეხვედრაში კარგად გამოიყურებოდა.
მატჩის შემდეგ:
ვალდას ივანაუსკასი: "ვფიქრობ, რაც უფრო მეტი იქნება ასეთი მატჩები, მით უფრო მოიგებს ქართული ფეხბურთი. დღეს საქართველოს ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა და მნიშვნელობაც დიდი ჰქონდა: როგორც იტყვიან, 6-ქულიანი შეხვედრა იყო. მართალია, წინ კიდევ 8 ტურია, მაგრამ მაინც.
რთული მატჩი გამოვიდა. ვიცოდით, რომ "დინამო" სახიფათოა სტანდარტული სიტუაციებისას და ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს.
მთლიანობაში, უკმაყოფილო არ ვარ. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია".
დუშან უჰრინი: "რთული მატჩი იყო. თავიდან აქტიურად დავიწყეთ, 15 წუთის შემდეგ კი "დილამ" შეუტია და უპირატესობა მოიპოვა. ბოლო 10 წუთი ჩავატარეთ კარგად და რამდენიმე საგოლე მომენტიც შევქმენით.
თამაში ისეთი იყო, შეიძლებოდა, ეს მატჩი წაგვეგო, ან მოგვეგო კიდეც. საბოლოოდ, ფრე ლოგიკურ შედეგად მიმაჩნია".
"დინამო" (
17.03. 18:00.
დინამო: ლორია, შაშიაშვილი, გივი კვარაცხელია, უსტარიცი, მილხრაუმი, ხმალაძე (გრაიციარი 64), პაპავა, ალვარო, მერებაშვილი (ტატანაშვილი 90+3), ჩისკო, დვალი (გლიშიჩი 82).
მწვრთნელი: დუშან უჰრინი.
დილა: შეყრილაძე, ალადაშვილი, კვახაძე, თოთაძე, კვირკველია, გვალია, მაისურაძე, გოგუა, კახელიშვილი (ნიკა ჯიშკარიანი 83), ილურიძე (ლეონარდო 65), ჟუნიორი (მოდებაძე 80).
არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე.
გაფრთხილება: ალვარო (21), კვახაძე (27), პაპავა (51), ხმალაძე (57), გვალია (63), თოთაძე (88).
I-VI ადგილებისთვის
დინამო (თბ) – დილა 0:0
ზუგდიდი – ჩიხურა 1:3 (1:0)
გოლები: 1:0 ირაკლი ეხვაია (26), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (67), 1:2 ნიკო კვასხვაძე (80), 1:3 ბესიკ დეკანოიძე (90+2)
ზესტაფონი – ტორპედო 0:0
1 | დინამო (თბილისი) | 24 | 17 | 5 | 2 | 66:19 | 56 |
2 | დილა (გორი) | 24 | 17 | 2 | 5 | 38:16 | 53 |
3 | ტორპედო (ქუთაისი) | 24 | 14 | 5 | 5 | 41:18 | 47 |
4 | ჩიხურა (საჩხერე) | 24 | 14 | 5 | 5 | 38:22 | 47 |
5 | ზესტაფონი | 24 | 11 | 5 | 8 | 31:22 | 38 |
6 | ზუგდიდი | 24 | 10 | 5 | 9 | 28:32 | 35 |
30 მარტი: დილა – ზუგდიდი, ტორპედო – დინამო (თბ), ჩიხურა - ზესტაფონი
VII-XII ადგილებისთვის
კოლხეთი – სიონი 2:1 (1:1)
გოლები: 1:0 თეიმურაზ ფარულავა (20), 1:1 აკაკი მიკუჩაძე (33, პენ), 2:1 შალვა კვანტალიანი (84)
დინამო (ბთ) – ვიტ ჯორჯია 2:0 (1:0)
გოლი: 1:0, 2:0 ბესიკ ჩიმაკაძე (40, 90 პენ)
მეტალურგი – მერანი 1:1 (1:1)
გოლი: 1:0 ზვიად ლობჯანიძე (20), 1:1 ლაშა კუჭუხიძე (39)
1 | მეტალურგი (რუსთავი) | 24 | 10 | 5 | 9 | 23:27 | 35 |
2 | მერანი (მარტვილი) | 24 | 7 | 3 | 14 | 24:38 | 24 |
3 | ვიტ ჯორჯია (თბილისი) | 24 | 5 | 7 | 12 | 15:33 | 22 |
4 | სიონი (ბოლნისი) | 24 | 5 | 6 | 13 | 17:40 | 21 |
5 | დინამო (ბათუმი) | 24 | 5 | 4 | 15 | 25:47 | 19 |
6 | კოლხეთი (ფოთი) | 24 | 1 | 4 | 19 | 13:45 | 7 |
25-ე ტური
30 მარტი: მერანი – კოლხეთი, ვიტ ჯორჯია – მეტალურგი, სიონი – დინამო (ბთ)
მეგოლეები:
18 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
13 - საბა ლომია (“მერანი”)
12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
