ლევან ყენია თავისუფალი აგენტი გახდა. ლევანმა ორი კვირის წინ "მსოფლიო სპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ასე მოხდებოდა. მას კიდევ ერთი წლით ჰქონდა ხელშეკრულება რურის კლუბთან, თუმცა ორმხრივი შეთანხმება შედგა და ფეხბურთელი თავისუფალი გახდა.
23 წლის ქართველი ნახევარმცველი "ფორტუნას" II გუნდში ვარჯიშობს – მანამდე, სანამ ახალ კლუბში გადავა. თუ სად, ჯერჯერობით უცნობია. ყენიას აგენტი მუშაობს კლუბის საკითხზე და წესით, მალე უნდა გადაწყდეს ყველაფერი.