გერმანიის საფეხბურთო მე-2 ბუნდესლიგის მე-10 ტურში, დიუსელდორფის “ფორტუნამ”, რომელშიც ლევან ყენია გამოდის, საკუთარ მოედანზე “ფიურტს” 2:1 აჯობა, რომელიც ხსენებულ ტურამდე ლიდერი იყო. ქართველი შემტევი ნახევარმცველი მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. “ფორტუნას” 13 ქულა აქვს და 18 გუნდში მე-9 ადგილზეა.
რუსეთის პირველი დივიზიონის მე-17 ტურში, სარანსკის “მორდოვიამ”, რომლის ღირსებასაც აკაკი ხუბუტია იცავს, ვოლგოგრადში ადგილობრივ “როტორთან” 1:1 ითამაშა. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. “მორდოვიამ” 19-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
ვლადიკავკაზის “ალანიამ”, რომელშიც ოთარ მარცვალაძე და გოჩა ხოჯავა ირჯებიან, შინ ორენბურგის “გაზოვიკს” 3:0 მოუგო. ტრავმების გამო, “ალანიაში” არცერთ ქართველ ლეგიონერს უთამაშია. არც ზურაბ არზიანი იყო ორენბურგელთა სამატჩო განაცხადში. “ალანია” ჩემპიონატს 34 ქულით ლიდერობს, ხოლო “გაზოვიკი” 25 ქულით მეშვიდეა.
ნალჩიკის “სპარტაკმა” გასვლაზე “უფას” 1:0 სძლია. დავით სირაძემ გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა, ხოლო გუჯა რუხაია თამაშში 85-ე წუთიდან ჩაერთო. ნალჩიკელები 16 ქულით მე-16 პოზიციაზე იმყოფებიან.
ვლადივოსტოკის “ლუჩ-ენერგიამ” ნოვოსიბირსკის “სიბირი” მიიღო და 3:0 მოუგო. გურმა თეთრაშვილმა მასპინძლებში 90 წუთი ითამაშა. ვლადივოსტოკელებმა თავი 24 ქულას მოუყარეს და მე-8 პოზიცია უკავიათ.
ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” თავის მოედანზე “იაროსლავლის” შინიკთან 1:2 წააგო. მერაბ ურიდია შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა. ნიჟნეკამსკელები 11 ქულით მე-11 პოზიციაზე არიან.
კალინინგრადის “ბალტიკა” შინაურ კედლებში კრასნოიარსკის “ენისეის” უგოლო ფრეზე გაეყარა. კალინინგრადელებს მეკარე გიორგი შელია დაუბრუნდათ, რომელსაც ბოლო რამდენიმე ტური არ უთამაშია. “ბალტიკა” 20 ქულით მეთორმეტეა.