7 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“მეტალურგი” / “დინამო” თბილისი)
6 – მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “ვიტ ჯორჯია” / “დინამო” ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის), ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”),
5 - გიორგი ბერიაშვილი, გიორგი კუხიანიძე (2), ელგუჯა გრიგალაშვილი (ყველა - “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე ("ჩიხურა")
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ბესიკ დეკანოიძე (“ჩიხურა”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), რომან ახალკაცი (“დილა” / “მეტალურგი”), ლაშა გვალია (1), ირაკლი მოდებაძე (2, ორივე - “დილა”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი (“დილა” / “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”)
2 – ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ორივე – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი (“ზესტაფონი” / “მეტალურგი”), ლევან კუტალია (1,“ზუგდიდი” / “ზესტაფონი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1 “დილა” / “დინამო” ბათუმი), დათო კვირკველია (1, “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“დილა” / თავისუფალი აგენტი), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ბექა ტუღუში, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ელგუჯა ლობჟანიძე, ლაშა გაბრიჩიძე (ორივე - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი (“ზესტაფონი” / “დინამო თბილისი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ორივე – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე (“ზუგდიდი” / “დინამო” ბათუმი), გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, გიორგი ქუცურუა (გუნდში აღარ არის), დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, გიორგი ფეიქრიშვილი (გუნდში აღარ არის), ვილი ისიანი, გიორგი ჭანკოტაძე (გუნდში აღარ არის), დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია, აკაკი მიკუჩაძე (1) (ყველა - “სიონი”), გიორგი ჭედია (“სიონი” / ამჟამად უგუნდოდ), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე (“ტორპედო” / “დილა”), ვალერი კაციტაძე, მიხეილ გორელიშვილი, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია (ყველა - “დილა”) ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“კოლხეთი” / “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე, გოგი ფიფია, ზვიად ლობჯანიძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ევრო-თასებამდე ორივე მოუმატებს ქუთაისი დაემატება და წელს 3-4 ქულა უნდა ავიღოთ კოეფიციენტებში
ადმინ საიტის დიზაინი გამოცვალე
Torres9(YNWA) (64)კი
Torres9
კი ჩემო გიო
leo-dzia
U19-ც მიამატე. ბილეთებით ზუსტ რაოდენობას ვერ გაიგებდი
ცხრამეტწლამდელები ჩემს გვერდით იჯდნდნ, 20 კაცამდე იქნებოდნენ სულ
"გოგუა ნოლი ხარ"-ტრანსფარანტზე ეს ეწერათ გლადიატორებს?
ჰო...
:P
რავი მე ზემოტ ვიჯექი, კი იყო ხალხი მაგრამ დზაან ბევრი არა და დალსჰე გლადიატორები და ლომკაცები აქეტიქიტ.. რავი ახლა მე ხალხის დატვლის ექსპერტი არ ვარ მაგრამ არამგონია 6000 ყოფილიყო. ტუმცა დაიტვალოს გაყიდული ბილეტები დინამომ და ცოტა მიუმატოს და ეგაა. გვეცოდინება ზუსტად, მარტივია...
ზუსტად რამდენი იყო ხალხი არ ვიცი მაგრამ ბევრი რომ იყო ფაქტია. 5000 ნამდვილად იქნებოდა
mamuka-geo (4096
პირველ ტაიმში იქნებოდა ჩემი აზრით 6000 მერე მოაკლდა ხალხი ძალიან დაცხო წვიმამ და და აცივდა
5 ათასი ჯერ მარტო ზემოთ იჯდა რადგან ერთი სექტორი მტლიანად რო შეგეტყუპებინა ხალხი გამოვიდოდა ამას დამატებული 300 კაცი გლადიატორები ვინც ვიყავით და კიდე დაბლაც იჯდნენ დინამოს ასაკობრივი გუნდები და ფეხბურთელების მეგობრები იყვნენ რა 6000 ამდე
) დგეს ხალხი
არაუშავს მაგრამ უნდა გამოასწოროს გუნდმა თამაში
ძალიან დაძაბული თამაშI იყო. ორივე გუნდი პირველ რიგში გოლის არ გაშვებაზე თამაშობდა და ეტყობოდა კიდეც თამაშს. წვიმამ კიდევ უფრო დააგდო ხარისხი თამაშის. ისე 6000 მაყურებელი არ იქნებოდა ნაღდად.
6000 არ ვიცი მარა 5000 იქნებოდა უეჭველად
ხო მე ორიატასამდეც არ მგონია ყოფილიყო რავი
ამას მართლა ამბობ ?
)
ყველაზე პრიკოლი დგეს იყო 4 კაცს რო გაეჯიმა დილას ფეხბურთელებს ვითომ კუნთები და 4 ვე რო დაეცა
levani82 (3871)
მაგას ვინ ითხოვს ჩემო ლევან მაგრამ რომც დამნიშნოთ ამ ფეხბურთელებით ამაზე უარესი ფეხბურთის თამაში როგორ უნდა მოვახერხო მეთითონაც არ ვიცი
დვალიშვილი დღეს ყველას ჯობია ნებისმიერ ქართველ თავდამსხმელს
datogugesha!
დუშანას ადგილას შენ ხომ არ დაგნიშნოთ?
სტადიონზე ვიყავი და ამდენ ხალხში ასე რომ ითამაშებ უბრალოდ სირცხვილია და ნამუსის ამბავია ყოჩაღ დილას მიუხედავად დასუსტებისა მაინც გუნდის შთაბეჭდილება დატოვა
აქ მერე ვინმე დამიწერს მარცვალაძეს ჩისკო ჯობია და დვალს დვალიშვილიო რა უნდა ველაპარაკო. დინამო სანამ ძლიერ ქართველებზე არ გააკეთებს აქცენტს მუდამ წარმატების მოლოდინში იქნება თბილისელი გულშემატკივარი ჩემპიონობაც კი ძალიან საეჭვოა ასეთი გუნდით უჰრინი უსუსტესი მწრთვნელი რომ არის კიდევ გამოჩნდა.
გაეკეთებინათ ამ ფეხბურთელებზე აქცენტი და ბევრს მოიგებდნენ შოთა გრიგალაშვილი ალეკო ამისულაშვილი ლაშა სალუქვაძე ლადო დვალიშვილი ოთარ მარცვალაძე
სამწუხაროდ ძაან არ მომეწონა დინამო დღევანდელი თამაში,არ ეტყობა ამ გუნდს ევროთასებზე რაიმე სერიოზულს წარმატებას მნიაღწევს,იმედსი ზაფხულამდე რამე შეიცვლება
ადმინ დიზაინი შეცვალე რა გთხოვ
საშინლად ვითამაშეთ არ ვიცი ვის დავაბრალო მაგრამ მწრთვნელის ბრალიც არის და ფეხბურთელებისაც სათანადოდ ვერ განეწყვნენ მატჩისთვის კარში ვერ დავარტყით წესივრად და მომენტი არ გვქონია. ძარია სასტავის კაცია და უნდა ეთამაშებინა
დილა მაგრად მომწონს ივანაუსკასის ხეკში კაი ფეხბურთს თამაშობს ერთადერთი მინუსი ის აქვს ამ გუნდს რო თავდამსხმელი არ უავს გამტანი...აი ისეთი როგორიც ვაწა იყო
უჰრინ აზრზე არ ხარ ჯერ იმიტომ რომ ძარია დასვი სკამზე მერე იმიტომ რომ გუნდი ვერაფერ ფეხბურთს თამაშობს და ელემენტარული კომბინაციას ვერ აკეთებს ხომ ვიძახდი შაშიაშვილს ხვალ სეთურიძე აჯობებს თქო გუშინ დაეყენებინა შემტევი მცველი უფრო გვჭირდებოდა ასეთ თამაშში დვალი ჩისკოს დუეტი კიდე მინუსებში მიდის უსუსტესია მცხვენია და ნერვები აღარ მაქვს
ასეთ წვიმაში 6000 მაყურებელი მოდის პატივისცემა მაინც გამოიჩინე და ხალხი მაინც დააფასე თქვე უნამუსოები გაინძერით მაინც 7 კაცი მყავდა სტადიონზე და ასეთი პასუხი გამცეს აწი ჩემთადავად ჩემპიონატის თამაშზე აქ მომსვლელის ....... ტორპედოს თამაშის გარდაო . მერე იტყვიან ხალხი რატო არ მოდის მოვიდა და ქენი რამე ფუი გაილუმპა ხალხი ვის გამო უმაქნისების გამო რომელიც უდიდეს ხელფასებს იღებენ.
გლადიატორები გენაცვალეთ უმაგრესები ხართ მაგრამ თქვენ უკეთეს გუნდს იმსაახურებთ დიდი სიამოვნება მივიღე თქვენთან ერთად ბალეშიკობაში გენაცვალეთ ჯიგარში
ფეხბურთელებს რას ერჩი, თავდადება ნაღდად არ დაეწუნებოდათ არცერთს
ისე კი კარგია რომ ფეხბურთელების "უჯიგრო და მოვალეობის მოხდის მიზნით თამაძზე" აღარავინ საუბრობს.. მართლა ყველა ბოლომდე დაიხარჯა. დანარჩენიც ნელნელა მოვა, მთავარია სტაბილურობა
უჯიგრობის პიკი იყო უგულოდ და საზიზღრად ითამაშეს დინამოს ფეხბურთელებმა გამართლება არ აქვს ამას სულ რომ დებილი მწრთვნელი გყავდეს ასე უჯიგროდ მაინც არ უნდა ითამაშო
ძარიას არ თამაშმა განაპირობა ეს მარცხი ძირითადად კაცი არის ცენტრის ბურჯი რატომ არ ათამაშა ვერ ვხვდები
არ იყო ისეთი ცუდი თამაში ხალხი როა გადარეული...წარმოიდგინეთ სავსე სტადიონი...დარწმუნებული ვარ ამდენი კრიტიკა არ იქნებოდა...უგრინი კიდე დღითიდღე მიცრუებს იმედს...ერთს ვიტყვი რა...დინამოს ჭორდება გეგუჩაძე...უგრინის ფეხბურთს არ ვიცი რა დავარქვა,ყველა ინდივიდუალურად ცდილობს ფონს გასვლას...ერთI ნორმალური კომბინაცია არ ჩანს...დრო გადის და დინამო თამაშით წინ ვერ მიდის...გუნდი დამოკიდებულია ჩისკოს საშემსრულებლო ოსტატობაზე,მერებას გარღვევებზე და ალვაროს შორიდან დარტყმებზე რო ეგებ გაიტანოს...არანაირი კომბინაცია,ლამაზი თამაში...ესაა სუფთა ჩეხური ათლეტური ფეხბურთი შედეგზე ორიენტირებული...გარსიას დინამო ამაზე ბევრად უკეთესი იყო საყურებლად...თუმცა შედეგი ეხა უკეთესია...ეგ იმიტო რო დუშანა მკაცრია...ეს პლიუსია მაგრამ მინუსებიც აქვს ამ კაცს როგორც გამოჩნდა...არ შეუძლია გუნდი ლამაზად ათამაშოს...დინამოს კიდე დღეს საქართველოში ყველაზე კაი შემადგენლობა ყავს და ნამდვილად შეუძლია ლამაზი კომბინაციურო ფეხბურთის თამაში
სწორი შეფასებაა გიო! ყველაფერი დახვეწილად ჩამოაყალიბე!
"დინამოს" ან გეგუჩაძე სჭირდება, ან-ცხადაძე! ისე მე ფიფიას ადგილას-შუშაკს დავაბრუნებდი! (ეს ჩემი აზრია მხოლოდ!) ან ხურცილავას...შეიძლება-ძოძუაშვილიც! მე ძალიან მომწონს უჰრინის სელექცია! მაგარი კოლექტივი შეკრიბა! ძალიან უძლიერესი-საქართველოს კვალობაზე...ისე ხუბუტია სადღაც მიკარგულში რო გაუშვეს, უნდა ჩამოეყვანათ, ან "დინამოს", ან მომდევნო ოთხეულს...("დილა", "ტორპედო", "ზესტას" ან "ჩიხურას"!) ძალიან ძლიერი მცველია აკაკი! აგრეთვე სირაძე...სელექციაში ძლიერი აღმოჩნდა უჰრინ-ჯუნიორი...მაგრამ მე ტაქტიკას, გააზრებულ კომბინაციას...ლოგიკურ, შედეგიან (ან თუნდაც მწვავეს!) კომბინაციას მე ვერ ვხედავ "დინამოს" შესრულებით...არადა ის კონტიგენტი, რაც უჰრინს ყავს, წარმოიდგინეთ-გეგუჩაძეს, ან ჩემ მიერ ჩამოთვლილ მწვრთნელებს ყავდეთ!!!
არ ვიცი, შესაძლოა ეს ყველაფერი პაუზით და უთამაშებლობით იყოს გამოწვეული, ახალი განახლებულია ჩემპი და ფეხბურთელებს გახურება, ათამაშება, ფორმაში შესვლა სჭირდებოდეთ...დაველოდოთ, იმედია ათამაშდება "დინამო" და იმ თამაშს უჩვენებს, რასაც ასე ველოდებით გულშემატკივარნი...
წარმატებები სუყველას!
"ზესტა" წელს დარჩება ევრო-ტურნირის მიღმა...
მთავარია ევროტურნირზე რა შედეგს აჩვენებს. რავი მერე გამოჩნდება მემგონი. დილაც საკმაოდ კარგი გუნდია და რომ ვერ გაიხსნა დინამო დილასთან არ არის გასაკვირი
ამ გორის დილას ფანკლუბს კიდე ეს სალიუტი წესივრად ვერ გაგისროლიათ თქვე კაი ხალხო
მაინდამაინც სანგრებიგავთხაროს სტადიონზე 
სადგამი გატყდა უბრალოდ. ტექნიკური ხარვეზი იყო, მეტი არაფერი
სხვა დროს მაგარ სადგამზე მოიტანენ ბიჭები
ხო კაი იყო ისე, რა გინდა?
ნათან ჯუნიორმა რო დაარტყა და მეთქი გოოლ სად გადარჩა დინამო
)
აუცილებლად მოუგებთ გორში დინამოს დარწმუნებულები იყავით ყველა
ბანერი რო ქონდათ გლადიატორებს გოგუაზე რამე ეწერა? რა?
გოგუა ნოლი ხარო... რადა გოგუა ერთერთი საუკეთესო იყო მაგ თამაშში !
მესმის, რატომაც არიან გამწარებულნი, თუმცა გოგოა დიდი ძალა რომაა თავადაც იციან
რა აზრი ვინ მოეგებს საქრთველოს ცემპიონატს დინამო დილა თუ ტორპედო სანამ ამ დონეზე ვიქნებით ეხა რო ვართ ამას არანაირი აზრი არა აქ.
როგორც ქუხს, ისე არ წვიმს, რა არის ?
დინამოს ფანკლუბი
დილას გულშემატკივრებს, ეს რაღაც რამდენჯერ უნდა აგიფეთქდეთ სტადიონზე? სანგრები გათხარეთ ხოლმე ლომებო, არ დაშავდეთ ^_^
კი, მაგრამ რომ გაიყვანეს გარეთ, გამიტყდა თან ამათ გაუხარდათ, სიცილი მოსცხეს
ვინ ამათ გაუხარდათ? ხო რავი დასამუღამებელია ჯერჯერობით პიროტექნიკასთან მობყრობა გორში. თუმცა არაუშავს დავიხვეწებით ყველაფერში ნელნელა
სახლში უეჭველი მოვუგებთ დინამოს
დილას უნდა მოეგო ეს თამაში , თავიდან ისეთი მომენტები ჰქონდათ, აუცილებლად გამოსაყენებელი იყო, თუმცა იმედი მაქვს მაინც გავხდებით ჩემპიონები,გორში მაინც შევძლებთ გამარჯვებას
)
თუ გაყინვა არ გინდათ და გეშინინათ, მაშ რაღას მოდიხართ სახლში თბილად დაჯექით და ისე უყურეთ
გაყივნაზე არაა საქმე, უბრალოდ ძალიან სუსტი თამაში იყო და ეგ ავღნიშნეთ, თორემ წასვლა არავის დაუძალებია
)
laashaa არა აქვთ ძმა მოსამატებელი პესპექტივა დაბალი დონეა ძაან და ამ გუნდით გამორცხულია ლიგაზე მოხვედრა
მართალია, დღეს მეც მაგას ვფიქრობდი, რომ ეს თითქმის მაქსიმუმი იყო, რაც შეუძლიათ... ძალიან ცუდია
დინამო ამ თამაშით ლიგაზე კი არა, უეფაზეც ვერ გავა, მოსამატებელია აქვს ორივე გუნდს თუ სურთ შარშანდელი დილას შედეგი მაინც გაიმეორონ ევრო თასებზე. მეც გავიყინე და უსუსური თამაში ვნახე.
კაი რა ამ გუნდით უნდა დინამოს ლიგაზე თამაში? შანსი არაა დაბალი დონეა რა
Ну Да..Ну Да.. თუ- "Да Ну"?
სამპდორია - ინტერი
2
0
მიმდინარე თამაში
61
ფეხბურთი
ოსასუნა - ატლეტიკო მ.
2
0
მიმდინარე თამაში
73
ფეხბურთი
სტ. ეტიენი - პსჟ
2
0
მიმდინარე თამაში
93
ფეხბურთი
ალკმაარი - აიაქსი
2
0
2
2-3
128
ფეხბურთი
ანტალიასპორი - ფენერბახჩე
2
0
მიმდინარე თამაში
135
ფეხბურთი
ტერეკი გრ. - რუბინი
X
0
X
0-0
ფორმულა: (0)
კოეფიციენტი: 201.280395
თანხა: 2
მიმდინარე ბილეთი
ასეთი ყ**ობა თამაში პირველად ვნახე ტიპები ერთმანეთს ისეთ პასებს უჩითავდნენ და გუნდელებს 2 მეტრაზე ვერ უმიზნებდნენ ბურთს
რაში გადავაგდე 2 ლარი და პახოდუ გავიყინე
სამპდორია - ინტერი
2
0
მიმდინარე თამაში
61
ფეხბურთი
ოსასუნა - ატლეტიკო მ.
2
0
მიმდინარე თამაში
73
ფეხბურთი
სტ. ეტიენი - პსჟ
2
0
მიმდინარე თამაში
93
ფეხბურთი
ალკმაარი - აიაქსი
2
0
2
2-3
128
ფეხბურთი
ანტალიასპორი - ფენერბახჩე
2
0
მიმდინარე თამაში
135
ფეხბურთი
ტერეკი გრ. - რუბინი
X
0
X
0-0
ფორმულა: (0)
კოეფიციენტი: 201.280395
თანხა: 2
მიმდინარე ბილეთი